კანის კინოფესტივალი მსოფლიო კინოინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, სადაც კინოისა და მოდის ინდუსტრიის გზები კიდევ ერთხელ იკვეთება- საფრანგეთის რივიერაზე, კრუაზეტის სანაპიროზე, წამყვანი მოდის სახლები თუ დიზაინერები თავიანთ საუკეთესო ნამუშევრებს სწორედ წითელი ხალიჩის გავლით წარადგენენ ფართო აუდიტორიის წინაშე და გამონაკლისი არც 2026 წელი აღმოჩნდა. წელს, 12-დან 23 მაისამდე, საფრანგეთში რიგით 79-ე კანის კინოფესტივალი იმართება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გასულ წლებში ორგანიზატორებმა დრესკოდის გამკაცრებული რეგულაციები წარადგინეს, რომლის თანახმადაც, წითელ ხალიჩაზე გადამეტებული სიშიშვლე აიკრძალა. გარდა ამისა, სტუმრებს შეეზღუდათ ზედმეტად მოცულობითი, გრძელშლეიფიანი სამოსის ტარება, რაც ხალხის თავისუფალ გადაადგილებასა და კინოდარბაზში განთავსებას აფერხებდა. თუმცა, მკაცრი ჩრჩოების მიუხედავად ჩვენთვის საყვარელმა ვარსკვლავებმა მაინც მოახერხეს და კლასიკური თუ თანამედროვე იმიჯების სინთეზით დაუვიწყარი სანახაობა შემოგვთავაზეს.

დღევანდელ სტატიაში კი ვისაუბრებთ წითელი ხალიჩის იმ განსაკუთრებულ ლუქებზე, რომლებიც კიდევ ერთხელ, ცალსახად ამტკიცებს, რომ სამოსს ყველაზე უკეთ შეუძლია ადამიანების ინდივიდუალიზმის და შინაგანი ესთეტიკის ცხადად გამოვლენა.
წლევანდელი ჟიურის წევრმა და გამორჩეულად ნიჭიერმა მსახიობმა დემი მურმა წითელი ხალიჩისთვის არჩევანი Gucci-ს ელეგანტურ დიზაინზე შეაჩერა.

პორტუგალიელი მოდელი, სარა სამპაიო წითელ ხალიჩაზე Miu Miu-ს დახვეწილი კაბით წარდგა.

უნგრელმა მოდელმა ბარბარა პალვინმა წითელი ხალიჩისთვის Miu Miu-ს კაბა შეარჩია და სწორედ კანის კინოფესტივალზე აცნობა აუდიტორიას, რომ სულ მალე დედა ხდება.

ფრანგმა მსახიობმა, ფილიპინ ლერუა-ბოლიემ არჩევანი Saint Laurent-ის დახვეწილ კაბაზე შეაჩერა.

ამერიკის კინოლეგენდა ჯეინ ფონდა წითელ ხალიჩაზე Gucci-ს მიერ შექმნილი სამოსით გამოჩნდა.

პოლ უოკერის ქალიშვილმა, მედოუ უოკერმა წითელი ხალიჩისთვის Celine-ის ბრენდის ელეგანტური სამოსი მოირგო.

ფორმულა 1-ის მრბოლელს, შარლ ლეკლერს Giorgio Armani-ს კლასიკური კოსტიუმი ეცვა, ხოლო მის მეუღლეს, ალექსანდრა ლეკლერს, Paolo Sebastian-ის კაბა ამშვენებდა.

მალგოსია ბელამ უპირატესობა Tom Ford-ის ბრენდის მინიმალისტურ, თუმცა ეფექტურ სტილს მიანიჭა.

გერმანელი მსახიობი, სანდრა ჰიულერი ფესტივალზე Chanel-ის კაბით გამოჩნდა.

ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი რაილი კიო საზოგადოების წინაშე ასევე Chanel-ის სამოსით წარდგა.

კომიკოსმა და მსახიობმა ჰანა აინბინდერმა არჩევანი Celine-ის დახვეწილ ლუქზე შეაჩერა.

ბრიტანელი მოდელი და მსახიობი, პოპი დელევინი ფესტივალზე Maje-ს ბრენდის კაბით წარდგა.

