N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი კულტურა

თბილისი თანამედროვე ხელოვნების ეპიცენტრში: ექსპოჯორჯია Tbilisi Art Fair (TAF) 2026-ს მასპინძლობს

მაისი 11, 2026
A A
327
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

2026 წლის 21-დან 24 მაისის ჩათვლით, საგამოფენო ცენტრი „ექსპოჯორჯია“ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობას, Tbilisi Art Fair-ს (TAF) უმასპინძლებს. ღონისძიება, რომელიც ExpoGeorgia-ს ორგანიზებითა და SOLO-ს პარტნიორობით ტარდება მიზნად ისახავს კავკასიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელოვნებო სცენების დაკავშირებას გლობალურ კონტექსტთან, რაც კულტურული დიალოგისა და გამოცდილების გაზიარებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის.



წლევანდელი გამოფენა მასშტაბურობით გამოირჩევა და 35 გალერეასა და კურატორულ პლატფორმას აერთიანებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დამოუკიდებელი არტისტების სექციას – The Hive, სადაც 8 ქვეყნის 42 ხელოვანია წარმოდგენილი, მათ შორის 31 ქართველი და 11 საერთაშორისო მონაწილე. გამოფენის ფარგლებში დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ისეთი აღიარებული ხელოვანების შემოქმედებას, როგორებიც არიან Pentti Sammallahti, Masao Yamamoto, Kristoffer Albrecht და სხვები.



TAF 2026-ის პარალელური პროგრამა მრავალფეროვან ექსპოზიციებსა და ინსტალაციებს მოიცავს. მესამე პავილიონში წარმოდგენილი იქნება ლევან მინდიაშვილის მულტიფუნქციური საჯარო სკულპტურა „დედაბოძი I“, რომელიც ქართულ კოსმოლოგიასა და კულტურულ მეხსიერებას აცოცხლებს. მეოთხე პავილიონში კი თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის (VA[A]DS) კურსდამთავრებულთა გამოფენა Human Acts გაიმართება, რომელიც ადამიანის ყოფიერებასა და აღქმას სხვადასხვა მხატვრული მედიუმით იკვლევს.



საგანმანათლებლო ნაწილი წელს კოლექციონირების თემას ეთმობა. SOLO X TAF Talks-ის ფარგლებში, რომელიც მეხუთე პავილიონში (ორანჟერეაში) მოეწყობა, კურატორები და კოლექციონერები იმსჯელებენ კერძო კოლექციების ტრანსფორმაციაზე, მათ გავლენასა და შენარჩუნების სტრატეგიებზე არასტაბილურ სოციალურ-პოლიტიკურ გარემოში. პარალელურად, მეექვსე პავილიონში წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა Commonplaces და საარქივო კვლევა All That Material Culture, რომელიც 1950-1990 წლების ქართულ ინდუსტრიულ გრაფიკულ დიზაინს ეძღვნება. ხოლო, ღონისძიების კინოპროგრამის ფარგლებში, კინოთეატრი „ამირანი“ უმასპინძლებს დიდიე მარტინის დოკუმენტურ ფილმს The Sniper Artists.



დაინტერესებულ პირებს ბაზრობის მონახულება 21-დან 24 მაისამდე, 12:00-დან 20:00 საათამდე შეეძლებათ. ოფიციალური გახსნა 21 მაისს, 17:00 საათზეა დაგეგმილი, ხოლო ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, Biletebi.ge-სა და გამოფენის ოფიციალურ ვებგვერდზე, ისე უშუალოდ ლოკაციაზე.


Tags: Tbilisi Art Fair (TAF) 2026გამოფენაექსპოჯორჯია
წინა პოსტი

გლობალური ხედვა და მინიმალისტური ესთეტიკა – თამუნა ინგოროყვას უახლესი კოლექცია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN