12 წლის წინ ბიონსეს და ჯეი-ზის შვილი, ბლუ აივი დაიბადა, რომლის გარშემოც არასდროს შენელებულა საზოგადოების ინტერესი, თუმცა აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში ვარსკვლავური წყვილის ქალიშვილი უფრო მეტად მოექცა მედიის თუ ხალხის ყურადღების ქვეშ, რადგან მასში დაინახეს ამომავალი ვარსკვლავი, რომელიც საკუთარი გზის დასაწყისშია, როგორც მუსიკალურ სამყაროში, ასევე კინოინდუსტრიაში.
ბლუ აივ კარტერის ბოლო გამოჩენა წითელ ხალიჩაზე ნამდვილად შთამბეჭდავი იყო, როგორც მედიისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ვარსკვლავური ოჯახი ლოს ანჯელესში, დისნეის ფილმის “Mufasa- the lion king”-ის პრემიერას დაესწრო, რომელშიც ბლუ აივიმ პრინცესა კიარას როლი გაახმოვანა. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია Christian Siriano-ს ოქროსფერმა კაბამ, რომელიც მომავალ ვარსკვლავს ამშვენებდა. მიუხედავად იმისა, რომ. მაყურებლი აღფრთოვანებული იყო ბიონსეს, ჯეი- ზის და მათი ქალიშვილის საერთო გამოჩენით, საზოგადოების ნაწილმა მაინც გააკრიტიკა ბლუ აივი და მის სტილს ასაკისთვის შეუფერებელი უწოდა.
ის ფაქტი, რომ ბიონსეს ქალიშვილი საკუთარ კარიერას იწყებს ასევე კარგად გამოჩნდა მომღერლის ბოლო ტურნეში “Renaissance World Tour”, რომელშიც ბლუ აივი სცენაზე, დედის გვერდით რამდენჯერმე გამოჩნდა. ამ ფაქტმა არა მხოლოდ იმას გაუსვა ხაზი, რომ დედა-შვილს ძლიერი კავშირი და ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს, არამედ საზოგადოებას ბლუ აივი დაანახა, როგორც ახალი თაობის ამომავალი ვარსკვლავი.