N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

ბლეიკ ლაივლი ჯასტინ ბალდონს სასამართლოში უჩივის

დეკემბერი 22, 2024
A A
ბლეიკ ლაივლი ჯასტინ ბალდონს სასამართლოში უჩივის
349
გაზიარება
2.7k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ბლეიკ ლაივლი ჯასტინ ბალდონს სექსუალური შევიწროებისა და რეპუტაციის შელახვის გამო სასამართლოში უჩივის. ბლეიკი და ჯასტინი ფილმში “It Ends With Us” მთავარ პერსონაჟებს განასახიერებენ, ამავდროულად ჯასტინი ფილმის რეჟისორის პოსტს იკავებს, ბლეიკი კი პროდიუსერის.

Photo: Backgrid

ფილმის პრემიერამდე რამდენიმე კვირით ადრე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გადასაღებ მოედანზე დაძაბული სამუშაო გარემო იყო, ამის მიზეზად კი ბლეიკსა და ჯასტინს შორის არსებული უთანხმოება დასახელდა. ამავე ინფორმაციების მიხედვით ფილმის გუნდი სპეციალურად შეიკრიბა სამუშაო სივრცეში მტრული გარემოს შეცვლის მიზნით, ამ შეხვედრას კი ბლეიკის მეუღლე რაიან რეინოლდსიც დაესწრო, რომელიც აღნიშნულ ფილმში არ მონაწილეობს. შეხვედრაზე გაჟღერდა მოთხოვნები რომლის მიხედვითაც: ჯასტინის მხრიდან უნდა შეჩერებულიყო ბლეიკის წონის განხილვა და მის გარდაცვლილ მამაზე საუბარი, ასევე გადასაღებ მოედანზე ბალდონს აღარ უნდა ესაუბრა საკუთარ სექსუალურ ფანტაზიებზე. აღნიშნულ პირობებს კინოსტუდია დათანხმდა, თუმცა ჯასტინმა ისინი არ შეასრულა. მალევე TMZ-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბლეიკმა ჯასტინ ბალდონს სასამართლოში უჩივლა. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების გარდა, სარჩელში ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ჯასტინი და მისი გუნდი ჩართული იყვნენ ბლეიკის რეპუტაციის განადგურებაში.

Photo: sony pictures/ everett/ REX

ბლეიკის სარჩელს მალევე გამოეხმაურა ბალდონის ადვოკატი კამილა ვასკესი:  “სამარცხვინოა რომ ქალბატონი ლაივლი და მისი წარმომადგენლები ასეთ სერიოზულ და კატეგორიულ ცრუ ბრალდებებს უყენებენ ჯასტინს, რაც კიდევ ერთი სასოწარკვეთილი მცდელობაა გამოასწოროს თავისი ნეგატიური რეპუტაცია, რაც მისივე ქმედებებით იქნა განპირობებული”. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კამილა ვასკესი ჯონი დეპის ადვოკატი იყო, ემბერ ჰარდთან სასამართლო დავაში.

Photo: Getty Images

სარჩელის პარალელურად ნიუ- იორკ თაიმსმა გაავრცელა ინფორმაცია ბლეიკის გუნდის წარდგენილი სამხილების შესახებ, რომელშიც სავარაუდოდ ჯასტინის და მისი გუნდის პირადი მიმოწერები ინახება. ჯერჯერობით არ არის ცნობილი არის თუ არა ეს შეტყობინებები ნამდვილი ან როგორ შეძლო ბლეიკის გუნდმა მათი მოპოვება, თუმცა საზოგადოების მხრიდან მთავარი კითხვა არის ის თუ რა კავშირი აქვს ბლეიკის რეპუტაციის შელახვასთან ჯასტინ ბალდონს, რადგან როგორც გვახსოვს ბლეიკის მიმართ საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება იმ პერიოდიდან წამოვიდა, როდესაც მან ქეით მიდლტონს დასცინა ფოტოშოპის უნარებზე, მალევე კი გაირკვა რომ ქეითი სიმსივნეს ებრძოდა. გარდა ამისა საზოგადოება ბლეიკ ლაივლს ადანაშაულებს ჟურნალისტების მიმართ აგრესიულ და აგდებულ დამოკიდებულებაში.

Photo: Getty Images

ტექსტი: მარიამ ბექაური

Tags: It Ends With Usბლეიკ ლაივლიჯასტინ ბალდონი
წინა პოსტი

კასია სმუტნიაკი- გზა მოდელობიდან კინო სამყარომდე

შემდეგი პოსტი

ვარსკვლავური გზის დასაწყისი- ბლუ აივი ბიონსეს კვალდაკვალ

შემდეგი პოსტი
ვარსკვლავური გზის დასაწყისი- ბლუ აივი ბიონსეს კვალდაკვალ

ვარსკვლავური გზის დასაწყისი- ბლუ აივი ბიონსეს კვალდაკვალ

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN