N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი ტრენდი

გამჭვირვალე სათვალე: ფუნქციური დანიშნულებიდან სტილის მთავარ ელემენტამდე

დეკემბერი 25, 2024
A A
გამჭვირვალე სათვალე: ფუნქციური დანიშნულებიდან სტილის მთავარ ელემენტამდე
337
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

რასთან ასოცირდება თქვენთვის გამჭვირვალე სათვალე? იქნებ აკადემიურ იერთან? ან ადამიანთან, რომელსაც “წიგნის ჭიას” უწოდებენ? რამდენიმე წლის წინ ეს ასოციაციები ალბათ ზუსტი იქნებოდა, თუმცა ვინ იფიქრებდა რომ ოპტიკური ჩარჩო ოდესმე სტილის მნიშვნელოვან აქსესუარად იქცეოდა და საზოგადოებას მის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას შეიცვლიდა?

PHOTO: Getty Images

საინტერესოა როგორ იქცა გამჭვირვალე სასათვალე მინები ტრენდად და რამ განაპირობა ჩვენს თანამედროვეობაში მისი პოპულარობა? მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში გამჭვირვალე სათვალეს, მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით და ხშირ შემთხვევაში იძულებით ატარებდნენ, დღევანდელი მოცემულობით ის პიროვნების გამოხატვის ერთ-ერთი მთავარი აქსესუარი გახდა, ამის მიზეზი კი საზოგადოებისთვის საყვარელი ვარსკვლავები არიან. 2000-იანი წლების დასაწყისში, მაშინ როდესაც ოპტიკურ ჩარჩოს მხოლოდ ფუნქციური დანიშნულება ჰქონდა, მსოფლიო დონის ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე მას წარმოაჩენდნენ, როგორც საკუთარი სტილის მთავარ ელემენტად. 

პირველი, ვინც მსგავსი ვიზუალის სათვალეზე გვახსენდება, უპირობოდ ჯონი დეპია, რომელიც დღემდე აქტიურად იყენებს სხვადასხვა დიზაინის, ფორმის თუ ფერის გამჭვირვალე სათვალეს, როგორც წითელ ხალიჩაზე და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, ასევე ყოველდღიურ სტილში. ასევე აღსანიშნავია, რომ ყველაზე ხშირად დეპი კონკრეტული ბრენდის, უფრო ზუსტად კი მოსკოტის გამჭვირვალე სათვალეებს ატარებს.

PHOTO: AP

2000-იანი წლების დასაწყისში გამჭვირვალე სასათვალე მინებით, ასევე ხშირად ჩანდა ბრედ პიტი, მისთვის გამორჩეული სათვალის ბრენდები კი Oliver Peoples და Oakley იყო, რომლებსაც ვხვდებოდით როგორც უშუალოდ მსახიობთან, ასევე ფილმებში, მის პერსონაჟებთან.

PHOTO:Shutterstock

მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში გამჭვირვალე სათვალეების მიმართ საზოგადოების ნეგატიური განწყობა დადებითად შეიცვალა, ეს მუდმივი არ აღმოჩნდა და ოპტიკურმა ჩარჩომ მალევე დაკარგა პოპულარობა. თუმცა, 2023-2024 წლებში გამჭვირვალე სათვალე კვლავ დაუბრუნდა დიდების მწვერვალს და იქცა სტილის გამორჩეულ ელემენტად, რომელსაც დღეს აქტიურად იყენებენ ყოველდღიურობაში. 

განსაკუთრებული ადამიანი, ვინც ამ ტრენდის შექმნაზე დიდი გავლენა მოახდინა იყო, ამერიკელი სუპერმოდელი ბელა ჰადიდი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში გამჭვირვალე სათვალეს, როგორც სტილის მთავარ ელემენტს, ძალიან ხშირად ატარებდა. ბელას გავლენა მალევე გავრცელდა მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში. გამჭვირვალე სათვალის ტარება დაიწყო ყველამ, განურჩევლად ასაკისა თუ სქესისა.

PHOTO: Bellahadid (Instagram)

PHOTO: Bellahadid (Instagram)

ბელა ჰადიდის გარდა გამჭვირვალე სათვალით ასევე ხშირად ვხვდებით ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: კენდალ ჯენერი, ჰეილი ბიბერი, როზი ჰანტინგტონ უიტლი და სხვები.

PHOTO: Kendalljenner (instagram)

PHOTO: haileybieber (Instagram)

PHOTO: rosiehw (Instagram)

ამ ყველაფრის პარალელურად, ისეთმა ცნობილმა ბრენდებმა, როგორებიცაა: PRADA, GUCCI, TOM FORD, MOSCOT, D&G და სხვა, აქტიურად დაიწყეს სხვადასხვა დიზაინის და ფორმის ოპტიკური ჩარჩოების და გამჭვირვალე სასათვალე მინების წარმოება და პოპულარიზაცია.

PHOTO: mileycyrus (Instagram)

დღეს კი, გამჭვირვალე სათვალეებს ვხვდებით ყველგან და ყველასთან, იქნებიან ესენი ჰოლივუდის ვარსკვლავები, ინფლუენსერები, მომღერლები, იურისტები, პოლიტიკოსები, თუ უბრალოდ ქუჩაში გამვლელი ადამიანები, რომლებსაც არც კი ვიცნობთ. 

ტექსტი: მარიამ ბექაური

 

 

 

 

Tags: Bella HadidHailey BieberKendall Jennerოპტიკური ჩარჩოსათვალე
წინა პოსტი

ვარსკვლავური გზის დასაწყისი- ბლუ აივი ბიონსეს კვალდაკვალ

შემდეგი პოსტი

7 ფილმი, რომელიც თქვენს საახალწლო განწყობას შექმნის

შემდეგი პოსტი
7 ფილმი, რომელიც თქვენს საახალწლო განწყობას შექმნის

7 ფილმი, რომელიც თქვენს საახალწლო განწყობას შექმნის

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN