ელეგანტური და ვარსკვლავური მომენტები – ასე შეიძლება ვუწოდოთ UBER GEORGIA-ს გაშვების წინა კამპანიას, რომელიც „თბილისის კულტურის კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა.
კამპანიის სლოგანი BLACK SUITS YOU – უკვე მიგვანიშნებს, რომ ყველაზე ელეგანტურ გარემოში უნდა გამოგზაუროთ. შავი ხომ ის ფერია, რომელიც იყო და იქნება ელეგანტურობის სიმბოლო, ფერი, რომელიც ყოველთვის ტრენდულია.
კამპანია საქართველოში ბრენდის სწრაფ შემოსვლას უკავშირდება. უფრო დაწვრილებით კი იხილავთ სპეცპროექტში – “ნარგისი UBER GEORGIA–სთვის”.
UBER GEORGIA-ს განსაკუთრებული მომსახურება სულ მალე ყოველდღიურობის ნაწილი გახდება.
რა ხდებოდა „თბილისის კულტურის კვირეულზე“
დიზაინერის სამოსში გამოწყობილი, UBER GEORGIA-ს პარტნიორების მძღოლები, პრემიუმ კლასის, ახალი, შავი ავტომობილებით, მოდის კვირეულის სტუმრებთან ერთად, ფოტოკამერების ობიექტივში მოხვდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, სერვისმა ასევე უზრუნველყო საერთაშორისო და ადგილობრივი მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლების ტრანსფერი.
შავი ხალიჩა, ელეგანტური მძღოლები და ცნობილი ადამიანები, ეს ყველაფერი საოცარ ატმოსფეროს ქმნიდა და კომფორტსა და ხარისხზე აკეთებდა აქცენტებს.
კამპანიაში მონაწილეობდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, მათ შორის, რუსა ჩაჩუა, სალომე ღვინიაშვილი, ნინო ელიავა, ჯანეტ ქერდიყოშვილი და სხვები.
კადრს მიღმა მომენტები
კამპანიის განსაკუთრებული ნაწილი იყო ფოტოსესია – ქუჩის სტილის მსოფლიოში ცნობილი ფოტოგრაფის, ADAM KATZ SINDING-ის ობიექტივმა არაერთი ცნობილი ადამიანი აღბეჭდა. ფოტოსესია სინდინგისა და ქართველი დიზაინერის, SITUATIONIST-ის კრეატიული დირექტორის, ირაკლი რუსაძის კოლაბორაციის შედეგია.
კადრს მიღმა მომენტები
უნდა ვთქვათ, რომ ადამ კაც სინდინგი ქუჩის სტილის ფოტოგრაფიაში ნამდვილი ნოვატორია. ის 2008 წლიდან იღებს თანამედროვე მსოფლიო მოდის მოვლენებს. SITUATIONIST კი მსოფლიოში ცნობილი ქართული ბრენდია, რომლის სამოსიც არაერთხელ ჩაუცვამთ ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც არიან ბელა ჰადიდი, ბიონსე და სხვები.
რაც შეეხება UBER GEORGIA-ს, ის ქართველ მომხმარებელს შესთავაზებს UBER BLACK ტარიფს, მგზავრებს მოემსახურებიან გამოცდილი მძღოლები, ახალი, კომფორტული და უსაფრთხო ავტომობილებით.