EMPORIO ARMANI – მარადიული ელეგანტურობის სიმბოლოა, რომელიც ათწლეულებია მოდის ინდუსტრიაში ამინდს ქმნის.
და აი ისიც, სულ მალე თბილისში ARMANI-ს პირველი მონობრენდ მაღაზია გაიხსნება.
ეს არის ბრენდი, რომელიც მუდმივად ცდილობს მოდაში ინოვაცია შემოიტანოს და მასზე საუბრისას, ელეგანტურობასთან ერთად, ყოველთვის გვახსენდება მუდმივი სწრაფვა განახლებისკენ და მოდაში სიახლეების დამკვიდრებისკენ გადადგმული ნაბიჯები.
თბილისი უკვე იმ დიდი ქალაქების რიცხვში იქნება, სადაც ბრენდია წარმოდგენილი თავისი კლასიკური ხაზებითა და ავანგარდული სტილის ნაზავით.
EMPORIO ARMANI ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან გამოჩნდა თბილისში – როდესაც მულტიბრენდულ მაღაზია NEW TREND-ში იყო წარმოდგენილი ნამუშევრები.
საქართველოში ARMANI GROUP-ის ოფიციალური წარმომადგენილი და ფრანჩაიზის მფლობელია კომპანია ნაბუ (NABU), რომელიც ARMANI-ს სახლთან 20 წელია თანამშრომლობს.
2016 წელს „ნაბუმ“ გახსნა ARMANI-ს კონგლომერატის პირველი ფრანჩიზული პროექტი საქართველოში – ARMANI ჯგუფიდან ყველაზე ხელმისაწვდომი და ახალგაზრდული ხაზის ARMANI EXCHANGE-ს მონობრენდული მაღაზია. დღეისთვის საქართველოში უკვე სამი ARMANI EXCHANGE ოპერირებს – ორი თბილისში და ერთი ბათუმში.
25 აპრილს კი არმანის სახლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანი ხაზის, EMPORIO ARMANI-ის მონობრენდ მაღაზია გაიხსნება.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მაღაზია შთაგონებული იქნება EMPORIO ARMANI-ის ახალი კონცეფციის გათვალისწინებით. ასეთი მსოფლიოში სულ რამდენიმეა. ექნება შთამბეჭდავი ფასადი, დახვეწილი თანამედროვე ინტერიერი, ისეთი, რომელიც ბრენდის სულს ყველაზე უკეთ წარმოაჩენს.
პროექტზე თავად ჯორჯო არმანიმ, არქიტექტორთა გუნდთან ერთად, პირადად იმუშავა.
ახალ მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება EMPORIO ARMANI-ის ქალის, მამაკაცისა და ბავშვის უახლესი კოლექციები.
EMPORIO ARMANI თბილისში, ჭავჭავაძის #48-ში, 25 აპრილს გაიხსნება. მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საზეიმო გახსნას იტალიის საელჩოს წარმომადგენლობაც დაესწრება.