სიახლე, რომელსაც დიდი ხანი ელოდით – საქართველოში UBER GEORGIA-მ დაიწყო ოპერირება.
თბილისში უკვე შესაძლებელია UBER BLACK ტარიფით იმგზავროთ. ამისთვის კი მხოლოდ ერთი რამ გჭირდებათ – შეუკვეთოთ მომსახურება UBER GEORGIA-ს აპლიკაციით. აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია, როგორც APP STORE-დან, ასევე GOOGLE PLAY-დან.
UBER BLACK ტარიფი გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის მგზავრობას, ახალი, კომფორტული და უსაფრთხო TOYOTA CAMRY-ს სედანებით. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის – ავტომობილში არის ადგილი იმ შემთხვევისთვის თუ ბარგი გექნებათ, ასევე დაგხვდებათ დამტენი ANDROID-ისა და iOS-ისთვის, წყალი და სველი ხელსახოცი.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, UBER GEORGIA-ს ჰყავს გამოცდილი, პროფესიონალი მძღოლები, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოდ გადაადგილებას. გავლილი აქვთ სპეციალური მომზადება, იცავენ დრესკოდს და მგზავრს სთავაზობენ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მგზავრობის სულ სხვა სტანდარტი.
ოპერირების დაწყებამდე UBER GEORGIA-მ „თბილისის კულტურის კვირეულის“ ფარგლებში, კამპანია გამართა სლოგანით – “BLACK SUITS YOU“. სწორედ ამ კამპანიის დროს UBER BLACK-ის ახალი, პრემიუმ კლასის მანქანების პირველი მგზავრები მოდის ინდუსტრიის ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ,
მოეწყო ფოტოსესიაც და ქუჩის სტილის ცნობილი ფოტოგრაფის, ადამ კაც სინდინგის ობიექტივში მოექცნენ ქართველი ინფლუენსერები და SITUATIONIST-ის კოსტიუმებში გამოწყობილი UBER GEORGIA-ს მძღოლები.
რას გულისხმობს UBER BLACK-ის ტარიფი?
UBER BLACK-ის ტარიფით თავისუფლების მოედნიდან ფილარმონიამდე 7 ლარად იმგზავრებთ, ხოლო დაახლოებით 16 ლარად – ROOMS HOTEL-დან „გარდენია შევარდნაძემდე“.
მგზავრებს შეუძლიათ საფასურის გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით, ან აპლიკაციაში მიბმული საბანკო ბარათით – თანხა მგზავრობის ბოლოს ავტომატურად ჩამოიჭრება.
„საქართველოს ბაზარზე ბრენდის შემოსვლა ჩვენთვის დიდი ხნის ნანატრი მოვლენაა. გვინდა შევთავაზოთ ალტერნატივა მათ, ვინც ქალაქში მანქანით გადაადგილებას არის მიჩვეული, მაგრამ არ სურს, გამუდმებით ეძებოს პარკინგის ადგილი. Uber Black-ის ტარიფით, პრემიუმ ხარისხის მგზავრობა იდეალური საშუალებაა ქალაქში კომფორტული გადაადგილებისთვის“, – აცხადებენ UBER GEORGIA-ში.
UBER GEORGIA– ეს კომფორტულად და უსაფრთხოდ მგზავრობის შესაძლებლობაა.