5 დეკემბერს, ჭონქაძის #14-ში განსხვავებული კონცეფციის ბრენდი „BLOOMS“ გაიხსნა.
თაკო ჩხეიძე:
– სამი წლის წინ ჩამოვაყალიბეთ Bespoke Tbilisi, რომელიც მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი. ხშირად მწერდნენ, რატომ არ ვაკეთებდით იმავეს ქალბატონებისთვის. მაღალი ხარისხის ქსოვილებზე წვდომამ გადამაწყვეტინა, გამეკეთებინა იმავე მიმართულების ბრენდი ქალებისთვის. შევქმენი მცირე კოლექცია, სადაც 15-მდე ნამუშევარი გაერთიანდა. აქ არის სამეულები, ორეულები, ქვედაბოლოები და პიჯაკები. ჯერჯერობით “Blooms” ადგილობრივ ბაზარზე იქნება წარმოდგენილი. უფრო მეტად ორიენტირებული ვარ ქართველ მომხმარებელზე. ვფიქრობ, ამ სტილის სამოსი საქართველოში დეფიციტურია, მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხისა და საქმიანი სტილის სამოსი იყოს თქვენს გარდერობში, რადგან ნამდვილად გაუძლებს წლებს და არ დაკარგავს აქტუალურობას. ამიტომ შევქმენი ისეთი კოლექცია, რომელსაც თავადაც ჩავიცვამდი და მომეწონებოდა.
ბუნებრივია, ყველა საქმეს ახლავს სტრესი, ნერვიულობა, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც თავად გინდა, მაგრამ ჩემთვის ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც საზოგადოების წინაშე არ განვაცხადე მანამ, სანამ ყველა დეტალში არ დავრწმუნდი.
ჩემ ირგვლივ ქალბატონებს საკმაოდ კარგად აცვიათ. გამორჩეული გემოვნება გვაქვს და ამას ბევრი უცხოელი სტუმარი აღნიშნავს. ესეც გავითვალისწინე, როდესაც კოლექციას ვქმნიდი და ვფიქრობ, ქართველი ქალბატონები დააფასებენ.