უკვე ერთი წელია, რაც განსხვავებული კონცეფციის ბრენდი “Blooms” წარმატებით პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე.
დეკემბერში ბრენდი მომხარებლებს სადღესასწაულო კაბებს სთავაზობს.
“Blooms”-ის უპირატესობა ჰაეროვან ესთეტიკასთან ერთად მაღალხარისხიანი ქსოვილები და სილუეტის დახვეწილი სტილია.
მაღალი ხარისხის უცხოური ქსოვილებით, სპეციალურად მსურველისთვის, მისი ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით, პროფესიონალურად შეკერილმა საქმიანი სტილის სამოსმა საქართველოში საკმაოდ მალე იპოვა საკუთარი მომხმარებელი, რომელთა რაოდენობა არცთუ მცირეა და კოვიდ-პანდემიის მიუხედავად დღითი დღე იზრდება.
ელეგანტური, საქმიანი და მაღალხარისხიანი – ეს სწორედ, ის 3 მთავარი კომპონენტია, რისი მეშვეობითაც თაკო ჩხეიძემ ბრენდის ნიშა დაამკვიდრა.
Photo – Digital Studio
MUA – Lana Loladze
Starring: Tako Chkheidze, Mariam Archemashvili
Video – Digital Studio (CAMERAMAN & EDIT -Estat Faf)