N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი ტრენდი

7 წამყვანი ტრენდი 2026 წლის საზაფხულო გარდერობისთვის

მაისი 28, 2026
A A
7 წამყვანი ტრენდი 2026 წლის საზაფხულო გარდერობისთვის
326
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად კიდევ უფრო მძაფრად ვგრძნობთ ახალი თავგადასავლების, მოგზაურობის და დასვენების სურვილს, სწორედ სეზონის განწყობა განაპირობებს ჩვენი გარდერობის ტრანსფორმაციასაც, რომელშიც ერთფეროვან, სტრუქტურულ და მკაცრ სილუეტებს მსუბუქი და ჰეროვანი ტექსტურები ანაცვლებს, ხოლო ფერთა პალიტრა უფრო ცოცხალი და ხალისიანი ხდება. დარწმუნებული ვართ, უკვე დაიწყეთ ზრუნვა თქვენს საზაფხულო გარდერობზე, ამიტომ დღეანდელ სტატიაში გთავაზობთ იმ მთავარ ტრენდებს, რომელიც სამოსის შერჩევას აუცილებლად გაგიმარტივებთ.


ფერთა პალიტრა: ფირუზისფერი, როგორც სეზონის მთავარი ტონალობა და მწვანე, როგორც უნივერსალური არჩევანი

2026 წლის ზაფხულის უპირობო ლიდერი ფირუზისფერია, რომელიც იდეალურად ასხივებს ზღვის ენერგეტიკას და ლაღ, თავისუფალ ესთეტიკასთან ასოცირდება. თუ გასული წლის ზაფხული კარაქისფერის გარშემო ტრიალებდა, 2026 წელს ცენტრალური ადგილი ცალსახად დაიკავა ფირუზიფერმა, როგორც სამოსში, ასევე აქსესუარებში.


წელს ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს მწვანე ტონალობები და ქუჩის სტილშიც აქტიურად ვხვდებით მის განსხვავებულ ვარიაციებს. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ მწვანე ფერი ზაფხულისთვის უნივერსალური არჩევანია, რადგან ის თანაბრად უხდება როგორც მთის კურორტებს და ურბანულ ლანდშაფტებს, ასევე სანაპიროებს.


სილუეტები და ფორმები: 90-იანების რენესანსი

გასული წლიდან მოყოლებული, კაპრი შარვლები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ზაფხულში მათ კიდევ უფრო ხშირად შევხვდებით, რადგან შარვლის ეს ფორმა ნამდვილად გახდა საზაფხულო გარდერობის საბაზისო სამოსი, რომელიც იდეალურად ერგება როგორც სეზონურ ფეხსაცმელებს, ასევე ტოპებს და თხელი ქსოვილის პერანგებს.


90-იანი წლების ესთეტიკა რომ ბრუნდება ამაში ყოველ სეზონზე ვრწმუნდებით და ცხადია გამონაკლისი არც 2026 წლის ზაფხული აღმოჩნდა. მუხლამდე სიგრძის აბრეშუმის და ატლასის ქვედაბოლოების განსაკუთრებული პოპულარობაც სწორედ 90-იანების მინიმალიზმის გაცოცხლებაზე მიუთითებს. მსუბუქი ტექსტურა, სწორი ან ასიმეტრიული ჭირილები და ფერების განსხვავებული ვარიაციები ზაფხულის საღამოებისთვის ნამდვიდალ შეუცვლელ ელეგანტურობას ქმნის.


პრინტები: გეომეტრია და ვინტაჟის გავლენა

2026 წლის ზაფხულში კიდევ უფრო მკაფიოდ ცოცხლდება 1950-60-იანი წლების ფრანგული ესთეტიკა და ეს განსაკუთრებით გამოიხატება კოპლებიანი სამოსის პოპულარობაში. მართალია ტრენდი ცალსაცად უკავშირდება გასულ წელს და ჰეილი ბიბერს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2026 წლის ზაფხულში კოპლები კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ვინტაჟის გავლენა ასევე მკაფიოდ იგრძნობა სამოსის სტრუქტურაშიც, რადგან ამ პრინტს ყველაზე ხშირად მსუბუქ საზაფხულო სარაფნებზე ვხვდებით.


მიმდინარე წელს ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ზოლები, რომლებიც 1970-იანი წლების ესთეტიკას აღვიძებს, თუმცა ტრადიციული, ვიწრო ზოლების ნაცვლად, წელს უფრო ფართო, მკაფიო გეომეტრია დომინირებს და აქტიურად გვხვდება საზაფხულო ტოპებზე, გრძელ კაბებსა და რეტრო სტილის საცურაო კოსტიუმებზე.


ბალერინა, როგორც სეზონის მთავარი ფეხსაცმელი

წარმოუდგენელია ყურადღების მიღმა დაგრჩენოდათ მეთიუ ბლაზის შემოქმედება და Chanel-ის ბალერინები. დაგვეთანხმებით, სწორედ ბლაზის ხედვამ აქცია ეს ფეხსაცმელი სეზონის მთავარ ტრენდად, რომელმაც პირველივე დანახვისთანავე მოხიბლა მოდის მოყვარულები. ამ ფეხსაცმლის მთავარი პლუსი მისი უნივერსალურობაა, ის ერთნაირად ეფექტურად გამოიყურება: ჯინსებზე, საზაფხულო კაბებზე, აბრეშუმის ქვედაბოლოებზე, შორტებსა თუ კაპრი შარვლებზე და ყოეველდღიურ სტილს მომენტალურად ავსებს ელეგანტური ელფერით.

Tags: ზაფხული 2026ზაფხულის ტრენდებირა ჩავიცვასტილის ინსპირაცია
წინა პოსტი

მზიანი დღეების შთაგონება: 2026 წლის ზაფხულის ყველაზე ტრენდული ვარცხნილობები

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN