რა არის სიყვარული? ალბათ ეს არის კითხვა, რომელზეც ზუსტი პასუხი უბრალოდ არ არსებობს, რადგან ყოველი ადამიანისთვის ეს გრძნობა ინდივიდუალურია. თუმცა დამეთანხმებით, რომ სიყვარული ძალაა, რომელიც შთააგონებს ყველა ადამიანს.
Photo: ALAMY
უკლებლივ ყველა ისტორიას თავის ხიბლი აქვს, გამორჩეული თავგადასავლებით, რთული და სასიამოვნო მომენტებით სავსე. ნამდვილი გრძნობა დროს და საზღვრებს სცდება, დაბრკოლებებს არ უშინდება, ყველა ჩარჩოს ამსხვრევს და უბრალოდ ახალი ენერგიებით ავსებს ადამიანების გულებს, სწორედ ამიტომ ამბობენ რომ სიყვარული უკვდავია. ჩვენ კი გვინდა გიამბოთ 10 საკულტო წყვილის შესახებ, რომელთა ისტორიებმა დროს გაუძლო და გახდა ნამდვილ ინსპირაციად იქცა.
Photo: Alfred Eisenstaedt / LIFE
1. ვინ შეიძლება გაგვახსენდეს პირველი თუ არა ბიტლზის ვარსკვლავი ჯონ ლენონი და იოკო ონო. მათი ისტორია ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, რომ ნამდვილ სიყვარულს ყველა დაბრკოლების გადალახვა შეუძლია. განშორების სევდა და გრძნობა, რომელმაც შეძლო ყველა სირთულის დაძლევა. წყვილი მოულოდნელად დაქორწინდა გიბრალტარში, ამან კი მათი ისტორია კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა და დღესაც ლენონის და იოკო ონოს სიყვარულზე ლეგენდარულ ამბებს ყვებიან.
Photo: Bettmann / Contributor | Getty Images
2. ყველა დროის საკულტო წყვილად ითვლებიან ჯონ კენედ უმცროსი და კაროლინ ბესეტ კენედი. პრეზიდენტ კენედის ვაჟი მოდელს 1992 წელს შეხვდა, 1996 წელს კი მათ საიდუმლოდ იქორწინეს. პრესა მათზე და მათი სიყვარულის ისტორიაზე აქტიურად წერდა, თუმცა კენედების სიყვარულს ტრაგიკული დასასრული ჰქონდა, წყვილი 1999 წელს ავიაკატასტროფას ემსხვერპლა, მაგრამ მათი ლეგენდარული სიყვარული დღემდე გამორჩეულად ითვლება.
Photo: Richard Corkery/NY Daily News Archive via Getty Images
3. 2000-იანი წლების ყველაზე ლამაზ წყვილზე რას იტყვით? ამ პერიოდში ჯენიფერ ენისტონი და ბრედ პიტი ნამდვილად გამორჩეულად კაშკაშებდნენ, მათ ურთიერთობაზე კი ყველა საუბრობდა. დაშორების მიუხედავადაც წყვილმა არაჩვეულებრივი ურთიერთობა შეინარჩუნა, მათი შეხვედრები კი დღემდე ემოციურია. და მაინც, რას ფიქრობთ თქვენ, ქრება ნამდვილი გრძობა?
Photo: RON GALELLA COLLECTION VIA GETTY
4. 2000-იანი წლებში ასევე საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა ჯონი დეპის და ვაინონა რაიდერის წყვილი. გამორჩეული სილამაზის ვაინონა და ნამდვილი გულთამპყრობელი დეპი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილად ითვლება.
Photo: Barry King/WireImage
5. საკულტო წყვილებზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ ბრიტანეთის სამეფო ოჯახი. პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის წყვილი და მათი სიყვარულის ისტორია ნამდვილად შთამაგონებელია საზოგადოებისთვის. ისინი 2011 წელს დაქორწინდნენ და დღეს უკვე სამი შვილის მშობლები არიან.
Photo: Mark Cuthbert | UK Press via Getty Images
6. გამორჩეულ წყვილს ქმნიან ჯორჯ და ამალია კლუნები, რომლებმაც 2013 წელს იქორწინეს და დღემდე ერთად არიან. ერთ-ერთ ინტერვიუში კლუნი მეუღლეზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამალიამ მის ცხოვრებაში სინათლე შემოიტანა. “ვერ ვხვდებოდი რამდენად ცარიელი იყო ჩემი ცხოვრება ამალიასთან შეხვედრამდე”- ჯორჯ კლუნი.
Photo: Jeff Spicer | Getty Images for BFI
7. ვარსკვლავური წყვილებიდან ყველაზე მხიარული ოჯახის სტატუს წლებია არ თმობენ ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი. წყვილმა ერთმანეთი 2010 წელს Green Lantern-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნო და აღნიშნავდნენ, რომ სწორედ აქ გაჩნდა სიყვარულის ნაპერწკალი, რომელიც მოგვიანებით ნამდვილ ცეცხლად იქცა და უკვე მე-15 წელია არ ქვრება.
Photo: Mike Coppola | Getty Images
8. მრავალწლიანი სიყვარული აკავშირებთ დევიდ და ვიქტორია ბექჰემებსაც. 1997 წლიდან დღემდე წყვილი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ქვეშ არის. დევიდს და ვიქტორიას ოთხი შვილი ჰყავთ და მუდამ აღნიშნავენ, რომ ოჯახი მათთვის პრიორიტეტულია.
Photo: John Shearer | WireImage
9. ასევე საკულტო წყვილად ითვლებიან პენელოპა კრუზი და ხავიერ ბარდემი. მსახიობებმა ერთმანეთი 1992 წელს გაიცნეს გადასაღებ მოედანზე და ამის შემდეგ კიდევ სამ ფილმში ითამაშეს ერთად. წყვილს პროფესიული პარტნიორობიდან რომანტიკული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ და 2010 წელს ბაჰამის კუნძულებზე, მეგობრის სახლში იქორწინეს.
Photo: Emma McIntyre | Getty Images
10. გადასაღებ მოედანზე დაიწყო ჯულია რობერტსის და დენიელ მოდერის სიყვარულის ისტორიაც.წყვილი ერთმანეთს 2000 წელს შეხვდა, 2002 წელს კი ნიუ მექსიკოში, ჯულიას რანჩოზე იქორწინეს. ჯულიას და დენიელს ბედნიერი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავთ.
Photo: Kevin Mazur | Getty Images
საინტერესოა თქვენ რომელ წყვილს დაამატებდით ჩვენს სიაში?