N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

ზამთრის საოფისე სტილი ანოკ აივისგან

იანვარი 14, 2025
A A
ზამთრის საოფისე სტილი ანოკ აივისგან
340
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ცვალებადი მოდის ტენდენციების პარალელურად, ბოლო წლების განმავლობაში საოფისე სტილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი გახდა, რასაც თავისებურად შეუწყო ხელი ინფლუენსერთა ჩართულობამ.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Anouk Yve (@anoukyve)

საზოგადოება აქტიურად იღებს სტილის ინსპირაციას სოციალური ქსელებიდან და მოდის მიმდევარი ქალბატონებისგან, სწორედ ამიტომ ცნობილი სახეები აქტიურად გვიზიარებენ შთამაგონებელი შინაარსის კონტენტს. ერთ-ერთი მათგანია ანოკ აივი, რომლის სტილიც ნამდვილად ინსპირაციულია მისი გამომწერებისთვის.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Anouk Yve (@anoukyve)

მიუხედავად იმისა, რომ საოფისე სტილი უფრო მეტად ასოცირდება თბილ სეზონებთან, ანოკ აივის ზამთრის ჩაცმულობამ ეს სტერეოტიპი დაარღვია და საზოგადოებას აჩვენა, რომ ჩვენი საყვარელი სამოსი ნებისმიერ სეზონზე შეგვიძლია მოვირგოთ, ისე რომ არც სტილის და არც სეზონის კონცეფცია არ დაირღვეს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Anouk Yve (@anoukyve)

ზამთრის სეზონის მთავარი გამოწვევა სიცივეა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სამოსი ამინდის შესაბამისად ისე შევარჩიოთ, რომ იმიჯი შევინარჩუნოთ. ანოკ აივისთვის სტილის მთავარი დეტალი ზამთრის შარფია, რომელსაც არაჩვეულებრივად არგებს როგორც გრძელ პალტოებს, ასევე მოკლე მოსაცმელებს. რაც შეეხება ფეხსაცმელებს, მისი ჩაცმულობა ძირითადად აგებულია ქუსლიანი მოდელებით და ბოლო წლების ფავორიტი ლოფერებით, რომელიც შემოდგომა- ზამთრის განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინფლუენსერი ზამთრის საოფისე სტილში იყენებს, როგორც შარვლებს, პერანგებს და კლასიკურ ორეულებს, ასევე შალის და ქაშმირის მატერიის კაბებს თუ მოსაცმელებს, რომლებიც ყველაზე მეტად უხდება ზამთრის ამინდებს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Anouk Yve (@anoukyve)

გარდა უშუალოდ ტანისამოსისა, მნიშვნელოვანია ის ფერთა კომბინაცია, რომელიც ზამთრის საოფისე სტილს არაჩვეულებრივად ერწყმის. ეს არის ნეიტრალური, ნაკლებად მკაფიო ფერები, როგორიცაა მაგალითად ნაცრისფერი, თეთრი, შავი და 2025 წლის ტრენდი- შოკოლადისფერი. ანოკ აივის სტილში, სწორედ მსგავსი ფერების კომბინაციები ქმნის სეზონის შესაბამის ელეგანტურ, დახვეწილ და ინსპირაციულ ლუქებს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Anouk Yve (@anoukyve)

მნიშვნელოვანია ის, რომ ანოკ აივი საკუთარი ჩაცმულობის თუ სტილის დეტალებს აქტიურად უზიარებს გამომწერებს, ამიტომ თუ ზამთრის საოფისე სტილზე ვსაუბრობთ ის ალბათ ერთ-ერთი პირველი ინფლუენსერია ვინც ამ თემის გარშემო გვახსენდება.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Anouk Yve (@anoukyve)

ტექსტი: მარიამ ბექაური

Tags: Nargis Magazineანოკ აივისაოფისე სტილი
წინა პოსტი

Met Gala 2025: წლის მთავარი ღონისძიების თემატიკა და თანაორგანიზატორები

შემდეგი პოსტი

თამუნა ინგოროყვას უნიკალური ხედვა და განსხვავებული ესთეტიკა

შემდეგი პოსტი
თამუნა ინგოროყვას უნიკალური ხედვა და განსხვავებული ესთეტიკა

თამუნა ინგოროყვას უნიკალური ხედვა და განსხვავებული ესთეტიკა

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN