N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

Met Gala 2025: წლის მთავარი ღონისძიების თემატიკა და თანაორგანიზატორები

იანვარი 14, 2025
A A
Met Gala 2025: წლის მთავარი ღონისძიების თემატიკა და თანაორგანიზატორები
336
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

მოდის და ხელოვნების სფეროში წლის მთავარი ღონისძიება Met Gala ტრადიციულად მაისის პირველ კვირაში გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორების სია და თემატიკა უკვე ცნობილია და ის დაკავშირებულია ფერადკანიანი მამაკაცების სტილის ისტორიულ თუ კულტურულ ევოლუციასთან.

Photo: Taylor Hill/WireImage

დადასტურებული ინფორმაციით Met Gala-ს თემატიკაა : Superfine: Tailoring Black Style, რომელიც ინსპირირებულია მონიკა მილერის წიგნით “ Slaves to Fashion: Black Dandyism and the Styling of Black Diasporic Identity”, ხოლო წლის მთავარი ღონისძიების ორგანიზატორები იქნებიან: ამერიკელი მომღერალი ფარელ უილიამსი, ბრიტანელი მრბოლელი ლუის ჰამილტონი, რეპერი ეისაპ როკი, ყველასთვის საყვარელი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი და მსახიობი კოლმან დომინგო.

Photo: Getty Images

წლის მთავარი ღონისძიების სტუმრების სრული სია ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა, თუმცა აღსანიშნავია, რომ რიანამ, რომელმაც 2024 წლის Met Gala გამოტოვა წლევანდელ ღონისძიებაზე დასწრება უკვე დაადასტურა, ვარსკვლავს ჯერ არ გადაუწყვეტია რას ჩაიცვამს, თუმცა მისი განცხადებით იმედი აქვს, რომ ლუქის შერჩევაში მეწყვილე და Met Gala-ს თანაორგანიზატორი ეისაპ როკი დაეხმარება. აქვე ხაზგასასმელია, რომ ლებრონ ჯეიმსი Met Gala-ს პირველად დაესწრება, ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი კი ტრადიციულად ანა ვინტური იქნება.

Photo: Getty Images

ტექსტი: მარიამ ბექაური

Tags: Met Galaლებრონ ჯეიმსირიანაფარელ უილიამსი
წინა პოსტი

კრისტა კობერის პორტრეტი

შემდეგი პოსტი

ზამთრის საოფისე სტილი ანოკ აივისგან

შემდეგი პოსტი
ზამთრის საოფისე სტილი ანოკ აივისგან

ზამთრის საოფისე სტილი ანოკ აივისგან

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN