N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

უქმეები ბუნებაში – Weekend Max Mara

მარტი 12, 2025
A A
უქმეები ბუნებაში – Weekend Max Mara
373
გაზიარება
2.9k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

Weekend Max Mara -ს თრენჩი მარადიული კლასიკაა, რომელიც სეზონიდან სეზონამდე თამამად შეგიძლიათ ატაროთ. თავისი არაფორმალური ხასიათით ის ნებისმიერი სიტუაციისთვის საუკეთესო არჩევანია, იქნება ეს: პარკში სეირნობა, განტვირთვა თუ მეგობრებთან საუბარი, ქალაქის ხმაურისა და ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევა და,თუნდაც მოკლე დროით, ბუნებაში “გაქცევა”.


გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, Weekend Max Mara ლაბადების კოლექციას ახლებურად წარმოგვიდგენს, სადაც ერთმანეთს აბალანსებს ბრენდის ტრადიციული ხედვა და თანამედროვე მიდგომები.


კოლექციაში წარმოდგენილია: ულტრა მოკლე, მოკლე და გრძელი თრენჩები, თითოეული მათგანი კი გამორჩეული დეტალებითაა გაფორმებული, როგორებიცაა: წელის ქამრები, ქუდები, ზარის ფორმის სახელოები, ბამბის გაბარდინის და მატყლის კომბინაციები. კოლექციის განსაკუთრებული მოდელი კი ორმხრივი მოსასხამია, რომლის ზურგს წარწერა “Weekend” ამშვენებს, კიდეებს კი დეკორატიული ლენტები მიუყვება.


Weekend Max Mara -ს ლაბადები წყალგაუმტარია, რაც სტილთან ერთად მათ ფუნქციურ მნიშვნელობას ანიჭებს, ეს კი ამ კოლექციას ბუნებაში მოგზაურობის შეუცვლელ კომპონენტად აქცევს.

Tags: Nargis Magazineweekend maxmaraთრენჩი
წინა პოსტი

პარიზის მოდის კვირეულის გამორჩეული ჩვენებები – Schiaparelli, Tom Ford, Dior…

შემდეგი პოსტი

მოდის კომუნიკაცია ციფრულ ეპოქაში: სიმბოლოები, ნიშნები და ისტორიები – ალბან ადამის მასტერკლასი

შემდეგი პოსტი
მოდის კომუნიკაცია ციფრულ ეპოქაში: სიმბოლოები, ნიშნები და ისტორიები – ალბან ადამის მასტერკლასი

მოდის კომუნიკაცია ციფრულ ეპოქაში: სიმბოლოები, ნიშნები და ისტორიები - ალბან ადამის მასტერკლასი

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN