N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

მოდის კომუნიკაცია ციფრულ ეპოქაში: სიმბოლოები, ნიშნები და ისტორიები – ალბან ადამის მასტერკლასი

მარტი 13, 2025
A A
მოდის კომუნიკაცია ციფრულ ეპოქაში: სიმბოლოები, ნიშნები და ისტორიები – ალბან ადამის მასტერკლასი
329
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ჩვენი გამომწერებისთვის უკვე ცნობილია ის ფაქტი, რომ ESMOD International, მსოფლიოში წამყვანი ფრანგული მოდის სკოლა ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საქმიანობას საქართველოში იწყებს. პირველი სასერტიფიკატო კურსი “Fashion Marketing” ოფიციალურად მარტიდან გაიხსნება, თუმცა კურსამდე, 17 მარტს, Esmod და BTU გთავაზობთ ალბან ადამის მასტერკლასს “მოდის კომუნიკაცია ციფრულ ეპოქაში: სიმბოლოები, ნიშნები და ისტორიები”,რომელიც განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს მოდის კომუნიკაცია, PR-ი და ბრენდინგი და სურს გაიგოს, როგორ ქმნიან წამყვანი ბრენდები ძლიერ და დასამახსოვრებელ ამბებს.

ალბან ადამი თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა: Balenciaga, Disel, Mugler. ამიტომ მისი მასტერკლასი საშუალებას მოგცემთ შეისწავლოთ, როგორ ყალიბდება თანამედროვე მოდის კომუნიკაცია ციფრულ გარემოში და მოისმინოთ მისი საინტერესო გამოცდილება ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ბრენდის დამაჯერებელი ნარატივების, სიმბოლოებისა და სტრატეგიების შექმნა.

მასტერკლასზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, ის 17 მარტს 17:00 საათზე გაიმართება, კარი კი ოფიციალურად 16:00 საათზე გაიხსნება. ბილეთების შეძენას შეძლებთ Tkt.ge -ზე.

Tags: BTUESMOD Internationalმასტერკლასი
წინა პოსტი

უქმეები ბუნებაში – Weekend Max Mara

შემდეგი პოსტი

ანჯელინა კენდალი- მოდის სამყაროს ახალი ვარსკვლავი

შემდეგი პოსტი
ანჯელინა კენდალი- მოდის სამყაროს ახალი ვარსკვლავი

ანჯელინა კენდალი- მოდის სამყაროს ახალი ვარსკვლავი

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN