N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

“ვიქენდი ხელოვანთან ერთად”- Weekend Max Mara-ს ახალი, კაფსულა კოლექცია

თებერვალი 19, 2026
A A
“ვიქენდი ხელოვანთან ერთად”- Weekend Max Mara-ს ახალი, კაფსულა კოლექცია
336
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის, Weekend Max Mara წარმოგიდგენთ კაფსულა კოლექციას, რომელიც მოდისა და ხელოვნების ურთიერთკავშირს სრულიად ახალი პერსპექტივით იკვლევს. ბრენდის საკულტო თრენჩი ამჯერად მსოფლიოში აღიარებული ხუთი ხელოვანის შემოქმედებითი ექსპერიმენტების ობიექტი გახდა.

პროექტის ფარგლებში, Weekend Max Mara-ს ხელწერად ქცეული სამოსი თეთრ ტილოდ იქცა ისეთი საერთაშორისო არტისტებისთვის, როგორებიც არიან: Victoria Kosheleva, Paola Pivi, Tschabalala Self, Tai Shani და Shafei Xia. თითოეულმა მათგანმა შექმნა “ხელოვანის თრენჩი” – სამოსი, რომელიც სრულად ასახავს მხატვრის გამორჩეულ ხედვას, ტექნიკას და შემოქმედებით ნიჭს.


არტისტების შერჩევის პროცესს გაუძღვა ცნობილი ხელოვნების კრიტიკოსი, კურატორი და მწერალი Francesco Bonami, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ვენეციის ბიენალეს, კურატორობდა ამერიკული ხელოვნების მუზეუმის- უიტნის ბიენალეს, ამჟამად კი გახლავთ Gagosian Gallery-ს საბჭოს წევრი და იკავებს დირექტორის პოზიციას ჰანჯოუში, BYArtmatters-ის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. ხელოვანთა შერჩევის პროცესში მთავარი კრიტერიუმები იყო: გამორჩეულობა, უნიკალური ვიზუალური ენა და ბალანსი თაობათა შორის, საბოლოოდ კი Bonami-მ არჩევანი ისეთ მხატვრებზე შეაჩერა რომლებიც გამოირჩევიან უნიკალური ვიზუალური ენით, გამოხატვის თავისუფლებითა და კომერციული ტენდენციებისგან დამოუკიდებლობით.

„ჩვენი მიზანი იყო, საკულტო სამოსის მეშვეობით შეგვეთავაზებინა ინდივიდუალური და პირადი თვითგამოხატვის შესაძლებლობა – ის, რაც ფუნდამენტურია მოდის ნებისმიერი ასპექტისთვის, რომელიც საკუთარ აუდიტორიას უნიკალურ პერსპექტივას სთავაზობს,“ – განაცხადა Francesco Bonami-მ.


Victoria Kosheleva, რომელიც თანამედროვე და კლასიკურ გამოსახულებებს საკუთარ უნიკალურ სტილში – „კიბერექსპრესიონიზმში“ აერთიანებს, უშუალოდ მუშაობდა თრენჩის პროტოტიპზე. მხატვრის ხელით შესრულებული ნამუშევრები Weekend Max Mara-მ მოგვიანებით პრინტის სახით გააცოცხლა. Kosheleva-სთვის ეს თრენჩი მხოლოდ სამოსი არ იყო და ის უფრო სასცენო კოსტიუმს ასოციაციას ქმნიდა, სადაც ჭადრაკის უჯრები, ორნამენტული თვალები, რთული ხვეულები და ყვავილები ჰარმონიულად თანაარსებობენ. კონცეფცია ხელოვანის მუდმივი ფიქრებიდან დაიბადა ისეთი საკითხების მიმართ, როგორებიცაა: თეატრალურობა, ნიღბები და “მატყუარა” (trickster)- ფიგურა, რომელიც მისი შემოქმედების განუყოფელი პერსონაჟია. „მოსასხამი მხოლოდ დეკორაცია არ არის- ეს არის განწყობა, მდგომარეობა, ჟესტი, რომელიც ჰგავს თეატრის, სიზმრისა და პასუხგაუცემელი კითხვების ნაწილის თან ტარებას.”- აღნიშნავს Victoria Kosheleva.


იტალიელი ხელოვანი Paola Pivi თავის შემოქმედებაში ხშირად იყენებს ყოველდღიურ ნივთებს, ცვლის მათ მახასიათებლებს და აუდიტორიას უბიძგებს რელობის პერსპექტივის გადაფასებისკენ. მხატვარი ამჟამად ჰავაიანაზე მოღვაწეობს და შთაგონება სწორედ კუნძულის მკაფიო შუქში, ფლორაში, ფაუნაში და იმ “ორმაგ ცისარტყელაში” პოულობს, რომელიც თითქმის ყოველდღე ჩნდება ჰავაიანას ცაზე. სწორედ ეს ბუნებრივი მოვლენა გახდა Paola Pivi-ის თვალით დანახული თრენჩის დიზაინის საფუძველი- ვერტიკალური, ფერადი ზოლები, რომელიც სამოსის წინა და უკანა მხარეზეა დატანილი, ქმნის ქვიშს საათის ფორმას და ვიზუალურად აწვრილებს წელის არეს.


ჰარლემში დაბადებული Tschabalala Self ცნობილია თავისი ფერწერით, პრინტებითა და სკულპტურებით, რომლებშიც ადამიანის პიროვნებასა და სიმბოლოების მნიშვნელობას იკვლევს. მის მიერ შექმნილი პასტელურ ყვითელ ფერში ლაქირებული თრენჩი გაფორმებულია მხატვრის საფირმო ვარდისფერი “უსასრულობის ყვავილებით” (Infinity Flower). ეს ყვავილები ბუნების დროებით სილამაზესა და სისუსტეს გამოხატავს, რაც ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას პირდაპირ უკავშირდება. “უსასრულობის ყვავილი”, რომელიც ყოველწლიურად ყვავის, გვახსენებს, რომ ცვლილებები ჩვენს ფესვებშია. მოსასხამზე გამოსახულებების დასატანად გამოყენებულია ბატიკის უძველესი ტექნიკით შთაგონებული შტამპვის მეთოდი.


მულტიდისციპლინურმა ხელოვანმა Tai Shani-მ, რომელიც პერფორმანსით, კინოთი და ექსპერიმენტული წერით არის დაკავებული, თრენჩის შესაქმნელად შავი პრიალა ვინილი გამოიყენა. ის ხშირად იკვლევს თემებს ქალების გარშემო, ავადმყოფობისა და სოლიდარობის საკითხებს და ცდილობს ფემინური ესთეტიკა – მაგალითად, ყვავილოვანი თუ გოთური სტილი – ახლებურად წარმოაჩინოს. Tai Shani-ს თქმით შავი ვინილი თრენჩს საიდუმლოებით მოცულ სიმბოლოდ აქცევს.


ბოლონიაში მცხოვრები ჩინელი ხელოვანი Shafei Xia ცნობილია თავისი პროვოკაციული და იუმორისტული სტილით, რომელიც შთაგონებულია მე-19 საუკუნის იაპონური “შუნგასა” და ჩინური ეროტიკული ფერწერით. თრენჩისთვის არტისტმა შექმნა ნახატი, სადაც ქალი თეთრ ვეფხვს ერწყმის. ყვავილებით მორთული გამოსახულება სამოსის ზურგზეა დატანილი. ნახატში იკვეთება კონტრასტი სიმშვიდესა და ქაოსს შორის, რაც სიცოცხლის, სიყვარულისა და ნგრევისადმი მუდმივ ბრძოლას ასახავს. ნახატის შესაქმნელად ხელოვანმა გამოიყენა თავისი საფირმო ტექნიკა – აკვარელით ხატვა სანდალოზის ხის ქაღალდზე.


კამპანია ცნობილმა ფოტოგრაფმა და რეჟისორმა Petra Collins-მა გადაიღო, რომლის სტილმაც დიდი გავლენა მოახდინა ბოლო წლების ფოტოგრაფიაზე. ამ პროექტისთვის მან უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო და თავად პოზირებს ფოტოებში, როგორც ხელოვანი. Petra Collins-ს აცვია ხუთივე თრენჩი, რომლებიც ასევე ცალკე, ნატურმორტის სტილშია გადაღებული. ფოტოგადაღება გაიმართა ხელოვნების ნიმუშებით სავსე გარემოში, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნშნავს, რომ ეს კოლექცია ნამდვილი განძია და თითოეული თრენჩი ხელოვნების ნიმუშია, რომელიც შეგიძლიათ თან ატაროთ.

Tags: Weekend Max Maraთრენჩირა ჩავიცვასტილი
წინა პოსტი

“მე რომ შემეძლოს…” – ოლგა ბაბლუანი

შემდეგი პოსტი

ქართული ესთეტიკა ფრანგულ მოდაში: მელიტა ჩოლოყაშვილის პორტრეტი

შემდეგი პოსტი
ქართული ესთეტიკა ფრანგულ მოდაში: მელიტა ჩოლოყაშვილის პორტრეტი

ქართული ესთეტიკა ფრანგულ მოდაში: მელიტა ჩოლოყაშვილის პორტრეტი

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN