N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი პერსონა

“მე რომ შემეძლოს…” – ოლგა ბაბლუანი

თებერვალი 18, 2026
A A
“მე რომ შემეძლოს…” – ოლგა ბაბლუანი
329
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ავტორი, ტელეწამყვანი, პროდიუსერი და მსახიობი ოლგა ბაბლუანი გამორჩეული, ნოვატორი ფიგურაა ქართულ მედიასივრცეში. მაყურებელი კარგად იცნობს მის ატიპურ კულტურულ-შემეცნებით საავტორო გადაცემებს – „მშვიდობით იარაღო“ და „რა დროს ძილია?!“. წლების განმავლობაში, პროფესიული დევიზით – „ცნობადობა ხარისხით“ – ოლგა ჟურნალ „12“-სა და „ოქეისაც“-ს ხელმძღვანელობდა მთავარი რედაქტორის ამპლუაში.


სამსახიობო კარიერისა და საერთაშორისო აღიარებულ ფილმებში მონაწილეობის პარალელურად, ოლგას იდეებმა თუ ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში. ამასთანავე, ოლგა საგანმანათლებლო კონფერენციების ავტორი, ორგანიზატორი და მოდერატორია (ხელოვნება და განათლება, ევროპა და წიგნიერება, პროფესიული სწავლების პოპულარიზაცია).

ამჟამად იგი იდენტობის საკითხებითაა დაინტერესებული და მუშაობს აუდიოვიზუალური ფორმატის პროექტებზე. რუბრიკაში „მე რომ შემეძლოს…“ ოლგა ბაბლუანი თავის მრავალფეროვან შინაგან სამყაროში გვამოგზაურებს.


მე რომ შემეძლოს…

…მე რომ შემეძლოს, გავაუქმებდი სიკვდილს, გავაქრობდი… და ყველანი უსასრულო სიცოცხლეში ვიარსებებდით.

…მე რომ შემეძლოს, ელინისტურ საბერძნეთს მოვინახულებდი- მაკედონელის და მის შემდგომ პერიოდს. მაინტერესებს, როგორი იყო ადამიანის ცნობიერების აღმავლობის ხანა – იდეების, მსოფლმხედველობის განვითარება… როგორ ხედავდა ის სამყაროს, სად იყო მისი ადგილი.

…მე რომ შემეძლოს, სადილზე დავპატიჟებდი და გავიცნობდი ადამს და ევას. საინტერესო იქნებოდა მათი ამბის მოსმენა „მამაზე“.

…მე რომ შემეძლოს, შევქმნიდი სრულიად უდარდელ სამყაროს, სადაც ხალისის და სიყვარულის მეტი არაფერი იარსებებდა.

…მე რომ შემეძლოს 20 წლის ოლგასთან საუბარი, ვურჩევდი : „იყავი გამტანი და ერთგული, სულიერად ნათელი, ჯანმრთელი!…“

…მე რომ შემეძლოს 60 წლის ოლგასთან შეხვედრა, ვკითხავდი… თუმცა უკითხავადაც მეტყოდა, რომ ისევ ისეთი აღტაცებულია საკუთარი შვილებით, შვილიშვილებითა და სიახლის აღმოჩენით, როგორც უწინ – ყოველ ჯერზე, თითქოს ახალი მოგზაურობა იწყება.

…მე რომ შემეძლოს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ მომენტში დაბრუნება, ეს იქნებოდა წუთი, როდესაც ჩემი შვილები – ლიკუნა და ნასტასია – პირველად დავინახე: მათმა თვალებმა გააჩინა ჩემში თავისუფალი, შეუდრეკელი მომავალი.


…მე რომ შემეძლოს ყველაზე მტკივნეული მოგონების დავიწყება… მაინც არ დავივიწყებდი – ტკივილი ისედაც შუშდება, მოგონება კი რჩება, როგორც საგანძური… სხვანაირად რომ მოხდეს, ცხოვრება გადაგიყვარებს.

…მე რომ შემეძლოს ყველა ქალისთვის თვალის ახელა… მხოლოდ ქალებისთვის? შემქმნელი არსება! სუპერ ძალას დავანახებდი, უსასრულო, ღრმა შინაგანი და გარეგანი სილამაზით, ამოუცნობი, გრძნეულებრივი სიბრძნით, სექსუალურობის განმაიარაღებელი უნარით. კაცებზე არაფერს ვამბობ – თვალახელილი ქალები მიხედავდნენ.

…მე რომ შემეძლოს ყველა დედისთვის რჩევის მიცემა, ვეტყვი: „ზღვა სიყვარული და სილაღე შვილებს!“

…მე რომ შემეძლოს ადამიანად ყოფნის განმარტება… ამას ეცადნენ მსოფლიოს საუკეთესო გონებად მიჩნეული დიდი მოაზროვნენი, თუმცა ბევრი ვერაფერი გავიგეთ, როგორ ჩანს… ჩემი გადმოსახედიდან, ადამიანი სრულყოფილად მხოლოდ მაშინ გრძნობს თავს, როდესაც საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებს, აქვს სიყვარულის ნიჭი და თავდადება შეუძლია.

…მე რომ შემეძლოს სიყვარულის ახსნა… უთქმელად მოქმედება და გამოხედვაც კი საკმარისია მეორე ადამიანის შეგრძნობისთვის, როცა მისთვის ცხოვრობ.

…მე რომ შემეძლოს ჩემი ცხოვრების ერთი წინადადებით აღწერა, ეს იქნებოდა – „რატომ ვერ დაიჭერ ტალღას“.

ჟურნალის უახლესი ნომერი ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში და სახვითი ხელოვნების მუზეუმის Museum Shop-ში

Tags: Nargis Magazineმე რომ შემეძლოსოლგა ბაბლუანირუბრიკა
წინა პოსტი

სიყვარული და შემოქმედება: ლაშაო გაბუნია და თეონა მეტრეველი

შემდეგი პოსტი

“ვიქენდი ხელოვანთან ერთად”- Weekend Max Mara-ს ახალი, კაფსულა კოლექცია

შემდეგი პოსტი
“ვიქენდი ხელოვანთან ერთად”- Weekend Max Mara-ს ახალი, კაფსულა კოლექცია

"ვიქენდი ხელოვანთან ერთად"- Weekend Max Mara-ს ახალი, კაფსულა კოლექცია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN