N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

ტოვებს თუ არა დონატელა ვერსაჩე Versace-ს კრეატიული დირექტორის პოსტს?

იანვარი 4, 2025
A A
ტოვებს თუ არა დონატელა ვერსაჩე Versace-ს კრეატიული დირექტორის პოსტს?
333
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ დონატელა ვერსაჩე თებერვლიდან Versace-ს კრეატიული დირექტორის პოსტს აღარ დაიკავებს და მიუხედავად იმისა, რომ ეს ჭორი არც კომპანიას და არც თვითონ დიზაინერს ჯერ არ დაუდასტურებია, საზოგადოება ამ ამბავს აქტიურად განიხილავს, დონატელას მიერ ბოლოს გამოქვეყნებულ პოსტს ინსტაგრამზეც სწორედ ამ ჭორს უკავშირებენ.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Donatella Versace (@donatella_versace)

დონატელა ვერსაჩე ბრენდის შემოქმედებითი დირექტორის პოსტს უკვე ათწლეულებია იკავებს, ჯერ კიდევ იმ დროიდან, სანამ ვერსაჩეს ოჯახი ბრენდს გაყიდდა და გადაწყვეტილების მიღების უპირატესობას დათმობდა. მიუხედავად ბრენდის გაყიდვისა, დირექტორთა საბჭოში ვერსაჩეს ოჯახის წარმომადგენლები კვლავ იკავებენ თანამდებობეს, სწორედ ამიტომ საზოგადოება აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ დონატელას კრეატიული დირექტორის პოსტიდან წასვლა Versace-დან მის სრულ იზოლაციას არ გამოიწვევს, თუმცა მეორე მხრიდან განიხილება ის ფაქტიც, რომ დონატელას და Capri Holdings-ის გენერალურ დირექტორს, ჯონ აიდოლს შორის იყო დაძაბული სიტუაცია, ბრენდის სტრატეგიის განვითარების შესახებ, რამაც აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიწვია.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Donatella Versace (@donatella_versace)

საზოგადოება ასევე აქტიურად საუბრობს იმ ფაქტზე, რომ მაღალი მოდის სახლებში კრეატიულ ნაწილში ჩართულობა დღეს დღეობით იქცა დამქანცველ პროცესად, ბრენდების ზრდასთან ერთად კი 90-იან და 2000-იან წლებში აღიარებული დიზაინერები კრეატიული დირექტორების პოსტებს აქტიურად ტოვებენ.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Donatella Versace (@donatella_versace)

ჯერ-ჯერობით დონატელას Versace-დან წასვლა დადასტურებული ინფორმაცია არ არის, თუმცა ვარაუდია იმის შესახებ, რომ მილანის მოდის კვირეულზე ეს ინფორმაცია უკვე გასაჯაროვდება, ჩვენ კი მოუთმენლად ველით ახალ ინფორმაციას, რომელსაც, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ გაგიზიარებთ.

ტექსტი: მარიამ ბექაური

Tags: Nargis MagazineVersaceდონატელა ვერსაჩე
წინა პოსტი

2024 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები მოდის ინდუსტრიაში

შემდეგი პოსტი

ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის 8 წლიანი დავა ოფიციალურად დასრულდა

შემდეგი პოსტი
ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის 8 წლიანი დავა ოფიციალურად დასრულდა

ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის 8 წლიანი დავა ოფიციალურად დასრულდა

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN