8 წლიანი დავის შემდეგ ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის განქორწინების პროცესი დასრულდა. ჯოლიმ განქორწინება 2016 წელს მოითხოვა, მისი და პიტის ქორწინება კი 2019 წელს ფორმალურად შეწყდა, თუმცა დავა განქორწინების პირობებზე 2024 წლამდე გაგრძელდა, 30 დეკემბერს კი წყვილმა შესაბამის დოკუმენტს მოაწერა ხელი, რის შედეგადაც მათი განქორწინების საკითხი ოფიციალურად დასრულდა.
Photo: FRAZER HARRISON/GETTY
განქორწინების საკითხთან დაკავშირებით ანჯელინა ჯოლის ადვოკატმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „სინამდვილეში, ანჯელინა დაღლილია, მაგრამ ის მოხარულია, რომ ამ პროცესის ერთი ნაწილი დასრულდა.“ ბრედ პიტის ადვოკატმა თავი შეიკავა და მსახიობის სახელით განქორწინებაზე განცხადება არ გაუკეთებია.
Photo: Getty, Backgrid
მას შემდეგ რაც პიტის და ჯოლის სასამართლო დავის დასრულებაზე ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, 49 წლის ოსკაროსანი ანჯელინა W Magazine-ის Best Performances-ის გამოცემის ქავერზე გამოჩნდა. ჟურნალში ანჯელინამ მისთვის ყველაზე გამაღიზიანებელ თვისებაზე, ტყუილზე ისაუბრა და პიროვნების დასახელების გარეშე აღნიშნა, რომ ” ყველაზე მეტად მღლის ადამიანი, ვინც მატყუარაა.“
Photo: Getty, Backgrid
ანჯელინასთან დაახლოებული პირის განცხადებით მას იმედი აქვს, რომ განქორწინების პროცესის დასრულების შემდეგ ბრედი ცალმხრივ თავდასხმებს შეწყვეტს: „ანჯელინა იმედოვნებს, რომ განქორწინების დასრულება პიტს საშუალებას მისცემს, განაგრძოს ცხოვრება, შეწყვიტოს თავდასხმები და ამის ნაცვლად ოჯახს რეაბილიტაციაში დაეხმაროს.“ ამის საპირისპირო განცხადება გააკეთა ბრედ პიტთან დაახლოებულმა პირმა PEOPLE-თან: „ ჯოლიმ ბოლო რვა წლის განმავლობაში განახორციელა ცალმხრივი თავდასხმები, რაც მოიცავდა ფაქტების გაუთავებელ დამახინჯებას და საკუთარი ქცევის სხვებისთვის გადაბრალებას, რამაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა როგორც ოჯახს, ისე მათ გარშემო მყოფ ადამიანებს.“
Photo: JASON LAVERIS/FILMMAGIC
მიუხედავად იმისა, რომ მათი განქორწინების პროცესი საბოლოოდ დასრულდა, ყოფილ ცოლ-ქმარს კვლავ აქვს დავა ფრანგულ ღვინის ქარხანაზე,რომელიც მათ ერთობლივ ქონებას წარმოადგენს. პიტმა ჯოლის Château Miraval-ის მისი წილის $67 მილიონად გაყიდვის გამო 2021 წლის ოქტომბერში უჩივლა, სასამართლო პროცესები კი დღემდე გრძელდება.
ტექსტი: მარიამ ბექაური