არაფერი ქმნის ადამიანის ვიზუალურ იმიჯს იმაზე უკეთ, ვიდრე სათვალე. თუ ვინმე იკითხავს, რა არის ერთი დეტალი, რომელიც სტილის დასრულებული, ელეგანტური იერსახისთვის მნიშვნელოვანია, რომელიც ელეგანტურ, იმიჯურ იერს განაპირობებს – პასუხი აუცილებლად იქნება სათვალე, პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი აქსესუარი.
STARRING: RUSA CHACHUA
რას იტყვით სათვალეზე, რომელიც სცილდება თავის ფუნქციას და ხდება სტილისა და პიროვნების ინდივიდუალიზმის გამოხატულება? – დიახ, ჩვენ ახლა Carolina Lemke Berlin-ის სათვალეზე გიამბობთ, რომელიც უკვე თბილისში, ექსკლუზიურად „აფლელუ პარიზის“ მაღაზიათა ქსელშია ხელმისაწვდომი.
PHOTO: SHOTA GOTOSHIA
STYLE: DATA ALEKSEEV
Carolina Lemke Berlin – ეს არის სამყარო, სადაც ხარისხი ხვდება ინოვაციებს და მოდის ინდუსტრიაში ახალ, უმაღლეს სტანდარტს ამკვიდრებს.
ბრენდისთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მომხმარებელს ამ აქსესუარით საკუთარი ინდივიდუალიზმის, იდენტობის წარმოჩენის შესაძლებლობა ჰქონდეს.
CAROLINA LEMKE-სთან ერთად შეიგრძნობთ, რა არის ელეგანტური დახვეწილობის რეალური არსი. თითოეული ნამუშევარი თანამედროვე მოდისა და მარადიული ელეგანტურობის შერწყმის სინთეზია, რომელიც ადამიანის ინდივიდუალიზმს, ავთენტიკურობას უსვამს ხაზს.
SUNGLASSES: CAROLINA LEMKE BERLIN
APPAREL: ELISHEVA
გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს არ არის მხოლოდ სათვალე, ეს არის უნიკალური იდენტობის წარმოჩენის საშუალება.
აღსანიშნავია, რომ ბრენდის ახალ კამპანიაში ცნობილი მოდელი და ინფლუენსერი, რუსა ჩაჩუა გადაიღეს. თითოეულ ფოტოზე კარგად ჩანს სხვადასხვა დიზაინის სათვალის განსაკუთრებული ესთეტიკა.
Carolina Lemke Berlin-ის კოლექციები გამოირჩევა დახვეწილი ესთეტიკით ინსტაგენურობით და ელეგანტურობით.
ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს ასობით, განსხვავებული დიზაინის სათვალეს. ყოველწლიურად დაახლოებით 400 სხვადასხვა დიზაინის სათვალე იქმნება და მომხმარებლის ფავორიტი ხდება. აქ ყველანაირი გემოვნების ადამიანი იპოვის სასურველი ფორმის აქსესუარს.
კიდევ ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ ამ აქსესუარის შეძენა ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი.
Carolina Lemke-ს სათვალეები ხელნაკეთია და მომხმარებლისთვის მისი ტარება განსაკუთრებული გამოცდილებაა, ეს კი, კიდევ უფრო მეტ უნიკალურობას სძენს.
ბრენდი სათვალეების შესაქმნელად იყენებს უმაღლესი ხარისხის მასალას და ბაზარზე ამკვიდრებს ხარისხის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს. მასალა, რომლითაც Carolina Lemke-ს სათვალეებია დამზადებული, ჰიპოალეგრიულია. გამოირჩევა მდგრადობითა და გამძლეობით. დიზაინი კი როგორც წესი, ჩვენი დროის ურბანული სტილით, ქუჩის მოდით არის შთაგონებული.
სამყარო Carolina Lemke-ს სათვალიდან უფრო შთამბეჭდავია.
AFFLELOU PARIS – FACEBOOK
AFFLELOU PARIS – INSTAGRAM