აზერბაიჯანის დედაქალაქი ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა. ბაქო უნიკალური ქალაქია უამრავი შტრიხით, ავთენტიკური ძველი და ახალი, თანამედროვე არქიტექტურით, სიძველისა და ახალი ეპოქის შერწყმით.
თუმცა მხოლოდ ეს არ არის, რამდენიმე დღით ბაქოს ქუჩები მოდის სფეროსთვის ცხელი, აქტიური და მნიშვნელოვანი ადგილი გახდა. ჩვენი მეზობელი ქვეყნის დედაქალაქმა მოდის კვირეულს უმასპინძლა.
კვირეულს ესწრებოდნენ “Nargis Georgia”-ს ხელმძღვანელები, თაკო ჩხეიძე და ნინო დიასამიძე. ისინი დაესწრნენ კვირეული ფარგლებში გამართულ ჩვენებებს და სხვა ღონისძიებებს. აღსანიშნავია, რომ “ნარგისი” ბაქოს მოდის კვირეულის მედია პარტნიორია.
თაკო ჩხეიძე
კვირეული, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა, დატვირთული იყო სხვადასხვა დიზაინერების ახალი კოლექციების ჩვენებებით. კოლექციები წარადგინეს როგორც ცნობილმა ბრენდებმა ასევე ახალბედა დიზაინერებმა, რომლებიც ახლა იმკვიდრებენ ადგილს ინდუსტრიაში.
ნინო დიასამიძე
ასევე კოლექციები წარადგინეს სპეციალურად მიწვეულმა დიზაინერებმა.
აღსანიშნავია, რომ ბაქოს მოდის კვირეულზე ორი ქართული ბრენდიც ვიხილეთ – „Tamone” და „დადეშქელიანი“, მათი კოლექციების შესახებ უფრო ვრცლად ქვემოთ გიამბობთ.
კადრს მიღმა მომენტებიდან
ბაქოს მოდის კვირეულის მეორე სეზონის მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ადგილობრივი და უცხოელი ბლოგერები, ინფლუენსერები და მოდის ინდუსტრიის სხვა ცნობილი წარმომადგენლები.
მოდის კვირეული Baku Crystal Hall-ში აზერბაიჯანელი დიზაინერის Sultan Gadimbayli-ს კოლექციის ჩვენებით გაიხსნა.
მისმა ნამუშევრებმა სტუმრებზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა, რამაც საწყისი წუთებიდანვე საზეიმო განწყობა შექმნა.
ასევე გაიმართა ბრენდის – L’Arc-ის ჩვენება, რომელიც შექმნილია მოდელის, ბლოგერის, ინფლუენსერის კამილა ბაბაევას მიერ.
პირველი დღე დასრულდა წვეულებით, რომელიც Baku Crystal Hall-ის ულამაზესი შენობის პრესცენტრში გაიმართა.
მეორე დღე თურქეთიდან მიწვეული დიზაინერის ემრე ერდემოღლუს კოლექციის ჩვენებით გაიხსნა. ერდემოღლუ თურქული შოუ-ბიზნესის და კინოს წარმომადგენლების ფავორიტი დიზაინერია.
ამის შემდეგ საზოგადოებამ ნახა აზერბაიჯანელი დიზაინერი ზუმრუდ მირზალიევას ნამუშევრები, რომელიც 25 წელია მოდის ინდუსტრიაშია.
კადრს მიღმა მომენტებიდან
ასევე გამოვიდნენ მოდის ინდუსტრიიის ადგილობრივი წარმომადგენლები და მათი სადებიუტო ჩვენებები გაიმართა.
მოდის კვირეულის მესამე დღე აზერბაიჯანულმა ბრენდმა Lali-მ გახსნა. რომელმაც საკრუიზო კოლექცია წარადგინა.
პოპულარულმა დიზაინერმა აიგუნ ტალიბოვამ თავისი ყველა საყვარელი ტექნიკა გამოიყენა ახალ ნამუშევრებზე მუშაობისას.
კვირეულის ფარგლებში ასევე კოლექცია წარადგინა პოპულარულმა ბრენდმა Escalana-მ.
დასკვნით დღეს კოლექციები წარადგინეს ქართულმა ბრენდებმაც.
ერთ-ერთი იყო ბრენდი Tamone. კოლექციამ დადებითი შეფასება დაიმსახურა. ბრენდის ნამუშევრებში ჭარბობდა მონოქრომული, შავი სამოსი.
რაც შეეხება მეორე ქართულ ბრენდს, „დადეშქელიანს“, აქ უფრო მეტი ფერი იყო გამოყენებული და სიკაშკაშე გასდევდა, შეინიშნებოდა ასევე გარკვეული თეატრალურობაც.
ბაქოს მოდის კვირეულზე ყველაზე მეტად ბრენდ Parcha-ს ჩვენებას ელოდნენ. სწორედ მას ანდეს ორგანიზატორებმა მოდის კვირეულის მეორე სეზონის დახურვა. მიუხედავად იმისა, რომ ის შედარებით ახალია მოდის ინდუსტრიაში, უკვე პოპულარობით სარგებლობს.
კადრს მიღმა მომენტებიდან
Parcha-ს 2017 წელს დიზიანერმა Aysel Sadikhova-მ შექმნა. განსაკუთრებული პოპულარობა კი მოიპოვა მას შემდეგ, რაც გასულ წელს „ევროვიზიის“ აზერბაიჯანელი მონაწილეებისთვის, ტყუპი ძმებისთვის TuralTuranX-სთვის სკანდალური სასცენო კოსტიუმი შექმნა. აღსანიშნავია რომ ტყუპი ძმები ახლა მოდის კვირეულზე ბრენდის კოლექციის ჩვენებისას მოდელების როლში გამოჩდნენ.