N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

NATALI GROUP-ისა და DEKA LASER-ის ვახშამი – ცნობილი სტუმრები და სილამაზის ინდუსტრიაში მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯი

სექტემბერი 9, 2024
A A
NATALI GROUP-ისა და DEKA LASER-ის ვახშამი – ცნობილი სტუმრები და სილამაზის ინდუსტრიაში მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯი
326
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

სილამაზის სფეროში წამყვანი ბრენდი, NATALI GROUP, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სილამაზისა და ესთეტიკის სიმბოლოდ იქცა, კვლავ აგრძელებს ინოვაციების დანერგვას და ამ ინდუსტრიაში კიდევ უფრო მეტი სიახლის შემოტანას.

„ნატალი“ წლებია, რაც იტალიური DEKA LASER-ის წარმომადგენელია და სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში თბილისში გაიმართა უმნიშვნელოვანესი კონგრესი, კონგრესის შემდეგ კი სილამაზით შთაგონებული ვახშამი, რომელსაც „თბილისი მერიოტმა“ უმასპინძლა.

ვახშამს ესწრებოდნენ იტალიის ელჩი საქართველოში, კომპანია „დეკას“ წარმომადგენლები, პროფესორები, ექიმი-დერმატოლოგოები, ქირურგები, წამყვანი კლინიკებისა და ესთეტიკული ცენტრების დამფუძნებლები.

საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ მომღერლები ლიზა ბაგრატიონი და ელენე კალანდაძე.

ათ წელზე მეტია, რაც ნატალი ჯგუფი გვაცნობს DEKA LASER-ის ინოვაციებს და ხაზს უსვამს მათ ერთგულებას სამედიცინო ტექნოლოგიების წინსვლისადმი. იტალიის ელჩი საქართველოში კი მხარს უჭერს ამ პარტნიორობას.

კონგრესის საფუძველი იყო ქვეყნებს შორის სილამაზის სფეროში არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.  შეკრებილი საზოგადოება გაეცნო ლაზერული ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებსა და ლაზერულ სისტემებს.

გაიმართა პრაქტიკული ტერნინგიც, რომელსაც პროფესორი, მედიცინის დოქტორი, პაოლო ბონანი უძღვებოდა. მან დამსწრეებს გაუზიარა ინფორმაცია მედიცინაში მოწინავე ლაზერული ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების შესახებ.

ადგილობრივ გამომსვლელებს შორის, TDVA-ს თავმჯდომარემ, მედიცინის დოქტორმა სოსო კობახიძემ წარადგინა ინფორმაცია დერმატოლოგიაში უახლესი ლაზერული ტექნოლოგიების  განვითარებასა და მათ გამოყენებაზე.

საერთაშორისო კონგრესი “ლაზერული ტექნოლოგიები მედიცინაში”  არის წლის ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიება, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში წინსვლას.

NATALI GROUP-სთვის სილამაზე და მასზე ზრუნვა ხელოვნების უმაღლესი გამოხატულებაა. შემოქმედებითი მიდგომა საქმის მიმართ, ინოვაციების შემოტანა და დამკვიდრება, ეს მთავარი ამოსავალია რომლითაც NATALI GROUP-ის შემქმნელი და ხელმძღვანელი,  ქალბატონი ნატალია თოლორაია უკვე 29 წელია ხელმძღვანელობს, ქალებს შთააგონებს და წარმატების გზაზე დადგომაში ეხმარება.

წინა პოსტი

Weekend Max Mara-ს ახალი კოლექცია – როცა ფანტაზიას არ აქვს საზღვრები

შემდეგი პოსტი

თბილისში EMPORIO ARMANI-ს მაღაზია იხსნება

შემდეგი პოსტი
თბილისში EMPORIO ARMANI-ს მაღაზია იხსნება

თბილისში EMPORIO ARMANI-ს მაღაზია იხსნება

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN