უამრავი ადამიანისთვის გაზაფხული გამორჩეული სეზონია, რადგან სწორედ გაზაფხულის პირველი დღიდან იგრძნობა მზიანი დღეების ხიბლი, ბუნების გამოღვიძება, მეტი სინათლე და სილაღე ჩვენს გარეშემო. ალბათ, ეს არის მიზეზი, რომ გაზაფხული ყველაზე პოპულარული სეზონია: ქორწილების, ბანკეტების თუ სხვა სადღესასწაულო საღამოებისთვის. თუმცა დაგვეთანხმებით, რომ გამორჩეული დღისთვის იდეალური სეზონის არჩევისგან განსხვავებით, სამოსის არჩევა ბევრად რთული პროცესია, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. და აქვე, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მამაკაცების შემთხვევაში ეს პროცესი კიდევ უფრო რთული და ხშირ შემთხვევაში დამღლელიც არის, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, გავამარტივოთ ეს არჩევანი და შემოგთავაზოთ რჩევები, რომელიც დაგეხმარებათ ერთდროულად: ლამაზი, ტრენდული და კომფორტული ლუქის შერჩევაში.
კლასიკური სმოკინგი და თეთრი პერანგი განსაკუთრებულ საღამოებს ყოველთვის გამორჩეულად უხდება. ალბათ, ფერების ისეთი პალიტრა, როგორებიცაა: ლურჯი, შავი, ან თუნდაც ნაცრისფერი თქვენს ლუქს კიდევ უფრო სოლიდურ ეფექტს შესძენს. ამიტომ, თუ არჩევანის გაკეთება გიჭირს, უპირატესობა, მარტივ და უკვდავ კლასიკას მიანიჭე.
Photo: Shota Gotoshia
თუ თქვენი სტილი უფრო ფერადია, პასტელური ტონები იდეალური გამოსავალია. ღია, პასტელური ფერის შარვლები და პერანგები ლუქს ახალგაზრდულ, მხიარულ ელფერს სძენს. მაგალითად თუ თქვენს სადღესასწაულო საღამოს ზღვის პირას გეგმავთ ეს ლუქი ალბათ საუკეთესო არჩევანი იქნება.
ვინტაჟის მოყვარულებისთვის ოვერსაიზ პიჯაკის და ასევე ოვერსაიზ შარვლის კომბინაცია ნამდვილად საუკეთესო არჩევანია და რა შეიძლება მოუხდეს ვინტაჟს თუ არა კლასიკური ფეხსაცმელი, რომელიც ლუქს კიდევ უფრო გამორჩეულს გახდის.
და რას იტყვით ბოლო პერიოდის ფავორიტ “Old Money” სტილზე? სადაც არ უნდა გეგმავდეთ ღონისძიებას, დაგვერწმუნეთ ეს სტილი ყველა ატმოსფეროს იდეალურად ერწყმის. იქნება ეს სანაპირო, რესტორანი, უბრალოდ ლამაზი ტერასა, ვილა აუზით თუ სხვა. “Old Money” სტილს განსაკუთრებით უხდება ისეთი ფერთა პალიტრები, როგორებიცაა: თეთრი, ღია ლურჯი, კრემისფერი, ყავისფერი. აქსესუარები: საათი, სამაჯური, ან თუნდაც ბეჭდები. და ბოლოს, ლოფერები, რომელიც უკვე რამდენიმე წელია არ კარგავს პოპულარობას.
თუ კლასიკური სტილი თქვენთვის ნაკლებად კომფორტულია და უპირატესობას ყოველდღიურ, მარტივ სამოს ანიჭებთ, მაშინ დაგვეთანხმებით პერანგის, ოვერსაიზ პიჯაკის და ჯინსის კომბინაცია საუკეთესო არჩევანია. მსგავს სტილს კი თავისუფლად შეგიძლიათ შეუხამოთ კედები.
აქსესუარების შერჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სამოსის სტილი, მაგალითად სამაგრები განსაკუთრებით უხდება სმოკინგს, ან თეთრ პერანგს. ვინტაჟს კიდე უფრო ეფექტურს ხდის ბაფთა ან ჰალსტუხი. ‘old money’ სტილი და მაჯის საათი საუკეთესო კომბინაციაა. ზღვისპირა წვეულების ლუქს და ღია, პასტელური ფერის პერანგებს განსაკუთრებით უხდება ვერცხლისფერი ყელსაბამი, ან სამაჯური. და კიდევ, სამოსის ფერების შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი მეწყვილის მიერ შერჩეული ლუქის ფერები, რადგან ეს თქვენს გამოჩენას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.
როგორ სტილსაც არ უნდა ანიჭებდეთ უპირატესობას, მნიშვნელოვანია სამოსი სწორად შევარჩიოთ, აქ კი ვგულისხმობთ: ქსოვილებს, ფერებს, ტექსტურას და ვიზუალურ მხარეს. იმისათვის რომ, შერჩევის პროცესი კიდევ უფრო გაგიმარტივოთ, გაგაცნობთ ბრენდს, რომელმაც მსოფლიოში აპრობირებული აზომვითი სერვისი საქართველოში დანერგა. Bespoke Tbilisi ქართულ ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და მამაკაცებს ინდივიდუალურ მომსახურებას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც ხდება: სტილის, ფურნიტურის, ქსოვილების თუ სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შერჩევა. ტანისამოსი ევროპაში იკერება და იდეალურია მნიშვნელოვან ღონისძიებებზე თუ დღესასწაულზე მოსარგებად. გარდა ამისა Bespoke საქართველოში, პირველად, მზა, კაფსულა კოლექციით წარსდგა, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია მათ შოურუმში.
Photo: Shota Gotoshia
ბრენდი ექსკლუზიურად იყენებს ისეთ ქსოვილებს, როგორებიცაა: Loro Piana, Doremuil, Vitale Barberis Canonico, Reda, Drago Lanificio, Angelico, Lanificio F.lI Bacci, Leomaster, Tollegno, Carlo Barbera, Lanificio Di Pray, Marzotto, Fratelli Tallia Di Delfino. უმაღლესი ხარისხის და გამორჩეული სტილის სინთეზი თქვენი ლუქის შერჩევის პროცესს ბევრად უფრო მარტივს და სასიამოვნოს გახდის, ამიტომ, თუ ჯერ კიდევ ფიქრის პროცესში ხარ რა მოირგო შენთვის მნიშვნელოვან საღამოზე თუ ღონისძიებაზე აუცილებლად ეწვიეთ Bespoke-ს დანიელ ჭონქაძის 14 ნომერში.
View this post on Instagram