მოდით, ვისაუბროთ აქსესუარზე, რომელიც მალე ახალი ტრენდი გახდება – შავ ბაფთებზე.
ბაფთა – ეს აქსესუარი თითქმის ყოველ წელს სხვადასხვა ვარიაციით გვხვდება მოდაში, თუმცა ახლა აქცენტი კეთდება შავ და გრძელ ბაფთებზე.
აღსანიშნავია, რომ მას არ ექნება მხოლოდ თმაზე დამაგრების ფუნქცია, წარმოიდგინეთ შავი ბაფთა, როგორც სამოსის აქსესუარი, ჩანთის აქსესუარი, სამაჯური და ან ყელსაბამი.
ასე რომ, როგორც ხედავთ ფუნქციურად მრავალფეროვანი და მრავალმხრივი დატვირთვა მიენიჭება.
ეს ტენდენცია გამოიკვეთა პარიზში მაღალი მოდის კვირეულზე, სადაც ბრენდებმა ახალი ოტ-კუტიურ კოლექციები წარადგინეს.
მსგავს ტენდენციას შევხვდით Chanel-ის Valentino-ს, GiambattistaValli-ს ნამუშევრებში.
აღსანიშნავია, რომ მოდის კვირეულის სტუმრების, ვარსკვლავების სტილის ნაწილიც იყო შავი ბაფთები, მაგალითად ჯენიფერ ლოპესის, რომელიც Valentino-ს შოუს დაესწრო.