N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი კულტურა

Grammy 2024 – წითელი ხალიჩა და ვარსკვლავები – მნიშვნელოვანი ამბები წლის მთავარი მუსიკალური დაჯილდოებიდან

სექტემბერი 9, 2024
A A
Grammy 2024 – წითელი ხალიჩა და ვარსკვლავები – მნიშვნელოვანი ამბები წლის მთავარი მუსიკალური დაჯილდოებიდან
326
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ლოს ანჯელესმა კიდევ ერთხელ უმასპინძლა მუსიკის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვან დაჯილდოებას, Grammy-ს.

ყველასთვის საყვარელი ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე და მთავარ სცენაზე ვიხილეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვარსკვლავის ტეილორ სვიფტის მორიგი ტრიუმფი ვნახეთ. ტეილორმა მორიგი გრემი მიიღო წლის ალბომის კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ ტეილორმა ეს ჯილდო კარიერაში მეოთხედ მიიღო და გახდა პირველი ვარსკვლავი, რომელმაც ამ შედეგს მიაღწია.

კარიერაში პირველი გრემი მიიღო მაილი საირუსმა. მაილის ეს ჯილდო გადაეცა კატეგორიაში, წლის ჩანაწერი სიმღერისთვის – Flowers.

აღსანიშნავია სელინ დიონის გამოჩენა. ლეგენდარული მომღერლის შესახებ დიდი ხანია მედია წერს, რომ მას უკურნებელი დაავადება აქვს, რომელიც კუნთების ტკივილთანაა დაკავშირებული. ბოლო ცნობების მიხედვით, სელინს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა, თუმც როგორც ცერემონიიდან გავრცელებულ ფოტო და ვიდეო მასალაში ვხედავთ, სელინი საბედნიეროდ, მშვენიერ ფორმაშია.

ერთ-ერთი საინტერესო მომენტი იყო წითელ ხალიჩაზე ლანა დელ რეის გამოჩენა. ლანა და ტეილორ სვიფტი კამერების წინ ერთად პოზირებდნენ. ასევე აღსანიშნავია გრემის სცენაზე ბიონსესა და ჯეი ზი-ს 12 წლის გოგონას, Blue Ivy Carter-ის დებიუტი.

მაილი საირუსი მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა არა მხოლოდ წითელ ხალიჩაზე Schiaparelli-ს ბადისებრი ოქროსფერი კაბით, არამედ თავისი სასცენო იმიჯით და პერფორმანსით. მაილის ლეგენდარული დიზაინერის ბობ მაკის მიერ შექმნილი რეტროს სტილის კაბა ეცვა – ამ სამოსით, მოძრაობებითა და ვარცხნილობით მაილიმ ყველას ტინა ტერნერი გაგვახსენა.

წინა პოსტი

URBAN ROUGE – STRADIVARIUS

შემდეგი პოსტი

შავი ბაფთები – ტრენდი პარიზის მაღალი მოდის კვირეულიდან

შემდეგი პოსტი
შავი ბაფთები – ტრენდი პარიზის მაღალი მოდის კვირეულიდან

შავი ბაფთები - ტრენდი პარიზის მაღალი მოდის კვირეულიდან

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN