თბილისი ელეგანტური ადამიანების, დახვეწილი არქიტექტურის, თეატრების, ვინტაჟური ქუჩების, დიზაინერების შოურუმების ქალაქია. აქ არაერთი ისეთი ადგილია, სადაც შეგიძლიათ საკუთარ თავს „მოდის თავგადასავალი“ აჩუქოთ.
კომფორტისა და ხარისხის მოყვარულებისთვის და მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღება, სასიამოვნო ამბავი გვაქვს – ჩვენ, რამდენიმე ინფლუენსერთან ერთად, მათთვის, ქალაქის მოდური ადგილები შევარჩიეთ, სადაც შეგიძლიათ Uber Black-ის პრემიუმ ხარისხის სერვისით განსაკუთრებული თავგადასავალი მოიწყოთ.
ვნახოთ, რას გვირჩევენ ინფლუენსერები:
რუსა ჩაჩუა – ძველი თბილისი
„თბილისის სავიზიტო ბარათი – ძველი თბილისი, ადგილი, რომელიც ყოველთვის ყველაზე მოდური ლოკაციაა და სადაც ყველა თქვენგანს შეუძლია მოიწყოს მოდური თავგადასავალი“, – ამბობს ცნობილი მოდელი და ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა და ურჩევს ყველას, რომ თუკი ელეგანტური, ატმოსფერული, დახვეწილი და დედაქალაქის სულით გაჟღენთილი ფოტოების გადაღება გსურთ, ძველ თბილისს და მის ულამაზეს ვიწრო ქუჩებს უნდა ესტუმროთ.
რუსა ჩაჩუამ Uber Georgia აირჩია ჭავჭავაძის გამზირიდან ძველ თბილისამდე მისასვლელად და ამ სერვისის ღირებულება შეადგენდა 17 ლარს.
„კომფორტულად ვიმგზავრე და მაღალი ხარისხის მომსახურება მივიღე, ყველაფერი სუფთა, მოწესრიგებული და კომფორტული იყო“, – ამბობს რუსა ჩაჩუა.
სალომე ღვინიაშვილი – რუსთაველის თეატრი
თუ გიყვართ დახვეწილი არქიტექტურა, მაშინ რუსთაველის თეატრს უნდა ესტუმროთ, გარდა სპექტაკლების ნახვისა, იქაურობა ძალიან ლამაზია. რუსთაველის თეატრი, საქართველოში უდიდესი და ერთ-ერთი უძველესი თეატრია. როკოკოს სტილის ნაგებობა ასევე ფოტოების გადასაღებადაც იდეალურია. მოდელი სალომე ღვინიაშვილი სწორედ ამ მიზეზების გამო გვირჩევს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ მიმართულებად რუსთაველის თეატრს.
ის რუსთაველის თეატრს Uber Georgia-ს ტაქსით ესტუმრა. ამ ლოკაციამდე მზიურიდან მგზავრობა 10 ლარი დაჯდა.
„რუსთაველის თეატრი – ეს ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია თბილისში. აქ შესაძლებელია ულამაზესი ფოტოების გადაღება.
აუცილებლად მინდა გითხრათ Uber Georgia-ს ტაქსიზეც, რომელმაც აქამდე მომიყვანა. უნდა აღვნიშნო მოწესრიგებული, პროფესიონალი მძღოლი. Uber Georgia-ს ტაქსით მგზავრობა ჩემთვის იყო მშვიდად, კომფორტულად მგზავრობის შესაძლებლობა, უსაფრთხოების განცდით“, – ამბობს სალომე ღვინიაშვილი
ჯანეტ ქერდიყოშვილი – მთაწმინდა
ჯანეტი ამბობს, რომ თბილისში ყველაზე შთამბეჭდავი და ელეგანტური ფოტოები ისეთ გარემოში გამოდის, სადაც ბუნებასთან სიახლოვეს გრძნობ და თან, დედაქალაქის განწყობა გარემოს ყველა დეტალში იგრძნობა, ასეთი ადგილი კი, რა თქმა უნდა, მთაწმინდაა – ულამაზესი ხედებით, ძველი და ახალი არქიტექტურის შერწყმით.
მისი მოდური თავგადასავალი მთაწმინდაზე Uber Georgia-ს ტაქსით თავისუფლების მოედნიდან დაიწყო და ამ მგზავრობაში 21 ლარი გადაიხადა.
ჯანეტისთვის მნიშვნელოვანია მგზავრობისას ავტომობილში ყოველთვის იყოს მოწესრიგებული ადგილი სხვადასხვა ნივთების, სამოსის წასაღებად, რადგან ხშირად გადაღებებისთვის უწევს მათი წაღება.
„საბარგულში სუფთა, მოწესრიგებული ადგილი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩემთვის. Uber Georgia ჩემი საყვარელი ტაქსის კომპანია გახდა. თუ ერთხელ გამოცდით Uber Georgia-ს ტაქსით მგზავრობას, იმდენად მაღალი სტანდარტია, რომ მერე მასზე უარის თქმა გაგიჭირდებათ“, – ამბობს ჯანეტ ქერდიყოშვილი.
ნინო ელიავა – More is Love
ნინოს ყოველ დღე სახლიდან მაღაზია More is Love-ის მიმართულებით უწევს გადაადგილება. ეს მისთვის არა მხოლოდ სამსახური, არამედ ყველაზე საყვარელი ადგილია.
ენტერპრენორი ამბობს, რომ მისთვის კომფორტულად მგზავრობა მთელი დღის განწყობაზე და მოტივაციაზე დადებითად მოქმედებს, სამსახურამდე Uber Georgia-ს ტაქსით მგზავრობით კი კომფორტის და მომსახურების უმაღლესი ხარისხი მიიღო.
„More is Love ჩემი მეორე ოჯახია. დიდი სიამოვნებაა როცა ტაქსიში შემიძლია ჩემი მუსიკა ჩავრთო, ტელეფონი დავტენო და კომფორტულად ვიმგზავრო. უნდა აღვნიშნო, რომ ვაკის პარკიდან სამსახურამდე ვიმგზავრე Uber Georgia-ს ტაქსით. ძალიან მოსახერხებელი და კომფორტული მგზავრობის გამოცდილება იყო, ნამდვილად პრემიუმ ხარისხის მომსახურება მივიღე“, – ამბობს ნინო ელიავა. ნინოს ეს სერვისი 10 ლარი დაუჯდა.
Uber Georgia-ს ტაქსით სარგებლობისთვის საჭიროა, ჩამოტვირთოთ აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ios-ზე, ასევე android-ზე,
მგზავრობის საფასურის გადახდა კი შესაძლებელია როგორც აპლიკაციაზე მიბმული ბარათით, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით.
კომპანიის მომსახურების მაღალი ხარისხი გამოცადეს „თბილისის კულტურის კვირეულის“ ადგილობრივმა და საერთაშორისო სტუმრებმა, რომლის სპონსორიც Uber Georgia იყო. ბრენდმა უზრუნველყო მოდის სამყაროს ცნობილი წარმომადგენლების, ინფლუენსერების ტრანსფერი თბილისის მთავარ მოდის ღონისძიებაზე.
დიზაინერის სამოსში გამოწყობილი, UBER GEORGIA-ს პარტნიორების მძღოლები, პრემიუმ კლასის, ახალი, შავი ავტომობილებით, მოდის კვირეულის სტუმრებთან ერთად, ფოტოკამერების ობიექტივში, მათ შორის, ქუჩის სტილის ცნობილი ფოტოგრაფის, ადამ კაც სინდინგის ობიექტივში მოხვდნენ.
როცა ვსაუბრობთ მგზავრობის პრემიუმ ხარისხზე, რას ვგულისხმობთ?
რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი კლასია, რომელსაც Uber Georgia გამოცდილი მძღოლებით და Toyota Camry-ის ახალი სედანებით უზრუნველყოფს. ასევე მაღალ სტანდარტში ვგულისხმობთ იმასაც, თუ რა დაგხვდებათ ავტომობილში – დაგხვდებათ სველი ხელსაწმენდი და რაც უმნიშვნელოვანესია, დამტენი როგორც ios-სთვის, ასევე Android-სთვის. ასე რომ, თუ ტელეფონი დაგიჯდებათ, თქვენი კავშირი კოლეგებთან, საქმიან პარტნიორებთან, თუ ახლობლებთან მაინც უზრუნველყოფილი იქნება, თქვენ კი სტრესს თავიდან აირიდებთ. გარდა ამისა, Uber Georgia-ს ტაქსიში ყოველთვის დაგხვდებათ ადგილი ბარგისთვის.
Uber Georgia-ს ტაქსით მგზავრობა – ეს ნიშნავს ელეგანტურად, უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობის შესაძლებლობას