2025 წლის 6 იანვარს ჩვენი დროით 5:00 საათზე ოქროს გლობუსის რიგით 82-ე დაჯილდოება გაიმართება.
ოქროს გლობუსის ცერემონია კინო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა, რომელსაც 80 წლიანი ისტორია აქვს. ყოველ დაჯილდოებას მაყურებელი განსაკუთრებული ენთუზიაზმით ელოდება, რადგან წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის ვარსკვლავებისგან ნამდვილ ბრწყინვალებას მოელიან.
წარსულმა გამოცდილებებმა აჩვენა, რომ ეს ღონისძიება არა მხოლოდ კინო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა, არამედ მოდის სამყაროს მნიშვნელოვანი გამოძახილიც, სადაც ჯულია რობერტსი Armani-ს კოსტიუმით გამოჩნდა 90-იან წლებში, ანჯელინა ჯოლიმ Versace მოირგო, ლედი გაგამ Valentino Haute Couture-ის სამოსით ყველას ყურადღება მიიპყრო და ა.შ. ჩვენ კი გვინდა არც ისე შორეულ წარსულში გამოგზაუროთ და ერთად გავიხსენოთ ოქროს გლობუსის ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი ლუქები, რომელიც ჩვენმა საყვარელმა ვარსკვლავებმა მოირგეს.
1. ჯულია რობერტსის გამოჩენა 1991 წლის ოქროს გლობუსზე და ყველაზე დასამახსოვრებელი ზოლიანი ორეული, რომელმაც იმ პერიოდის სტილზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
2. 1993 წლის ოქროს გლობუსი, სადაც ალ პაჩინოს და ემა ტომპსონის წყვილი გამორჩეულად ბრწყინავდა
3. 1994 წლის ოქროს გლობუსზე ვაინონა რაიდერის გამოჩენა, რომელმაც აჩვენა, რომ მინიმალიზმი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ადამიანის ბრწყინვალებას
4. სარა ჯესიკა პარკერის ბრწყინვალე გამოჩენა 1995 წლის ოქროს გლობუსის წითელ ხალიჩაზე
5. 1996 წელს ნიკოლ კიდმანის და ტომ კრუზის წყვილმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, არა მხოლოდ სამოსით, არამედ მათი ხანგრძლივი ურთიერთობით, რაც არც თუ ისე ხშირად ხდებოდა ჰოლივუდში
6. ჯილიან ანდერსონის გამოჩენა Armani-ს კაბით 1997 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე
7. 1998 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე ლეონარდო დიკაპრიოს და ქეით უინსლეტის გამოჩენამ ნამდვილი ფურორი მოახდინა ტიტანიკზე შეყვარებლი ადამიანებისთვის.
8. 1999 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე გვინეტ პელტროუმ გამორჩეული ყურადღება მიიქცია, რადგან ყველასთვის მოულოდნელად ორეულით გამოჩნდა, ტრადიციულად კი გვინეტი ყოველთვის კაბებს ირჩევდა წითელი ხალიჩისთვის.
9. 2000 წლის ოქროს გლობუსზე ჯულია რობერტსი წითელ კაბაში ნამდვილად ბრწყინავდა
10. 2002 წლს ჯესიკა ალბას თეთრი ორეულით გამოჩენა ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე
11. 2005 წლის ოქროს გლობუსზე ნიკოლ კიდმანი Alexander McQueen-ის კაბაში ნამდვილად გამორჩეული ვარსკვლავი გახლდათ
12. 2006 წელი და სკარლეტ იოჰანსონი Valentino-ს წითელი კაბით
13. 2007 წელს ოქროს გლობუსის რიგით 64-ე დაჯილდოვება გაიმართა, რომლის წითელ ხალიჩაზეც ბიონსე უპირობოდ ბრწყინავდა ოქროსფერი კაბით
14. 2007 წლის ოქროს გლობუსზე ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა პენელოპე კუზმა, რომელმაც შავი კაბა მოირგო
15. 2009 წლის ოქროს გლობიუსზე ანათებდა სელმა ჰაიეკი, რომელიც თეთრი ნაკლებად გრანდიოზული და მეტად ელეგანტური კაბით გამოჩნდა
16. 2012 წლის წითელ ხალიჩაზე განსაკუთრებით ბრწყინავდნენ ნატალი პორტმანი და ენ ჰეთუეი
17. 2016 წელი და ახალბედა ვარსკვლავის ზენდაიას გაბრწყინება წითელ ხალიჩაზე
18. 2019 წლის ოქროს გლობუსზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ჟანელ მონემ, რომელის შანელის შთამბეჭდავი კაბით გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე
19. 2019 წლის ოქროს გლობუსზე ლედი გაგას გამოჩენა ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა იყო, მან Valentino Haute Couture-ის კოლექციიდან მოირგო კაბა
20. 2020 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე ჯოდი კომერმა მოირგო სპეციალურად შეკერილი Mary Katrantzou-ს კაბა
ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელმაც ოქროს გლობუსი ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე ღონისძიებად აქცია, თუმცა ალბათ მთელი წიგნი არ იქნება საკმარისი, ყველა გამოჩეული დიზაინერის სამოსი რომ შევკრიბოთ, რომელიც ჩვენთვის საყვარელმა ვარსკვლავებმა ოქროს გლობუსისი წითელ ხალიჩაზე მოირგეს ჯერ კიდევ 1944 წლიდან.