დღეს ოქროს გლობუსის რიგით 82-ე დაჯილდოება გაიმართა, რომლის წითელი ხალიჩაც კიდევ ერთხელ იქცა კინემატოგრაფიის და მაღალი მოდის გაერთიანების თვალსაჩინო მაგალითად. წლევანდელი ოქროს გლობუსის ცერემონიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა მსოფლიო ვარსკვლავების გამორჩეული სტილი და გემოვნება, რომელიც კიდევ მრავალი წელი დარჩება ჩვენს გონებაში. ჩვენ კი დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ ოქროს გლობუსის რიგით 82-ე დაჯილდოების საუკეთესო ლუქებს, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე გაიბრწყინა.
Photo: Britishvogue
1. არავის გაუკვირდება თუ ჩამონათვალს ზენდაიათი დავიწყებთ, რადგან ის უკანასკნელი პერიოდის წითელი ხალიჩების უპირობო ლიდერია. ოქროს გლობუსის ცერემონიაზე ზენდაია Louis Vuitton-ის კაბით წარსდგა.
Photo: Amy Sussman / Getty Images
2. ელ ფენინგი და Balmain-ის ჯადოსნური კაბა, რომელიც 1993 წლის Balmain-ის დიზაინის ინსპირაციით შეიქმნა
Photo: Jordan Strauss / Invision/ AP
3. იაპონელი მსახიობი ანა სავაი წითელ ხალიჩაზე Dior-ის თეთრი კაბით გამოჩნდა, რომლის შექმნასაც ზუსტად 450 საათი დასჭირდა
Photo: Kevin Mazur / Getty Images
4. დაკოტა ფენინგმა ოქროს გლობუსის 82-ე ცერემონიაზე Tony Ward-ის დიზაინით შექმნილი ულამაზესი წითელი კაბა მოირგო და ნამდვილად დაიმსახურა მაყურებლის მოწონება
Photo: Amy Sussman / Getty Images
5. ზოი კრავიცი და Saint Laurent-ის შავი კაბა თეთრი დეტალებით. ზოი განსაკუთრებული ელეგანტურობით გამოირჩეოდა წითელ ხალიჩაზე
Photo: Amy Sussman / Getty images
6. მონიკა ბარბარო ოქროს გლობუსის წითელ ხალიჩაზე Dior-ის გამჭვირვალე კაბით გამოჩნდა და მაყურებლის განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია
Photo: Amy Sussman / Getty Images
7. ანჯელინა ჯოლიმ Alexander McQueen-ის კაბა მოირგო ოქროს გლობუსის დაჯილდოებისთვის
Photo: Amy Sussman / Staff / GETTY IMAGES
8. მსახიობმა ანია ტეილორ-ჯოიმ წითელ ხალიჩზე Dior-ის ღია ვარდისფერი კაბა მოირგო და ნამდვილად დახვეწილ ვიზუალს ასხივებდა
Photo: Kevin Mazur / Getty Images
9. დაჯილდოებაზე განსაკუთრებულად ელეგანტურად გამოიყურებოდა ქეით ბლანშეტი, რომელიც წითელ ხალიჩაზე Louis Vuitton-ის ოქროსფერი კაბით გამოჩნდა
Photo: Jordan Strauss / Invision / AP
10. ასევე ნაკლებად გადატვირთული და სადა კაბა შეარჩია დემი მურმა Giorgio Armani-ს კოლექციიდან
Photo: Getty Images
11. Schiaparelli Haute Couture-ის კოლექციის შავ კაბაში ბრწყინავდა ნაომი უოტსი, კაბას კიდევ უფრო გამორჩეულს ხდიდა ვარდისფერი დეტალი
Photo: Getty Images
12. წითელი ხალიჩისთვის Celine-ის შავი, ელეგანტური კაბა შეარჩია მაილი საირუსმა
Photo: Getty Images
13. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ბრწყინავდა ტიმოთი შალამე Tom Ford-ის კოსტიუმში
Photo: Getty Images
14. ნიკოლ კიდმანმა წითელი ხალიჩისთვის Balenciaga-ს ვერცხლისფერი კაბა შეარჩია
Photo: Getty Images
15. დახვეწილი კოსტიუმი შეარჩია ედრიან ბროუდმა Thom Browne-ს კოლექციიდან
Photo: Jordan Strauss / Invision / AP
16. არავის გაუკვირდება ტილდა სუინტონის არჩევანი, რომელმაც ოქროს გლობუსის წითელი ხალიჩისთვის Chanel-ი მოირგო
Photo: Getty Images
17. წითელ ხალიჩაზე უამრავი ადამიანისთვის გამორჩეული იყო არიანა გრანდე, რომელმაც Hubert de Givenchy-ის დიზაინით შექმნილი კაბა მოირგო
Photo: Getty Images
18. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ჯერემი სტრონგის კოსტიუმმა მწვანე ტონალობით, რომელიც ამერიკელმა მსახიობმა Loro Piana-ს კოლექციიდან მოირგო
Photo: Amy Sussaman / Getty Images
19. სელენა გომესი ოქროს გლობუსის წითელ ხალიჩაზე Prada-ს ცისფერი კაბით გამოჩნდა, რომელზეც Tiffany-ს 19 კარატიანი ბრილიანტის ყელსაბამი მოირგო
Photo: MICHAEL BUCKNER /GG2025 / GETTY IMAGES
20. განსაკუთრებულად უხდებოდა Yves Saint Laurent-ის შავი ბრჭყვიალა კაბა ოქროს გლობუსის გამარჯვებულს, ზოე სალდანას
Photo: Jordan Strauss / Invision / AP
21. Chanel-ის შავი კაბით წარსდგა წითელ ხალიჩაზე ყველასთვის გამორჩეული კირა ნაითლი
Photo: AMY SUSSMAN / GETTY IMAGES
წლევანდელი წითელი ხალიჩა მართლაც გამორჩეული იყო და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ბრწყინვალე ლუქებისა, რომელიც ყველასთვის გამორჩეულმა ვარსკვლავებმა ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე მოირგეს.