გარდა ნოსტალგიური ნოტებისა, გიფიქრიათ რა ღირებულება და მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ტანისამოსს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა? ჩვენ მოგიყვებით კამპანიაზე, რომელმაც საზოგადოებას სრულიად სხვა რაკურსით დაანახა ტანსაცმელზე ზრუნვა და მათი შენახვის მნიშვნელობა.
ალბათ ყველას გვსმენია პერვოლის შესახებ: ტელევიზიიდან, სოციალური ქსელებიდან თუ სხვა სარეკლამო პლატფორმებიდან, მაგრამ არის ის ინფორმაცია საკმარისი რომელიც აქამდე ჩვენთან მოსულა? – ჩვენ გეტყვით რომ არა. თუ აქამდე პერვოლი თქვენთვის მხოლოდ სარეცხი საშუალება იყო, აუცილებლად გამოგვყევით სტატიის ბოლომდე და აღმოაჩენთ თუ რა მნიშვნელოვანი იდეა და ღირებულებები დგას მისი შექმნის უკან.
მაშინ როდესაც სწრაფმა მოდამ მსოფლიოს ყველა კუთხე მოიცვა და უხარისხო ტანისამოსის წარმოების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა, ეს ყველაფერი უარყოფითად აისახა ეკოსისტემაზე, უფრო ზუსტად კი დაბინძურების ხარისხზე. სწრაფი წარმოების პარალელურად უხარისხო სამოსი ამავე სისწრაფით იკავებს ადგილს ნაგავსაყრელებზე, სწორედ ამიტომ არსებითად მნიშვნელოვანია ისეთი საკითხის წინა პლანზე წამოწევა, როგორიცაა მდგრადი მოდა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტანსაცმლის ხარისხიან წარმოებას, სწორ მოვლას და პირვანდელი სახის დიდი ხნით შენარჩუნებას. პერვოლი კი ერთ-ერთი პირველი ბრენდია, რომელმაც ღიად გამოხატა ეკოსისტემაზე ზრუნვა და მდგრადი მოდის მხარდაჭერა.
ეკომეგობრულობა აღმოჩნდა პერვოლის და FCB Artgroup Tbilisi-ის საერთო ღირებულება, ამის საფუძველზე კი 2023 წლიდან დაიწყო თანამშრომლობა და უკვე ორი წელია ამ თანამშრომლობის ფარგლებში იქმნება მდგრადი მოდის პოპულარიზაციისკენ მიმართული კამპანიები. FCB Artgroup Tbilisi-ის სააგენტო, სადაც პროფესიონალიზმი და თანამედროვე ხედვები ერთმანეთს შესანიშნავად ერწყმის სხვადასხვა ბიზნესებს თუ ბრენდებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს, რომელშიც მოიაზრება როგორც იდეური ასპექტები, ასევე ტექნიკური მხარდაჭერა. სააგენტოს გამორჩეული იდეებით და პერვოლის, როგორც ბრენდის მთავარი ღირებულებების კოლაბორაციით შეიქმნა გარემოზე ზრუნვის და მდგრადი მოდის მხარდასაჭერი უახლესი კამპანიაც და ყველაზე მნიშვნელოვანი – “დროის კაფსულა კოლექცია”. კოლექციის შექმნის მთავარი მიზანი იყო ის, რომ ნოსტალგიური სამოსის იდეა ყველას საკუთარ თავზე გადმოეტანა. თუ ჩვენთვის ჩვენი მშობლების ან ბებია- ბაბუის სამოსი განსაკუთრებული ღირებულების მატარებელია, რატომ არ შეიძლება ჩვენივე ტანსაცმელმა გაუძლოს დროს და მოგვიანებით ის ჩვენი შვილებისთვის ან თუნდაც შვილიშვილებისთვის გახდეს ყველაზე ძვირფასი რამ გარდერობში?
კამპანიის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, რომელთა შორისაც სწორედ ის იდეური კავშირია, რაც საფუძვლად დაედო “დროის კაფსულა კოლექციას”, უფრო ზუსტად კი ესენი არიან: დედა- შვილები: კრისტი და ნატალია ყიფშიძეები, თამარ და რუსკა მაყაშვილები, ლაშა ფოქსი და მანანა ჭანტურია, მამა-შვილი: გიორგი და ელენე მახარაძეები, ბებია და შვილიშვილი: კირა ანდრონიკაშვილი და ლიკა ევგენიძე. გადასაღებ მოედანზე თითოეულმა მონაწილემ საყვარელი სამოსი “დროის კაფსულა კოლექციას” მოუხდინა და ინდივიდუალური, გამორჩეული სტილი შექმნა. გარდა ამისა, მათ ისაუბრეს მდგრადი მოდის მნიშვნელობაზე და გააზიარეს საკუთარი ხედვები აღნიშნული თემის გარშემო.
View this post on Instagram
FCB Artgroup Tbilisi-ის ინიციატივით გააქტიურდა ინფლუენსერ კამპანიაც, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული კოლექცია გაეგზავნათ ისეთ ცნობილ ინფლუენსერებს, როგორებიც არიან: ნათია მეზვრიშვილი (ნაწკა), თაკო საზინა, რუსა ჩაჩუა, სალომე ღვინიაშვილი და სალი მოსულიშვილი.
View this post on Instagram
ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით რომ პერვოლის კამპანიამ ქართული აუდიტორიის ძალიან დიდი სეგმენტი მოიცვა, დადებითი გამოხმაურების ფონზე კი საზოგადოებას ტანისამოსის შენახვის და ამ ხერხით თაობათა შორის კავშირის გაღრმავების მძაფრი სურვილი გაუჩინა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თემის გარშემო უამრავი კამპანია გვინახავს, FCB Artgroup Tbilisi ის და პერვოლის კოლაბორაციამ შეძლო და ტანსაცმლის მოფრთხილება ემოციური კუთხით წარმოაჩინა და დაგვანახა, რომ სამოსი მხოლოდ მატერიალური მნიშვნელობის მატარებელი არ არის და მას საკუთარი ისტორიული ღირებულება გააჩნია, რომელსაც სწორი მოვლა სჭირდება.
Photos: Juda Khatia Psuturi