N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

დანიელ როუზბერის ახალი “ოტ კუტიურ” კოლექცია Schiaparelli-ს მოდის სახლისთვის

იანვარი 28, 2025
A A
დანიელ როუზბერის ახალი “ოტ კუტიურ” კოლექცია Schiaparelli-ს მოდის სახლისთვის
337
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

მამაკაცის სამოსის მოდის კვირეული დასრულდა და პარიზში ოტ კუტიურის კვირეული დაიწყო. ალბათ არავისთვის იქნება გასაოცარი ის ფაქტი, რომ პარიზის მაღალი მოდის კვირეული ტრადიციულად Schiaparelli-ის ჩვენებით გაიხსნა. ბრენდის კრეტიულმა დირექტორმა, დანიელ როუზბერმა ჯერ კიდევ Schiaparelli-სთან თანამშრომლობის დასაწყისში განაცხადა, რომ ელზა სკიაპარელის მემკვიდრეობის გაგრძელებას აპირებდა, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად გრძნობდა ხელოვნებას მოდაში. 2019 წლიდან როუზბერმა ბრენდს ახალი სიცოცხლე აჩუქა და ღირსეულად გააგრძელა ელზას მემკვიდრეობა.

View this post on Instagram

A post shared by WWD (@wwd)

დანიელ როუზბერის კოლექციის ჩვენებას მოდის მოყვარულები წელსაც განსაკუთრებული ენთუზიაზმით ელოდნენ, რომელსაც დიზაინერი სწორედ იმ მოწოდების სიმაღლით შეხვდა, როგორც ეს ელზას დროინდელ Schiaparelli-ს შეეფერება.

View this post on Instagram

A post shared by Vogue (@voguemagazine)

ჩვენებაზე საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ამერიკელი სუპერ მოდელების კენდალ ჯენერის და ალექს კონსანის გამოჩენამ. სტუმრის ამპლუაში მოგვევლინენ ყველასთვის ცნობილი მოდელები: კარლა ბრუნი, ფარიდა ხელფა,ნატალია ვადიანოვა.

View this post on Instagram

A post shared by Nargis Magazine Georgia (@nargismagazinegeorgia)

უახლეს კოლექციაში კვლავინდებურად იგრძნობოდა სიურეალიზმის გავლენა, რომელიც სკიაპარელის განუყოფელი ნაწილია. როუზბერის შემოქმედებამ მკაფიოდ აჩვენა ბრენდის მემკვიდრეობის მნიშვნელობა, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ესთეტიკასთან. კოლექციის ფერთა პალიტრა მოიცავდა: თეთრის, ოქროსფერის, შოკოლადისფერის, კრემისფერის და შავი-ის უნიკალურ კომბინაციებს. სამოსში გამოყენებული უმაღლესი ხარისხის ქსოვილები კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს მაღალ მოდაში Schiaparelli-ის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას. კოლექციაში წარმოდგენილი აქსესუარები დამახასიათებელი ბრწყინვალებით და უნიკალურობით გამოირჩეოდა, რომელიც კიდევ უფრო მკაფიო კავშირს აჩვენებდა სიურეალიზმთან. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა სამოსის სილუეტები, რომელიც სხეულის ფორმებს თვალისმომჭრელ სილამაზეს ანიჭებდა: ფართო მხრები, წელის ვიწრო დეტალები, გამჭვირვალე ქსოვილები და ასიმეტრიული ელემენტები.

View this post on Instagram

A post shared by Vogue Runway (@voguerunway)

დანიელ როუზბერის ახალმა კოლექციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ხელოვნების გავლენა მოდაზე, სიურეალისტური მემკვიდრეობის და თანამედროვე ინტერპრეტაციების მკაფიო კოლაბორაციამ კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ Schiaparelli მოდის სამყაროში ნოვატორია, რომელიც არასდროს უშინდება ჩარჩოების დამსხვრევას და საზღვრების გადალახვას.

ტექსტი: მარიამ ბექაური

Tags: ალექს კონსანიკენდალ ჯენერიოტ კუტიურისკიაპარელი
წინა პოსტი

ქუჩის სტილი პარიზის მოდის კვირეულზე

შემდეგი პოსტი

PERWOLL-ის ეკომეგობრული ინიციატივა და უახლესი კამპანია მდგრადი მოდის მხარდასაჭერად

შემდეგი პოსტი
PERWOLL-ის ეკომეგობრული ინიციატივა და უახლესი კამპანია მდგრადი მოდის  მხარდასაჭერად

PERWOLL-ის ეკომეგობრული ინიციატივა და უახლესი კამპანია მდგრადი მოდის მხარდასაჭერად

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN