N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

ოქროს გლობუსის რიგით 82-ე ცერემონიის გამარჯვებულები

იანვარი 6, 2025
A A
ოქროს გლობუსის რიგით 82-ე ცერემონიის გამარჯვებულები
333
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

2025 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოება შედგა და ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ გამარჯვებულები გამოავლინა. წლევანდელ ოქროს გლობუსზე დომინანტობა არ დაუთმია ფილმს “The Brutalist” და წლის საუკეთესო დრამის ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა.

Photo: CBS

ქალის საუკეთესო როლისთვის დრამის კატეგორიაში ჯილდო მიიღო ფერნანდა ტორესმა, ფილმისთვის “I’M STILL HERE”, ხოლო მამაკაცების კატეგორიაში გამარჯვებული გახდა ედრიან ბროუდი “THE BRUTALIST”-ში შესრულებული როლისთვის.

Photo: CBS

საუკეთესო რეჟისორად დასახელდა ბრედი კორბეტი ფილმისთვის “THE BRUTALIST”.

Photo: CBS

ფილმი “Emilia Pérez” გამარჯვებული გახდა ნომინაციაში “საუკეთესო მხატვრული ფილმი- კომედია ან მიუზიკლი”. ამ ჟანშრში საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა დემი მურმა ფილმისთვის “THE SUBSTANCE” , ხოლო მამაკაც მსახიობებში ოქროს გლობუსი დაიმსახურა სებასტიან სტენმა, ფილმისთვის “A DIFFERENT MAN”.

Photo: Getty Images

“Flow” წლის საუკეთესო ანიმაციად დაასახელეს.

Photo: “Flow”

უცხოური ფილმებიდან ნომინაციაში “საუკეთესო არა ინგლისურენოვანი მხატვრული ფილმი” გაიმარჯვა “Emilia Pérez, ხოლო ფილმში შესრულებული როლისთვის კარიერაში პირველად მოიპოვა ოქროს გლობუსი ზოე სალდანამ, ნომინაციაში “საუკეთესო ქალი მსახიობი მეორეხარისოვან როლში”. მამაკაცების შემთხვევაში, ამავე ნომინაციაში ჯილდო მოიპოვა კირან კალკინიმ, “A REAL PAIN”-ში შესრულებული როლისთვის

Photo: Rich Polk/GG2025/Penske Media via Getty Images

გასული წლის რჩეული სატელევიზიო შოუების ტრიუმფატორები გახდნენ: “Shogun”- დრამის კატეგორიაში, ხოლო “Hacks”- მიუზიკლის და კომედიის კატეგორიაში.

Photo: Hilary Bronwyn Gayle/Max

მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვეს მომღერალმა ტრენტ რეზნორმა და ატიკუს როსმა ნომინაციაში “საუკეთესო ორიგინალური სიმღერა”, ფილმისთვის “CHALLENGERS”.

ტექსტი: მარიამ ბექაური

Tags: Nargis Magazineდემი მურიედრიან ბროუდიზოე სალდანაოქროს გლობუსი
წინა პოსტი

ვარსკვლავების გამორჩეული სტილი ოქროს გლობუსის წითელ ხალიჩაზე

შემდეგი პოსტი

უოლ სტრიტიდან დაწყებული წარმატების გზა

შემდეგი პოსტი
უოლ სტრიტიდან დაწყებული წარმატების გზა

უოლ სტრიტიდან დაწყებული წარმატების გზა

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN