N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

„ნარგისის“ წლის შემაჯამებელი ღონისძიება და ახალი ნომრის პრეზენტაცია

სექტემბერი 9, 2024
A A
„ნარგისის“ წლის შემაჯამებელი ღონისძიება და ახალი ნომრის პრეზენტაცია
327
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

მოდის, ხელოვნების, მუსიკის, სილამაზის ფეიერვერკი, სადღესასწაულო განწყობა, ცნობილი ადამიანები, განსაკუთრებული სტუმრები  – „ნარგისის“ წლის შემაჯამებელი ვახშამი და ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.

ჩვენს განსაკუთრებულ მკითხველს ამ განსაკუთრებული და დაუვიწყარი საღამოს შესახებ გიამბობთ.

საღამოს მასპინძელი „ნარგისის“ მთავარი რედაქტორი, თაკო ჩხეიძე იყო, პარტნიორებთან, ნინო დიასამიძესთან და დათა ალექსეევთან ერთად.

ვახშამს ესწრებოდნენ „ნარგისის“ მეგობრები, პარტნიორები, სპეციალურად მოწვეული სტუმრები.

მათ შორის იყვნენ ანუკი არეშიძე, ბასა ფოცხიშვილი, ავთანდილ ცქვიტინიძე, სალომე ღვინიაშვილი, მანიკა ასათიანი, რუსა ჩაჩუა, ლიკა ევგენიძე და სხვები.

ჟურნალის ახალი ნომრის COVER GIRL თიკა ფაცაციაა, რომელმაც გამოცემის ფოტოებისთვის MANGO-ს სამოსი მოირგო.

ჟურნალის გარეკანის ბანერი, სანთლები, განათება, ატმოსფერული გარემო და სადღესასწაულო განწყობა გადამდები და ჯადოსნური იყო.

აპერიტივზე გასტრონომმა იზრუნა, ხოლო ღვინოზე – „მტევინომ“ და თავისი უძვირფასესი, უგემრიელესი ღვინით კიდევ უფრო გაალამაზა საღამო. ღონისძიების მხარდამჭერები „სოკარი“ და „ლოქსიტანი“ არიან.

სადღესასწაულო ვახშამს ორგანიზება CLICK EVENTS-მა გაუწია.

შეკრებილ საზოგადოებას მთავარმა რედაქტორმა, თაკო ჩხეიძემ სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის, მხარდაჭერისთვის.

საღამოს მუსიკალურად საბა მიქელაძე აფორმებდა, რომელმაც ჯადოსნური ჰანგებით კიდევ უფრო ამაღლებული განწყობა შექმნა.

ყველაფერი ულამაზესი ფეიერვერკით დასრულდა.

მოდით, ცოტა ჟურნალის ახალ ნომერზეც ვისაუბროთ: ნომრის მთავარი პერსონა ყველასთვის საყვარელი, ულამაზესი თიკა ფაცაციაა, რომელსაც სულ სხვა კუთხით დაინახავთ. მან თავისი ცხოვრების შესახებ განსაკუთრებული დეტალები გაგვიზიარა, გვიამბო წარმატების გზის შესახებ.

ასევე გაეცნობით დიზაინერ დევიდ კომასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს. გიამბობთ სეზონის მთავარ ტრენდებზე.

„ნარგისი“, როგორც ყოველთვის, მდიდარია საერთაშორისო ექსკლუზივებით – ჰოლივუდის ვარსკვლავი მარგო რობი, ასევე მომღერალი დუა ლიპა ჩვენი ახალი ნომრის სტუმრები არიან.

გურამ კაპანაძე მისი თვალით დანახულ მოდაზე მოგიყვებათ. ცნობილი ბლოგერი, მარიამ დარცმელია, გვიზიარებს რჩევებს, როგორ უნდა მოვუაროთ კანს ზამთარში.

ფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი კი სასარგებლო მეთოდებს გვასწავლის იმის შესახებ თუ როგორ გავუმკლავდეთ ნეგატიურ ფიქრებს.

მუსიკოსი ნიკა კოჩაროვი გვიზიარებს საინტერესო მოსაზრებებს რუბრიკაში „მე რომ შემეძლოს“.

„ნარგისი“ მადლობას უხდის თავის მკითხველს ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობთ.

გპირდებით, რომ მომდევნო წელი იქნება კიდევ უფრო მეტი საინტერესო სიახლით დატვირთული, როგორც ჩვენს ციფრულ არხებზე, ასევე ბეჭდურ გამოცემაში.

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, სიყვარულს, ბედნიერებას და ოცნებების ახდენას გისურვებთ!

 

PHOTOGRAPHER: KIRIL SHEVCHENKO

წინა პოსტი

სტილით გამოხატული იტალიური ტემპერამენტი და ქარიზმა – 5 მთავარი ტრენდი, რომელსაც Harmont & Blaine გთავაზობთ

შემდეგი პოსტი

ვარსკვლავები, რომლებიც ასაკს არ უშინდებიან და მას საკუთარ იარაღად აქცევენ – „50 წელი ახალი დასაწყისია…“

შემდეგი პოსტი
ვარსკვლავები, რომლებიც ასაკს არ უშინდებიან და მას საკუთარ იარაღად აქცევენ – „50 წელი ახალი დასაწყისია…“

ვარსკვლავები, რომლებიც ასაკს არ უშინდებიან და მას საკუთარ იარაღად აქცევენ - „50 წელი ახალი დასაწყისია...“

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN