„ასაკის მატება არ ნიშნავს ახალგაზრდობის დაკარგვას, ეს არის ახალი შესაძლებლობა და ძალა“, აღნიშნავს ბეტი ფერიდანი, ავტორი წიგნისა „ფემინიზმის მისტიკა“.
ბრუკ შილდსი
ასაკის მატებასთან დაკავშირებული სტერეოტიპების და ორმაგი სტანდარტის მიუხედავად, რაც ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს, ჰოლივუდის ვარსკვლავები, როგორც ჩანს, ასაკის მატებას უყურებენ, როგორც ახალ შესაძლებლობას. ახალგაზრდობით შეპყრობილი კულტურის პირობებში მათი ამგვარი დამოკიდებულება, ალბათ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, როგორი ძლიერი უნდა იყოს ქალი, რომ ამგვარ გამოწვევებს თავისი პირობებით უპასუხოს…
ჰელენ მირენი
პამელა ანდერსონი, ბრუკ შილდსი, ჰელენ მირენი თუ ბიონსე – ეს ბრწყინვალე ქალები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია.
დავიწყოთ სწორედ პამელა ანდერსონით, რომელიც ბოლო პერიოდში ყველა მოდურ ღონისძიებაზე მაკიაჟის გარეშე ჩნდება და ფოტოგრაფების წინაშე თამამად პოზირებს ისეთი ბუნებრივი სახით, როგორიც საკუთარ ასაკში აქვს: „მირჩევნია, პარიზში ყოფნისას მისი ულამაზესი არქიტექტურა დავათვალიერო, ვიდრე ის რამდენიმე საათი მაკიაჟის კეთებისას მდჯომმა გავატარო…“, აღნიშნა „ვოგთან“ ინტერვიუში სექსსიმბოლომ.
სარა ჯესიკა პარკერი – „თეთრი თმა… თეთრი თმა… ენდი კოენის გვერდით ვზივარ და მასაც თეთრი თმა აქვს, მაგრამ რატომღაც მის შემთხვევაში ეს ჩვეულებრივი ამბავია. არ ვიცი, ხალხო, რა გითხრათ, განსაკუთრებით, თქვენ, სოციალურ მედიაში ვინც წერთ: „მას ძალიან ბევრი ნაოჭი აქვს“ ან „მას არასაკმარისად ბევრი ნაოჭი აქვს“. როგორც ჩანს, ადამიანებს არ სურთ, დაგვინახოთ კომფორტულად იმ გარემოში, როგორშიც ვიმყოფებით, ვისიამოვნოთ იმ ასაკით, რაც გვაქვს და გამოვიყურებოდეთ მის შესაბამისად, ბუნებრივად… ვიცი, როგორც გამოვიყურები და სხვა არჩევანი არ მაქვს. შევწყვიტო დაბერება თუ გავუჩინარდე?“, კითხულობს ერთ-ერთ ინტერვიუში „სექსი დიდ ქალაქში“ ვარსკვლავი.
გვინტერ პელტროუს არასდროს უნდოდა, რომ უკან წარსულში დაბრუნებულიყო: „ჩემი პირველი ნაოჭი რომ დავინახე, ვიფიქრე, უნდა გამოვასწორო თუ არა?“ არასდროს მდომებია იქ დაბრუნება, სადაც 20 ან 30 წლის ვიყავი. მომწოსნ ჩემი თავი, მიყვარს ჩემი თავი და მადლიერი ვარ იმ სიბრძნის, რომელიც ასაკთან ერთად მოდის…“
ბიონსემ თავისი 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად დაწერა: „ეს არის პირველი წელიწადი, როდესაც ნამდვილად ვაცნობიერებ, რას ნიშნავს იყო ცოცხალი და ცხოვრობდე ერთი მომენტით… სწორედ ახლა გავაცნობიერე, რამდენად მცირეა ჩვენი ცხოვრება და რამდენად რთული შეიძლება იყოს ის. მეგონა, ეს ვიცოდი 21 თუ 30 წლის ასაკში, მაგრამ არ ყოფილა ასე… რამდენადაც ასაკოვანი ვხდები, უფრო მეტს ვიგებ და ბევრად დიდ სიამოვნებას ვიღებ ცხოვრებისგან…“
ანჯელინა ჯოლის დამოკიდებულება დაბერების მიმართ ძალიან დახვეწილია: „ძალიან მომწონს ასაკში შესვლა. ჩემს 40-იან წლებში ბერვად კომფორტულად ვიგრძენი თავი, ვიდრე ახალგაზრდობისას ვგრძნობდი. შეიძლება იმიტომაც, რომ დედაჩემს დიდხანს არ უცოცხლია, მგონია, რომ ასაკში შესვლა უფრო მეტად გამარჯვებაა და არ ასოცირდება სევდასთან…“
ჰელენ მირენი მიიჩნევს, რომ „ან კვდები ახალგაზრდა, ან კვდები მოხუცი. სხვა ვარიანტი არ არსებობს. ვის სურს, რომ 45 წლის იყოს? არავის, მაგრამ როცა ამ ასაკში ხარ, აცნობიერებ, სინამდვილეში რა მაგარია ეს ყველაფერი. არ გინდა, ისევ 25 წლის იყო…“
ბრუკ შილდსის სიტყვებია: „დაბერება სირცხვილი არ არის. რასაკვირველია, ასაკის მატებასთან ერთად ფიზიკურ აქტივობაში იზღუდები, მაგრამ მაინც იმას ვაკეთებ, რაც მსურს. ახალ სამსახურს ვიღებ, კიდევ ბევრია, რასაც წინ ველოდები… მინდა, ქალებს, რომლებმაც 50 წელს გადააბიჯეს, ვუთხრა, რომ ეს ახალი დასაწყისია…“