სტილით გამოხატული იტალიური ელეგანტურობა და ტემპერამენტი – გიამბობთ HARMONT & BLAINE-ზე, ტანსაცმლის იტალიურ ბრენდზე, რომელმაც უკვე გახსნა პირველი მაღაზია საქართველოში.
ეს არის პრემიუმ ბრენდი, რომლის ნამუშევრებიც ელეგანტურობის, მინიმალიზმის, სექსუალურობის, ტემპერამენტის ნაზავია. ეს ერთობლიობა საბოლოო ჯამში, განსაკუთრებულ ლუქებს ქმნის და თუ შეიძლება სტილს და სამოსს ვუწოდოთ ქარიზმატული, HARMONT & BLAINE-ის მიერ შექმნილი ნამუშევრები სწორედ ასეთია.
ნოე სულაბერიძე HARMONT & BLAINE-ის შემოდგომა/ზამთარი 2023-ის კამპანიაში | ფოტო: გიორგი პაპიძე
საქართველოში მისი პირველი მაღაზია ბათუმში გაიხსნა, მეორე კი სულ მალე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გაიხსნება.
HARMONT & BLAINE მსოფლიოს 46 ქვეყანაშია წარმოდგენილია, სათავო ოფისი ნეაპოლში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ HARMONT & BLAINE ქმნის მამაკაცის, ქალისა და ბავშვის სამოსს, თუმცა საქართველოში ექსკლუზიურად მხოლოდ მამაკაცის ხაზი იქნება წარმოდგენილი. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი ისაა, რომ საქართველოში წარმოდგენილია ბრენდის უახლესი კოლექციის ნიმუშები, 2023 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან.
ნოე სულაბერიძე HARMONT & BLAINE-ის შემოდგომა/ზამთარი 2023-ის კამპანიაში | ფოტო: გიორგი პაპიძე
აღსანიშნავია ბათუმში არსებული მაღაზიის ულამაზესი სივრცე, რომელიც ხელოვნების ნიმუშს ჰგავს და შთაგონებულია როგორც იტალიური ფესვების, ასევე შავი ზღვის ულამაზესი სანაპიროს სინთეზით. იწვევს სიმარტივის, სიმსუბუქის, ელეგანტურობის და მოდასთან ღრმა კავშირის განცდას. ინტერიერი ერთგვარად ასახავს HARMONT & BLAINE-ის დამოკიდებულებას ფერების მიმართ, ფერების მიმართ სიყვარულს. ამ სივრცეში ყოფნას და შოპინგს მხოლოდ სამოსის შერჩევისა და ყიდვის დანიშნულება არ აქვს, აქ ადამიანი გრძნობს, რომ ახლოს არის ხელოვნებასთან, ხოლო ინტერიერს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.
გადავიდეთ უშუალოდ კოლექციაზე:
HARMONT & BLAINE-ის მამაკაცის კოლექცია მოიცავს ფუნქციონალურ, პრაქტიკულ, ასევე ელეგანტურ და კლასიკურ სამოსს. ბრენდის ნამუშევრები ორიენტირებულია სიმსუბუქესა და კომფორტზე.
მოდით ვნახოთ 5 კლასიკად ქცეული ტრენდი, რასაც პრემიუმ ბრენდი გვთავაზობს:
შალის პულოვერი მრგვალი ყელის ჭრილით
სტილის შერჩევისას ცოცხალი, ფერად ფერებზე აქცენტი ერთ-ერთი გამოკვეთილი ტენდენციაა. რას იტყოდით ყვითელ პულოვერზე? ზამთრის ლუქს ის უფრო შთამბეჭდავ ელფერს სძენს. Harmont and Blain კი სეზონის ყველაზე ტრენდულ გადაწყვეტილებას გთავაზობთ. აქ დაგხვდებათ სხვადასხვა ფერების დიდი არჩევანი, მაგალითად ლურჯი, ბორდოსფერი და ა.შ.
ბამბის თეთრი პერანგი – კლასიკა
კლასიკური და დახვეწილი სტილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი თეთრი პერანგია, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას და ყოველთვის მოდაშია.
პულოვერი ფერადი ელემენტებით
ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია ზოლიანი სამოსია, თუმცა განსაკუთრებით პოპულარული ფერადი შტრიხებია. ასეთი სამოსი მალე მამაკაცის მოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება
ჯინსის შარვალი
ჯინსი არის ის, რაც არასდროს გადადის მოდიდან, თუმცა დროდადრო იცვლება ჯინსის სამოსის სტილი. წარმოგიდგენთ Harmont and Blain-ის მამაკაცის ხაზის ყველაზე ტრენდულ ჯინსის შარვალს.
ელეგანტური ზამშის ფეხსაცმელი
ფეხსაცმელი უმნიშვნელოვანესი ნაწილია საერთო ლუქის. ეს კი თანამედროვე, ტრენდული, მინიმალისტური და საოცრად ელეგანტური ფეხსაცმელია HARMONT & BLAINE-ისგან, რომელიც მამაკაცის კლასიკური სტილის განუყოფელი ნაწილი გახდება.
40 Rustaveli Avenue
Batumi, Georgia