გრემის დაჯილდოება ყოველთვის იყო, არა მხოლოდ მუსიკალური სამყაროს, არამედ მოდის მოყვარულების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ღონისძიება და გამონაკლისი არც 2025 წლის ცერემონია იყო. გრემის რიგით 67-ე დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე მუსიკალური ინდუსტრიის გავლენიანი სახეები გამორჩეული სტილით გამოჩნდნენ და საზოგადოების მთელი ყურადღება მიიქციეს. ჩვენ კი დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ მუსიკალური სამყაროს ვარსკვლავების გამორჩეულ სტილს 2025 წლის გრემის ცერემონიაზე.
Photo: Jon Kopaloff/WireImage; Kevin Winter/Getty; Monica Schipper/Getty
1.საბრინა კარპენტერმა ნამდვილად მოახერხა მოდის მოყვარულების და კრიტიკოსების გაოცება. საბრინა წითელ ხალიჩაზე JW ANDERSON-ის ღია ცისფერი კაბით გამოჩნდა, რომელიც მომღერლის ესთეტიკას არაჩვეულებრივად გამოხატავდა.
Photo: Getty Images
2. გრემის 67-ე დაჯილდოებისთვის SCHIAPARELLI-ს თეთრი დეტალებით გაფორმებული, ოქროსფერი კაბა მოირგო ბიონსემ და მოდის კრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა.
Photo: Getty Images
3. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ტეილორ სვიფტმა, რომელიც VIVIENNE WESTWOOD-ის ბრჭყვიალა, წითელი კაბით წარსდგა აუდიტორიის წინაშე.
Photo: Getty Images
4.JEAN PAUL GAULTIER-ის “ოტ კუტიურ” კოლექციიდან შეარჩია კაბა ბრიტანელმა მომღერალმა შარლოტ ემა ეიჩისონმა. კაბა ლუდოვიკ დე სენ სერნენის დიზაინით შეიქმნა.
Photo: Getty Images
5.ასევე JEAN PAUL GAULTIER-ის კოლექციიდან შეარჩია კაბა გრემის “საუკეთესო ახალგაზრდა არტისტის” ნომინაციაში გამარჯვებულმა ჩაპელ როანმა.
Photo: Getty Images
6.წითელ ხალიჩაზე YSL-ის ულამაზესი შავი კაბით გამოჩნდა მაილი საირუსი.
Photo: Getty Images
7.შავი ფერი შეარჩია ლედი გაგამაც. SAMUEL LEWIS-ის კაბა მომღერლის ინდივიდუალურ სტილს ნამდვილად იდეალურად ერგებოდა.
Photo: Getty Images
8.CHANEL-ზე შეაჩერა არჩევანი გრეისი აბრამსმა და ბრენდის ესთეტიკის შესაბამისი ელეგანტური კაბა მოირგო.
Photo: Getty Images
9. VERSACE-ს შავ კაბაში ბრწყინავდა ულამაზესი ოლივია როდრიგო
Photo: Getty Images
10.ბილი აილიშმა წითელი ხალიჩისთვის მისთვის დამახასიათებელი სტილი შეარჩია და PRADA-ს კოსტიუმი მოირგო.
Photo: Getty Images
11.ROBERTO CAVALLI-ს ნამდვილად გამორჩეული დიზაინის კაშკაშა კაბით გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე ქარდი ბი
Photo: Getty Images
12.შავის და ნარინჯისფერის ტონალობები შეარჩია შაკირამ და ETRO-ს მაქმანებით გაწყობილი კაბა მოირგო გრემის ცერემონიისთვის.
Photo: Getty Images
13.ბრიტანელი მომღერალი და მსახიობი სინტია ერივო LOUIS VUITTON-ის ლურჯი კაბით გამოჩნდა ღონისძიებაზე.
Photo: Getty Images
საინტერესოა, ვინ იყო თქვენთვის გამორჩეული წლევანდელ ღონისძიებაზე და ვისმა ჩაცმულობამ მიიქცია თქვენი ყურადღება ყველაზე მეტად?
ტექსტი: მარიამ ბექაური