N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

2025 წლის გრემის დაჯილდოების გამარჯვებულები

თებერვალი 4, 2025
A A
2025 წლის გრემის დაჯილდოების გამარჯვებულები
333
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

წლის მთავარი მუსიკალური ღონისძიება შედგა და ლოს- ანჯელესში კრიპტო არენას სცენა კვლავ ყველასთვის საყვარელ მუსიკოსებს დაეთმო. წლევანდელი დაჯილდოების მთავარი ფიგურა ბიონსე აღმოჩნდა, რომლის უახლესმა ალბომმა “Cowboy Carter” გაიმარჯვა: “წლის ალბომის” და “წლის ქანთრი ალბომის”კატეგორიებში, მეორე ნომინაციაში გამარჯვებამ მომღერალი აქცია პირველ აფრო- ამერიკელ ქალად, რომელმაც “წლის ქანთრი ალბომის” ჯილდო მიიღო. სცენაზე გამოსვლისას ბიონსემ აღნიშნა, რომ არ ელოდა ამ გამარჯვებას: “ამას ნამდვილად არ ველოდი, ჯერ კიდევ შოკში ვარ”.

Photo: Kevin Winter/Getty Images for the Recording Academy

5 ნომინაციაში, მათ შორის “საუკეთესო ჩანაწერის” და “საუკეთესო სიმღერის” კატეგორიებში გაიმარჯვა კენდრიკ ლამარმა, ხოლო საუკეთესო “პოპ ვოკალური ალბომის” ნომინაციაში საბრინა კარპენტერმა მოახერხა ჯილდოს მოპოვება და ეს მისი პირველი გრემი აღმოჩნდა. გრემი ასევე მიიღო ჩაპელ როანმა, როგორც საუკეთესო ახალბედა არტისტმა.

Photo: Getty Images

ჯგუფური პერფორმანსის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა ლედი გაგას და ბრუნო მარსის დუეტი, სიმღერით “Die With a Smile”. რაც შეეხება “საუკეთესო ლათინური ალბომის” კატეგორიას, არავის გაუკვირდება თუ ვიტყვით, რომ აქ გრემი შაკირას ღირსეულად გადაეცა ალბომისთვის “Las Mujeres Ya No Lloran”.

Photo: JC Olivera / Getty Images

საერთო ჯამში, რთული ფონის და ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრემის რიგით 67-ე დაჯილდოება შედგა, სწორედ ხანძრით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად და მეხანძრე- მაშველების პატივსაცემად. დიდი კონკურენციის ფონზე კი მაინც შეირჩა საუკეთესო ალბომები, სიმღერები თუ არტისტები. და თქვენ რას ფიქრობთ? რამდენად მოგეწონათ დაჯილდოების ცერემონია და ფიქრობთ თუ არა, რომ ის სამართლიანი იყო?

Photo: VALERIE MACON / Getty Images

ტექსტი: მარიამ ბექაური

Tags: ბიონსეგრემი 2025ლედი გაგაშაკირა
წინა პოსტი

ლუდოვიკ დე სენ სერნენის “ჩაძირული გემი” და Jean Paul Gaultier-ის “ოტ კუტიურ” კოლექცია

შემდეგი პოსტი

ვარსკვლავების სტილი 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე

შემდეგი პოსტი
ვარსკვლავების სტილი 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე

ვარსკვლავების სტილი 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN