N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

მილანის მოდის კვირეული – მამაკაცის 2025 წლის შემოდგომა / ზამთრის კოლექციები

იანვარი 20, 2025
A A
მილანის მოდის კვირეული – მამაკაცის 2025 წლის შემოდგომა / ზამთრის კოლექციები
332
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

17 იანვარს მილანის მოდის კვირეული დაიწყო, სადაც ისეთმა ცნობილმა მოდის სახლებმა, როგორებიცაა Dolce & Gabbana, Prada და Emporio Armani მამაკაცის ხაზის შემოდგომა / ზამთრის კოლექციები წარადგინეს.

Photo: Courtesy of Prada
Dolce & Gabbana-ს ჩვენებამ, რომელიც უამრავი პაპარაცის თანხლებით გაიმართა აშკარად დაგვანახა გასული საუკუნეების ნოსტალგიური განწყობა და ძველი ჰოლივუდური სტილის გაცოცხლება. კოლექციის ძირითადი ნაწილი მასიური ბეწვის მოსაცმელებით და ლეოპარდის პრინტით შეიქმნა, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიმდინარე წლის მთავარი ტრენდი, სწორედ ბეწვის დეტალებით გაფორმებული ტანისამოსია.

Photo: Vogue Italia / 10Magazine

ბეწვის აქტუალურობას გაუსვა ხაზი Prada-ს უახლესმა კოლექციამაც. დიზაინერების მკაფიო აქცენტი იგრძნობოდა ტრენდული მასალისგან შექმნილ სამოსზე. “კრეატიულობა ზედმეტი ფიქრის გარეშე” პრადას უახლესი კოლექციის ფუნდამენტურ ღირებულებად იქცა. კოლექციის მთავარი სათქმელი გამოიხატებოდა იმაში, რომ მოდა მხოლოდ ესთეტიკის ელემენტი არ არის და ის ადამიანური ბუნების შთამაგონებელი ძალაა, რომელიც ჰუმანურ გრძნობებს და წინააღმდეგობებს გამოხატავს. „ ეს გარკვეულწილად პასუხია იმაზე, რაც ახლა ხდება. ჩვენ ყველა მოვლენას უნდა ვუპასუხოთ ინსტინქტით, ჰუმანურობით, ვნებითა და რომანტიზმით “- განაცხადა მიუჩია პრადამ კულისებში.

Photo: Filippo Fior/ Gorunway.com / Vogue Runway

იტალიელმა დიზინერმა ჯორჯო არმანმა Emporio Armani-ს მამაკაცის ხაზის კოლექციაში კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ მან ყველზე უკეთ იცის, როგორ მოიზიდოს ახალგაზრდა მოდის მოყვარულები. კოლექცია ორ ნაწილად დაიყო. ჩვენება ქარის ხმის ფონზე გაიხსნა, რაც ზამთრის ცივი ამინდების ასოციაციას ქმნიდა, სათხილამურო და მთამსვლელთა ტანისამოსიც სეზონის შესაბამის განწყობას აფრქვევდა. ჩვენების მეორე ნაწილი უფრო კლასიკურ და ელეგანტურ სტილს მიეძღვნა, ტყავის პალტოები, ქამრიანი თრენჩები და ბეწვის დეტალები კოლექციის მთავარ დეტალებს წარმოადგენდა. მრავალფეროვანი ტექსტურებით შექმნილი ელეგანტური კოლექცია იისფერის, ვარდისფერის, ზეთისხილისა და ყავისფერის გარშემო ტრიალებდა.

Photo: Daniele Oberrauch / Gorunway.com / Vogue Runway

ტექსტი: მარიამ ბექაური

Tags: Dolce & GabbanaEmporio ArmaniPradaმილანის მოდის კვირეული 2025
წინა პოსტი

მელანია ტრამპი ხელმეორედ პირველი ლედის ამპლუაში

შემდეგი პოსტი

ვის რა ეცვა ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე

შემდეგი პოსტი
ვის რა ეცვა ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე

ვის რა ეცვა ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN