N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

ვის რა ეცვა ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე

იანვარი 20, 2025
A A
ვის რა ეცვა ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე
358
გაზიარება
2.8k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

დღეს პრეზიდენტის ტრამპის ინაუგურაცია რიგით მეორედ შედგა. ტრადიციულად ინაუგურაციის ცერემონია კაპიტოლიუმის შენობის წინ იმართება, თუმცა უამინდობიდან გამომდინარე ტრამპის სურვილით ინაუგურაცია ღონისძიება შენობის შიდა სივრცეში გადაიტანეს, რაც 1985 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Vanity Fair (@vanityfair)

მოდის მოყვარულები განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ პირველი ლედის, მელანია ტრამპის გამოჩენას და მის მიერ შერჩეულ სამოსს. მელანიას კი ტრადიცია არ დაურღვევია და მისთვის დამახასიათებელი ელეგანტური სტილით წარსდგა ცერემონიაზე. მან Adam Lippes -ის მუქი ლურჯი მოსაცმელი მოირგო, რომელსაც მეტი დრამატულობისთვის Eric Javits -ის ქუდი შეუხამა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Nargis Magazine Georgia (@nargismagazinegeorgia)

ინაუგურაციის ცერემონიას უამრავი მოწვეული სტუმარი დაესწრო, რომელთა შორის იყვნენ: ყოფილი პრეზიდენტები და მათი მეუღლეები, ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი, ბიზნესმენები და ისეთი ცნობილი პლატფორმების შემქმნელები, როგორებიც არიან: Meta-ს მარკ ცუკენბერგი, Amazon-ის ჯეფ ბეზოსი, Tesla-სა და SpaceX-ის ილონ მასკი, Apple-ის ტიმ კუკი და ა.შ. ცერემონიას გამოაკლდა ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას მეუღლე, მიშელ ობამა, რომელმაც ინაუგურაციაზე არ დასწრების მიზეზი არ დაასახელა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Vanity Fair (@vanityfair)

საზოგადოებას ყურადღება მიიქცია ყოფილმა პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა რომელიც ინაუგურაციის ცერემონიაზე Ralph Lauren-ის კაბით წარსდგა. დონალდ ტრამპის უფროსმა ქალიშვილმა ივანკა ტრამპმა ელეგანტურ მუქ მწვანე ორეულს Lady Dior-ის ყველასთვის ცნობილი ჩანთა შეუხამა. მისთვის დამახასიათებელი კლასიკური ჩაცმულობა და მუქი ფერები შეარჩია ვიცე პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, ახლად არჩეულმა ვიცე- პრეზიდენტის მეუღლემ, უშა ვანსმა კი ნათელ ფერებს მიანიჭა უპირატესობა და ღია ვარდისფერი მოსაცმელი შეარჩია.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Nargis Magazine Georgia (@nargismagazinegeorgia)

ტრამპის ფიცის დადების ცერემონია მუსიკალურად გააფორმეს ქანთრი მუსიკის ვარსკვლავმა ქერი ანდერვუდმა და ოპერის მომღერალმა ქრისტოფერ მაკიომ.

Tags: ბარაკ ობამადონალდ ტრამპიინაუგურაციამელანია ტრამპიჯილ ბაიდენი
წინა პოსტი

მილანის მოდის კვირეული – მამაკაცის 2025 წლის შემოდგომა / ზამთრის კოლექციები

შემდეგი პოსტი

ჰეილი ბიბერის კანის მოვლის რუტინა

შემდეგი პოსტი
ჰეილი ბიბერის კანის მოვლის რუტინა

ჰეილი ბიბერის კანის მოვლის რუტინა

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN