მელანია ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მეორედ ხდება, ახლოვდება პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაცია, საზოგადოება და მოდის კრიტიკოსები კი მოუთმენლად ელიან მელიანიას გამოჩენას. 2017 წელს მელანია დონლად ტრამპის ინაუგურაციაზე რალფ ლორენის ცისფერი კაბით გამოჩნდა და კრიტიკოსთა დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
Photo: Getty Images
ქალბატონი ტრამპის ისტორია ჩვენი გამომწერებისთვის ცნობილია- იუგოსლავიის პატარა ქალაქიდან მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოს პირველ ლედობამდე. მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპი პირველად აირჩიეს პრეზიდენტად, მელანიას ნამდვილი კრიტიკის ქარცეცხლი მოუწყვეს. ისეთმა ბრენდებმა, როგორებიცაა მაგალითად: ტომ ფორდი და მარკ ჯეიკობსი მასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს, თუმცა ინაუგურაციის შემდეგ ეს მდგომარეობა შეიცვალა და დღეს მელანია ტრამპის სტილი უამრავი ქალბატონისთვისაა შთამაგონებელი.
Photo: Chip Somodevilla / Getty Images
Photo: Reuters
მელანია ტრამპი უპირატესობას ანიჭებს მსოფლიოს წამყვან მოდის სახლებს, რომელთა შორისაცაა: Dior, Chanel, Ralph Lauren, Gucci და ა.შ. მის სტილში აშკარად იგრძნობა კლასიკური სტილის მიმართ სიმპათია, რაც თავისებურად განპირობებულია პოლიტიკური პროტოკოლითაც. ჯერ კიდევ 2017 წელს მელანიამ არაჩვეულებრივად მოახერხა პოლიტიკური როლის და მოდის ტენდენციების ბალანსი საკუთარ სტილში, სწორედ ამიტომ ნებისმიერ ღონისძიებაზე თუ უბრალოდ ქუჩაში მისი სამოსი ყოველთვის შესაფერისად გამოიყურებოდა.
Photo: Getty Images
Photo: Al Drago / Pool / Getty Images
პირველი ლედის სტილში ასევე დაბალანსებულია ფერთა პალიტრები, მელანია უპირატესობას მონოქრომულ და პასტელურ ფერებს ანიჭებს, თუმცა მის სამოსში ხშირად შეხვდებით როგორც კაშკაშა, ასევე ნეიტრალურ ფერებს, მაგალითად: თეთრს, შავს, მუქ ლურჯს და ა.შ.
Photo: Getty Images
მელანიას სიყვარული აქსესუარებისადმი აშკარად ვლინდება მის სტილში. პირველი ლედის გარდერობში ქუდების და ჩანთების ნამდვილად გამორჩეულ კოლექციას ვხვდებით. გარდა ამისა მთელმა მსოფლიომ იცის მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება კლასიკური მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებისადმი და მისი სიყვარული Manolo Blahnik-ისა და Christian Louboutin- ის ფეხსაცმელების მიმართ.
Photo: AFP / Getty Images
Photo: Saul Loeb / AFP / Getty Images
აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც მელანია ტრამპის გარშემო არ წყდებოდა კრიტიკა და ნეგატიური შეფასებები მან არაჩვეულებრივად მოახერხა მოდის ტენდენციების და ინდივიდუალური სტილის შერწყმით შეექმნა მისთვის დამახასიათებელი, უნიკალური იმიჯი, რომელიც ინსპირაციის წყაროდ იქცა უამრავი ქალბატონისთვის.
ტექსტი: მარიამ ბექაური