N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

კრისტა კობერის პორტრეტი

იანვარი 10, 2025
A A
კრისტა კობერის პორტრეტი
352
გაზიარება
2.7k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

მოდის სამყაროში, სადაც ტენდენციების მსგავსად ინდუსტრიის სახეებიც ცვალებადია, რთულია, წლების განმავლობაში იყო აქტუალური, შეინარჩუნო მიმზიდველობა და დიდხანს დარჩე კამერების წინ. კანადელი კრისტა კობერი ის იშვიათი მოდელია, რომელიც მოდის ინდუსტრიისთვის სილამაზეზე უფრო მეტს ნიშნავს – მისი ძალა, სიღრმე, ავთენტიკურობა არის ის, რაც კრისტას განსაკუთრებულს ხდის. კრისტამ არა მხოლოდ მოხიბლა აუდიტორია, არამედ ხელახლა განსაზღვრა, რას ნიშნავს – იყო მუზა, შთაგონების წყარო.

Starring: Crista Cober
Apparel: Boygar’s
Photographer: Shota Gotoshia
Art Direction & Styling: Data Alekseev
Styling Assistant: Levani Shavdia
Production assistants: Nina Alekseev, Nina Shekiladze
Makeup: Kristina Mirzashvili
Hair: Nastya Khuntsaria

საერთაშორისო ვარსკვლავი „ნარგისის“ სტუმარია. ჩვენთვის იგი ბევრი რამის გამოა საინტერესო: გარდა იმისა, რომ ყურადღებას იქცევს მისი სამოდელო კარიერა, აღსანიშნავია ისიც, რომ კრისტა კობერს ქართველი მეუღლე ჰყავს – ცნობილი პროდიუსერი და მსახიობი ირაკლი როდონაია. მოდელი ოჯახთან ერთად ხშირად სტუმრობს საქართველოს. მან გულწრფელად გაგვიზიარა თავისი ემოციები და დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, გვიამბო სამოდელო კარიერასა და საკუთარ გამოცდილებაზე.


19 წლის ვიყავი, როდესაც მოდელი გავხდი. მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ 20 წლის შემდეგაც ამ პროფესიით ვიმუშავებდი. მოდელობა შემთხვევით დავიწყე, როდესაც სკოლის დამთავრების შემდეგ შემარჩიეს. სკოლის შემდეგ ერთი წელი იმისთვის გამოვიყენე, რომ გამეგო, რის გაკეთება მსურდა. ისე ვიზრდებოდი, რომ მოდელობის შესახებ არაფერი ვიცოდი, მაგრამ ყოველთვის მომწონდა, მეცადა რაღაც ახალი, ისეთი რამ, რის შესახებაც არაფერი ვიცი. ახლაც ასე ვარ.


„პირველი შვილი – უცებ ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ადამიანი, რომელზეც საკუთარ თავზე მეტს ვფიქრობდი“.
პირველი შვილის გაჩენის შემდეგ სამსახურში დაბრუნება ჩემთვის, როგორც მოდელისთვის, გარდამტეხი გამოცდილება იყო. უცებ ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ადამიანი, რომელზეც საკუთარ თავზე მეტს ვფიქრობდი. უფრო ლამაზად ვგრძნობდი თავს და აწმყოს უფრო განსხვავებულად აღვიქვამდი, სავსე ვიყავი მადლიერების გრძნობით. მადლიერი ვიყავი, რომ შემეძლო მემუშავა და ამ დროს შვილთან ერთად ვყოფილიყავი, არ მიწევდა მისგან შორს ყოფნა. ჩემი, როგორც დედისა და როგორც მოდელის როლის დაბალანსებამ მასწავლა, რომ ყველა საქმეში, რომელსაც ვაკეთებ, კარგი დავინახო. გამიმართლა, რომ მაქვს შესაძლებლობა, დრო სახლშიც გავატარო და, ასევე, ვიმოგზაურო ოჯახთან ერთად სხვადასხვა პროექტისთვის. დედობამ უფრო გამბედავ ქალად მაქცია, დამეხმარა, რომ მესწავლა, ვთქვა ის, რაც მჭირდება და ისიც, თუ რა არ გამომდის.


„საქართველოში ყველაფერი ისეთი საოცარია, მეტყველების უნარს დაგაკარგვინებს“.
ბედნიერი ვარ, რომ მყავს დიდი ქართული ოჯახი. გაოცებული ვარ ქართული კულტურის, ხელოვნებისა და მოდის სიღრმით, განსაკუთრებით ფილმებით, ირაკლის ფილმებით და სხვა ნამუშევრებით. აქ ყველაფერი ისეთი საოცარია, მეტყველების უნარს დაგაკარგვინებს. და, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ვახსენოთ გასაოცარი საჭმელი. საქართველოში ხშირად ჩამოვდივართ და გვაქვს ისეთი ადგილები, რომლებსაც ხშირად ვსტუმრობთ. ყოველი ჩამოსვლისას უფრო მეტის ნახვა მინდა. შეყვარებული ვარ მთებსა და პეიზაჟებზე. აქ მოგზაურობა ყოველ ჯერზე მაოცებს.


„ვცდილობ, ვიყო გულწრფელი და მადლიერი“.
თითოეულ სამუშაოს ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ. ჩემი საქმეა, შევუერთდე გუნდს და დავეხმარო უფრო ფართო სურათის გაცოცხლებაში. ვცდილობ, ვიყო გულწრფელი და მადლიერი, როგორიც არ უნდა იყოს ესა თუ ის პროექტი. სხვადასხვა ბრენდთან მიმუშავია და რომელიმეს გამოყოფა რთულია. ძალიან ბედნიერი ვიყავი YSL-ის სუნამოს, Mon Paris-ს გადაღების დროს, 2018 წელს, ეს დიდი პატივი იყო ჩემთვის.

ასევე, ძალიან სასიამოვნო იყო Vogue-ისა და Balmain-ის კამპანიისთვის გადაღება Mario Sorentti-სთან ერთად, ისევე როგორც არაერთ ულამაზეს კამპანიაში მონაწილეობა Loro Piana- სთვის. ყოველთვის ვენდობი ბრენდს, რომელიც გადაღებისთვის მირჩევს, მაქვს რწმენა, რომ სურთ, მათთან ჩემი საკუთარი სტილი მივიტანო, ამიტომ თავდაჯერებული ვარ.

ინტერვიუ: დათა ალექსეევი,
ხატია ვარდოსანიძე

 

View this post on Instagram

 

A post shared by Tako Chkheidze (@tako_chkheidze)


წაიკითხეთ კრისტა კობერის სრული ინტერვიუ ჟურნალ ნარგისის ახალ ნომერში, რომლის შეძენაც შეგიძლიათ: ბიბლუსში,ნიკორაში, ფრესკოსა და მაცნეს ჯიხურებში

Tags: Boygar'sNargis Magazineირაკლი როდონაიაკრისტა კობერი
წინა პოსტი

უოლ სტრიტიდან დაწყებული წარმატების გზა

შემდეგი პოსტი

Met Gala 2025: წლის მთავარი ღონისძიების თემატიკა და თანაორგანიზატორები

შემდეგი პოსტი
Met Gala 2025: წლის მთავარი ღონისძიების თემატიკა და თანაორგანიზატორები

Met Gala 2025: წლის მთავარი ღონისძიების თემატიკა და თანაორგანიზატორები

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN