N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი პერსონა

ანჯელინა კენდალი- მოდის სამყაროს ახალი ვარსკვლავი

მარტი 13, 2025
A A
ანჯელინა კენდალი- მოდის სამყაროს ახალი ვარსკვლავი
408
გაზიარება
3.1k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

მოდის ინდუსტრიაში ყოველწლიურად ვხედავთ ახალ სახეებს, მაგრამ რამდენი მათგანი ახერხებს, რომ მთელი ყურადღება მიიპყროს? დაგვეთანხმებით, დღევანდელ რეალობაში ეს რიცხვი არც ისე დიდია, თუმცა ავსტრალიელმა მოდელმა ანჯელინა კენდალმა მოახერხა და კარიერის დაწყებიდან სულ რაღაც 2 წელში გავლენიანი მოდის სახლების ერთ-ერთი გამორჩეული სახე გახდა.

Photo: Mikael Jansson

ანჯელინა ავსტრალიაში, სიდნეიში დაიბადა 2005 წელს. მისმა უნიკალურმა ვიზუალმა ყურადღება მალევე მიიქცია, თუმცა კარიერული გზა მოდის სამყაროში 2021 წლიდან დაიწყო, როდესაც ის შემთხვევით აღმოაჩინეს Instagram-ზე. ავსტრალიაში ანჯელინამ მალევე მოიპოვა პოპულარობა და ხალხის სიყვარული, თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე პირველად 2023 წლის თებერვალში გამოჩნდა, როდესაც მან Khaite-ის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება დახურა. ამავე წელს მან models.com-ის Breakout Star Women+ ჯილდო მოიპოვა.მალევე გაფართოვდა მისი პორტფოლიო და მოდელი ისეთი ბრენდების ჩვენებებზე ვიხილეთ, როგორებიცაა: Michael Kors, Tory Burch, Fendi, Tom Ford, Versace, Courrèges, Givenchy, Loewe, Rabanne, Victoria Beckham, Coperni, Valentino, Louis Vuitton, Sacai, Chanel, Jacquemus და Alaïa.


ანჯელინამ მალევე მიიღო კამპანიაში მონაწილეობის შეთავაზება: Louis Vuitton-ის, Versace-ს, Burberry-ს, Jacquemus-ისა და Courrèges-ისგან, ასევე დაამშვენა Holiday Magazine-ის, Harper’s Bazaar France-ისა და Vogue Italia-ს ყდები. 2024 წლის დასაწყისში კი მოდელი ვიხილეთ Vogue Mexico-სა და Vogue Australia-ს გარეკანებზე.

Photo: Mario Sorrenti / Mikael Jansson

ანჯელინა კენდალის სამოდელო კარიერა წარმოუდგენელი სისწრაფით განვითარდა, თუ 2023 წელს ის 17 ჩვენებაზე გამოვიდა, 2024 წლისთვის ეს რიცხვი 27-მდე გაიზარდა, რაც ნამდვილად წარმოუდგენელი რიცხვია, შედარებისთვის გავიხსენოთ ამერიკელი სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი, რომელმაც პირველ ორ სეზონში 5 და 11 ჩვენებაზე გაიარა. და მაინც, რა შეიძლება იყოს მოდელის წარმატების საიდუმლო? -„ვფიქრობ, რომ ჩემი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ეს პროფესია ჩემ პიროვნებას იდეალურად ერგება – ახალი ადამიანების გაცნობა მიყვარს.“- აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში ანჯელინა კენდალმა.


მოდელმა 2025 წელიც წარმატებულად დაიწყო. წლევანდელი კვირეულებიდან ანჯელინა ისეთი გავლენიანი მოდის სახლების ჩვენებებზე ვიხილეთ, როგორებიცაა: Jacquemus, Burberry, Schiaparelli, Valentino, Jean Paul Gaultier, Versace, Rabanne, Ferragamo და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ თავის ვიზუალით და ხასიათით ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, Jacquemus-ის ჩვენების გახსნა ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო 2025 წლის ჩვენებებიდან, ულამაზესი თეთრი კაბით და ბრენდის ფავორიტი თეთრი ჩანთით მოდელი პოდიუმზე გამორჩეულად ბრწყინავდა. 2025-მა წელმა კი, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ანჯელინა მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, რომელსაც განსაკუთრებულად საინტერესო კარიერა ელოდება.


და მაინც, რა ხდის ანჯელინა კენდალს განსაკუთრებულს?- ეს არ არის მხოლოდ მისი ვიზუალი. ინდივიდუალურობა,ხასიათი, პროფესიონალიზმი და შრომისმოყვარეობა, მას ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებულ სახედ აქცევს, რომელიც მოსწონს, არა მხოლოდ აუდიტორიას, არამედ დიზაინერებს, ფოტოგრაფებს და მოდის კრიტიკოსებს.


ტექსტი: მარიამ ბექაური

Tags: ChanelJacquemusNargis Magazineანჯელინა კენდალი
წინა პოსტი

მოდის კომუნიკაცია ციფრულ ეპოქაში: სიმბოლოები, ნიშნები და ისტორიები – ალბან ადამის მასტერკლასი

შემდეგი პოსტი

ელენე ძიძიშვილი: მილანური მოდა, ახალი შესაძლებლობები და მოდის ინდუსტრიაში საკუთარი ადგილის ძიება

შემდეგი პოსტი
ელენე ძიძიშვილი: მილანური მოდა, ახალი შესაძლებლობები და მოდის ინდუსტრიაში საკუთარი ადგილის ძიება

ელენე ძიძიშვილი: მილანური მოდა, ახალი შესაძლებლობები და მოდის ინდუსტრიაში საკუთარი ადგილის ძიება

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN