N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი ტრენდი

მარტივი, მაგრამ ეფექტური: შარფი როგორც სეზონის მთავარი აქსესუარი

აპრილი 24, 2025
A A
მარტივი, მაგრამ ეფექტური: შარფი როგორც სეზონის მთავარი აქსესუარი
333
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად უფრო აქტიურად ვიწყებთ ფიქრს იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია სეზონის სტილი მეტად გამორჩეული გავხადოთ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად მოდის ტენდენციები იცვლება და ჩვენც ვცდილობთ ამ ყველაფერს ფეხი ავუწყოთ, არსებობს რაღაცები, რაც აქტუალობას არასდროს კარგავს. მაგალითად, თუ გკითხავთ, რომელი აქსესუარი უხდება გაზაფხული/ზაფხულის სეზონს ყველაზე მეტად, რა იქნება თქვენი არჩევანი? იქნებ მზის სათვალე? ან ფერადი სამკაული? ჩვენ გეტყვით, რომ ეს უდავოდ შარფია, რომელიც სტილს მუდამ გამორჩეულს და ელეგანტურს ხდის. დღეს კი, დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ შარფის მორგების სხვადასხვა ვარიაციას შთაგონებისთვის.


ყოველდღიურ სტილში შარფი უამრავი დანიშნულებით შეგიძლიათ გამოიყენოთ, იქნება ეს ქამარი, ჩანთის ან თმის აქსესუარი, ტოპი თუ სხვა. მაგალითად, ბოლო რამდენიმე წელია თავზე მორგებული შარფი განსაკუთრებით აქტუალურია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ სტილის ნამდვილი პიონერები გრეის კელი და ჯეკი კენედი არიან. გარდა იმისა, რომ შარფი მზისგან გვიცავს და ფუნქციური დატვირთვა აქვს, ის ასევე სტილის გამორჩეული ელემენტია, რომელსაც თანამედროვე მოდის ბლოგერები თუ საზოგადოებისთვის საყვარელი ვარსკვლავები ძალიან ხშირად იყენებენ.


ყველაზე მარტივი სტილის შემთხვევაშიც შარფი საუკეთესო გამოსავალია. გაღვიძებისას არჩევანი უბრალო მაისურზე და ჯინსზე შეაჩერეთ, თუმცა ფიქრობთ რომ ამ ლუქს რაღაც აკლია? ქამარზე რას იტყვით? დიახ, სტანდარტული ქამარი ამ ლუქს გამორჩეულს ნამდვილად არ გახდის, მაგრამ თუ ქამრის მაგივრად აბრეშუმის შარფს გამოიყენებთ დაგვერწმუნეთ, რომ თქვენი სტილი ყურადღების მიღმა არავის დარჩება.


თუ მინიმალიზმი თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ყელზე შემოხვეული შარფი იდეალური არჩევანი იქნება. მარტივად შეკრული შარფი ყელზე ფრანგი ქალბატონების საყვარელი აქსესუარია და პარიზის ქუჩებში ამ სტილს ალბათ ყველაზე ხშირად შეხვდებით. ტილოს ორეულს, უბრალოდ თეთრ მაისურს და ჯინსს თუ საზაფხულო კაბებს შარფის ფრანგული სტილით მორგება განსაკუთრებულად უხდება.


თავზე შარფის მორგების განსხვავებული და გამორჩეული იდეა შემოგვთავაზა ჰეილი ბიბერმა, რომელიც სპორტული და ვინტაჟური სტილის მოყვარულებისთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება. შარფი ბეისბოლის კეპზე მოდის მოყვარულებისთვის ნამდვილ ინსპირაციად იქცა, რომელსაც ყოველდღიურობაში უკვე ძალიან აქტიურად იყენებს უამრავი ადამიანი.


თუ აბრეშუმის შარფს ჩანთას მოარგებთ, ეს თქვენს ყოველდღიურ სტილს კიდევ უფრო ელეგანტურს გახდის. არ აქვს მნიშვნელობა, ჩანთა დიდია თუ პატარა, შარფის დეტალი ნებისმიერ შემთხვევას იდეალურად ერგება, ლუქი კი ნამდვილად გამორჩეულ იერს იძენს.


აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ აბრეშუმის შარფებს მხოლოდ აქსესუარის დატვირთვა არ აქვს და ის შეგვიძლია მოვირგოთ, როგორც მაისური (ტოპი), რომელიც განსაკუთრებულად უხდება, როგორც ნაჭრის ქვედაბოლოებს, ასევე ჯინსებს. აქ მთავარი დეტალი ფერების სწორად შერჩევაა, იდეალურად შერჩეული ფერები კი თქვენს სტილს აუცილებლად გამოარჩევს გარშემომყოფებისგან.


თუ დასაწყისს დავუბრუნდებით და თავიდან გკითხავთ რომელი აქსესუარი უხდება გაზაფხული/ზაფხულის სეზონს ყველაზე მეტად? ახლა რას გვიპასუხებთ? დარწმუნებული ვართ, ეს შარფი იქნება, რომელიც ყველანაირ სტილს უხდება და ლუქს გამორჩეულ ელფერს სძენს. მაგრამ, საინტერესოა, თქვენ შარფის მორგების რომელ გზას იყენებთ ყველაზე ხშირად?

ტექსტი: მარიამ ბექაური

Tags: აბრეშუმის შარფისტილის ინსპირაციატრენდი
წინა პოსტი

გადადგით ნაბიჯი მომავლისკენ Dreame-თან ერთად – ინოვაციური ფუნქციონალის მქონე მტვერსასრუტები უკვე საქართველოში!

შემდეგი პოსტი

CAUDALIE-ს VINOPURE ხაზი- ზაფხულის იდეალური რუტინა კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის

შემდეგი პოსტი
CAUDALIE-ს VINOPURE ხაზი-  ზაფხულის იდეალური რუტინა კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის

CAUDALIE-ს VINOPURE ხაზი- ზაფხულის იდეალური რუტინა კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN