მზიანი დღეები, ზღვა, მთის კურორტები, დასვენება, გართობა – გაზაფხული/ზაფხულის სეზონი უამრავი ადამიანისთვის ამ ყველაფერთან ასოცირდება და ეს ძალიან სასიამოვნოა, თუმცა არსებობს მეორე მხარე. ადამიანებისთვის, ვისაც კომბინირებული ცხიმიანისკენ მიდრეკილი კანი აქვთ, ზაფხული ხშირად დიდ გამოწვევასთან ასოცირდება, რომლის დაძლევაც არც ისეთი მარტივია. პრიალა T ზონა, ჩამოშლილი მაკიაჟი, გამონაყარი, შავი წერტილები – ეს ყველაფერი შესაძლოა კანის არასწორმა მოვლამ გამოიწვიოს, ამიტომ მნიშვნელოვანია წელიწადის ყოველ სეზონზე, განსაკუთრებით კი მზიან პერიოდში ჩვენ კანს მოვლის პროდუქტები სწორად შევურჩიოთ და ყველა პრობლემა თავიდან ავირიდოთ. იმისათვის, რომ თქვენი გაზაფხული/ზაფხული უდარდელი და ძალიან ხალისიანი იყოს, გთავაზობთ CAUDALIE -ს Vinopure ხაზს, რომელიც ყველა პრობლემას უბრალოდ დაგავიწყებთ და თქვენს კანს ხავერდოვან ეფექტს მიანიჭებს.
სახის მოვლისას, პირველი რაც უნდა გავითვალისწინოთ სწორად შერჩეული პროდუქტები და რუტინაა. ძირითადი, მარტივი რუტინა სამი პროდუქტისგან შედგება: დასაბანი, ტონერი და დამატენიანებელი. თუმცა ეს საბაზისო ნაწილია, რომელსაც სხვა პროდუქტები საჭიროებიდან გამომდინარე ემატება, იქნება ეს: შრატები, სკრაბები, სახის ზეთები თუ სხვა. რადგანაც ჩვენ კომბინირებულ და ცხიმიან კანზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია რუტინაში ოთხი ძირითადი პროდუქტი გამოვიყენოთ: სახის დასაბანი, ტონერი, შრატი სალიცილის შემცველობით და დამატენიანებელი.
ახლა კი დეტალურად განვიხილოთ ის, თუ რა უპირატესობები აქვს კოდალის Vinopure ხაზის იმ პროდუქტებს, რომელიც ჩვენი რუტინის ძირითად ნაწილს წარმოადგენს.
დასაბანი გელი – Vinopure Purifying Gel Cleanser.
კოდალის დასაბანი გელი: მსუბუქად წმენდს კანის ზედაპირს, ამცირებს გამოხატულ ანთებით უბნებს, ანიჭებს კანს ჯანსაღ იერს და არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას. პროდუქტის 95% ნატურალური კომპონენტებისგან შედგება და არ შეიცავს ისეთ მავნე დანამატებს და ნივთიერებებს, როგორებიცაა: ალკოჰოლი, საპონი, პარაბენები, კონსერვანტები და არომატიზატორები. მნიშვნელოვანია მისი შემადგენელი კომპონენტებიც: ვარდის წყალი, მცენარეული წარმოშობის სალიცილის მჟავა, ყურძნის პოლიფენოლსი და ეთერზეთები. დასაბანი გელის გამოყენება შეგიძლიათ, როგორც დილით, ასევე საღამოს რუტინაში.
ყიდვა
ტონერი – Vinopure Purifying Toner.
ისევე როგორც დასაბანი გელი, ტონერის 95%-იც ნატურალური კომპონენტებისგან შედგება. ყურძნის წყალი ამშვიდებს და ატენიანებს სახის კანს, პოლიფენოლი ცხიმის სინთეზის მარეგულირებელი, შავი წერტილების საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტია, ექვსი ეთერზეთის სინთეზი ანტიბაქტერიული თვისებებით ხასიათდება, სალიცილის მჟავა კი ავიწროებს ფორებს და აუმჯობესებს კანის სტრუქტურას. ტონერის გამოყენების შემდეგ კანს აქვს მატირების ეფექტი.
ყიდვა
შრატი – Vinopure Sérum Salicílico Anti-imperfecciones.
მსუბუქი გელისებური შრატი აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ამცირებს შავ წერტილებს, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება. დამზადებულია 97% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებისგან და შემოწმებულია დერმატოლოგიურად. შრატის ძირითადი ინგრედიენტებია: ბუნებრივი სალიცილის მჟავა, პოლიფენოლები და ნიაცინამიდები (აღსანიშნავია, რომ Vinopure-ის შრატში გამოყენებული სალიცილის მჟავა 100%-ით ბუნებრივი წარმოშობისაა).
ყიდვა
დამატენიანებელი (ფლუიდი) – Moisturizing Mattifying Fluid.
მსუბუქი ტექსტურის მქონე ფლუიდი ამცირებს ლაქებს, ავიწროებს გაფართოებულ ფორებს, აუფერულებს შავ წერტილებს, აქრობს ცხიმიანი კანის ბზინვარებას და კანს აძლევს მატირების ეფექტს. 96% ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული დამატენიანებელი არ შეიცავს კანისთვის საზიანო ნივთიერებებს და სილიკონს. დატესტილია დერმატოლოგიურად. პროდუქტი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც დილის, ასევე საღამოს რუტინაში.
ყიდვა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძირითადი რუტინა ოთხ მთავარ პროდუქტს მოიცავს, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე შეგვიძლია სხვა პროდუქტების დამატება და რადგან ჩვენი ძირითადი აქცენტი მიმართულია კომბინირებულ, ცხიმიანისკენ მიდრეკილ კანზე გვსურს კიდევ ერთი პროდუქტი გაგაცნოთ, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ გამონაყარის არსებობის შემთხვევაში.
კანის ლოკალური გელი – Salicylic Spot Solution.
აღნიშნული გელი შესამჩნევად ამცირებს გამონაყარს, აქრობს სიწითლეს და ასუფთავებს კანს. შედგება ისეთი ნივთიერებებისგან, როგორებიცაა: 100% ბუნებრივი სალიცილის მჟავა, ნიაცინამიდი და ჩაის ხის ეთერზეთი, თითოეულ მათგანს კი თავის დატვირთვა აქვს. სალიცილი- შესამჩნევად ხსნის ფორებს და აუმჯობესებს კანის ტექსტურას, ნიაცინამიდი (B3 ვიტამინი)- ამცირებს გაფართოებულ ფორებსა და ამშვიდებს კანს, ჩაის ხის ეთერზეთი- ხელს უწყობს ნაოჭების გაწმენდას. პროდუქტი გამოიყენება ლოკალურად, გამონაყარზე.
ყიდვა
რადგან თითოეულ პროდუქტს დეტალურად გავეცანით, ვისაუბრეთ მათ საჭიროებებზე და ფაქტობრივად გაზაფხული/ ზაფხულის იდეალური რუტინა შევქმენით, მაინც მნიშვნელოვანია ვუპასუხოთ კითხვას, რატომ კოდალი? გარდა იმისა, რომ თითოეული პროდუქტი დამზადებულია ნატურალური, ბუნებრივი პროდუქტებისგან და არ შეიცავს კანისთვის საზიანო ნივთიერებებს, არის ვეგანური და არ არის კომადოგენური, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროდუქტი აუცილებლად გადის დერმატოლოგიურ შემოწმებას, ეს კი მათ უსაფრთხოებაზე მიუთითებს. ამასთანავე, კოდალი ეკო-მეგობრული ბრენდია, რომელიც პროდუქციისთვის მარტივად გადამუშავებად შეფუთვებს იყენებს, თქვენ კი კოდალის გამოყენების დროს კანზე ზრუნვასთან ერთად, გარემოსაც უფრთხილდებით.