ზოგიერთი ადამიანისთვის გზა მხოლოდ ორ წერტილს შორის მანძილია, თუმცა ნამდვილი ავტომოყვარულებისთვის მანქანით მოგზაურობა ახალი ჰორიზონტების აღმოჩენა, თავგადასავლები და ის გამორჩეული ადრენალინია, რომელიც მხოლოდ საჭესთან იბადება. თუ თქვენც მათ რიცხვს მიეკუთვნებით, ვისთვისაც ყოველი მოსახვევი ახალ გამოცდილებასთან ასოცირდება, მართვის პროცესი კი თქვენსა და სამყაროს შორის სრულ ჰარმონიას ქმნის, მაშინ BMW iX3 Neue Klasse სწორედ ის მოდელია, რომელიც ამ შეგრძნებებს სრულიად ახალი განზომილებიდან დაგანახებთ.


და მაინც, დარწმუნებული ვართ, იკითხავთ: რამ შეიძლება გაგვაოცოს ტექნოლოგიური სიახლეების პერიოდში და რა ხდის განსაკუთრებულს BMW iX3 Neue Klasse-ს? სინამდვილეში, ეს არ არის მორიგი ტექნოლოგიური ინოვაცია – ეს ბრენდისთვის ახალი ფურცლის პირველი აბზაცია, რომელიც ქმნის მომავლის ხედვას, სადაც პროგრესი იდეალურად ერწყმის მძღოლის ინტუიციას და მანქანის მართვის პროცესს პერსონალურ გამოცდილებად აქცევს.


ბრენდმა ტექნოლოგიური ევოლუცია მთელ მსოფლიოს იტალიიდან გააცნო. მილანიდან ალპებამდე გამართულ ორდღიან driving tour-ში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან 200-ზე მეტი მოწვეული სტუმარი და ინფლუენსერი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ თაკო ჩხეიძე და ლიკა ევგენიძე. თითოეულმა მონაწილემ ალპების რთულ მარშრუტებსა და ავტობანებზე, რეალურ პირობებში გამოსცადა ახალი მოდელის შესაძლებლობები.


BMW iX3 Neue Klasse-ის მთავარი ხიბლი და ძალა ახალი თაობის Heart of Joy ძრავია, რომელიც მართვის პროცესს განსაკუთრებულ სიმსუბუქესა და დინამიკას სძენს. ამ გამოცდილებას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის 678-805 კმ-მდე სავალი მარაგი (WLTP), რაც საშუალებას გაძლევთ, სასურველი მარშრუტი ყოველგვარი შეფერხების გარეშე დაფაროთ. ამ ყოველივეს კი სრულყოფილად აბალანსებს Panoramic iDrive სისტემა, რომლის დახმარებითაც საჭირო ინფორმაცია ზუსტად თქვენი ხედვის არეში აისახება, რაც მართვას კიდევ უფრო მარტივს და უსაფრთხოს ხდის.


BMW-მ შეძლო იტალიის პეიზაჟები, ელექტროდინამიკა და მომავლის ტექნოლოგიები ერთ დაუვიწყარ გამოცდილებაში გაეერთიანებინა რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ელექტრიფიკაციის ეტაპი მანქანის მართვის სიამოვნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების საუკეთესო სინთეზია – ეს არის მომავლის ხედვა, რომელიც უკვე ორგანულად ერწყმის ჩვენს ყოველდღიურ გზას.



