N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი პერსონა

კასია სმუტნიაკი- გზა მოდელობიდან კინო სამყარომდე

დეკემბერი 22, 2024
A A
კასია სმუტნიაკი- გზა მოდელობიდან კინო სამყარომდე
337
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

თუ ჩვენ თანამედროვეობაში გამორჩეული პერსონების ძიებას დავიწყებთ, ჩამონათვალში და ალბათ ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე აუცილებლად იქნება პოლონელი მოდელი და მსახიობი კასია სმუტნიაკი. იტალიაში დაწყებულმა კარიერამ კასია ნამდვილად დიდების მწვერვალამდე მიიყვანა და აქცია ევროპული კინოს თუ მოდის სამყაროს განსაკუთრებულ სახედ.

Photo: Kasia Smutniak (Instagram)

სამოდელო სფეროში კასიას კარიერა 15 წლიდან დაიწყო, მოგვიანებით კი მისი პერსონა აქტიურად იქცევდა კინორეჟისორების ყურადღებას. 2000 წელს შედგა მისი, როგორც მსახიობის დებიუტი ჯორჯო პანარიელოს ფილმში “At the Right Moment”. ამის შემდეგ იყო ისეთ ცნობილი ფილმები, როგორებიცაა: “From Paris with Love”, “Ora e per sempre”, “Perfetti Sconosciuti” და სხვა, საერთო მონაცემებით კი კასიას დაახლოებით 50-მდე სერიალში თუ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. პირველი მნიშვნელოვანი ჯილდო კინო ინდუსტრიაში იყო იტალიური ოქროს გლობუსი, რომელიც კასიამ საუკეთესო ახალბედა მსახიობის ნომინაციაში მოიპოვა 2007 წელს, ფილმში “ყველაფერი შენს ხელშია”.

Photo: East News

მიუხედავად იმისა, რომ კასიას კარიერული გზა ნამდვილად ბრწყინვალე და წარმატებული იყო, მისი პირადი ცხოვრება მეტად ტრაგიკული ისტორიის მატარებელია. კასიას პირველი სიყვარული და მეუღლე ასევე მსახიობი პიეტრო ტარიკონე იყო, რომელსაც ფილმის “რადიო უესტის” გადასაღებ მოედანზე შეხვდა 2003 წელს, 20210 წელს უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა და გარდაიცვალა, კასიას პიეტროსგან ქალიშვილი, სოფია დარჩა. მოგვიანებით კი მას რეჟისორ დომენიკო პროკაჩისგან ვაჟი შეეძინა. თუმცა პრესა მუდმივად ხაზგასმით აღნიშნავს იმას, რომ კასიას ნამდვილი სიყვარული მისი პირველი მეუღლე, პიეტრო იყო.

Photo: Getty Images

გარდა იმისა, რომ კასია ნამდვილად საინტერესო ისტორიის მატარებელი ვარსკვლავია, მის გარშემო მუდმივი ყურადღება მის სტილსაც უკავშირდება. კლასიკური სილუეტები, ნეიტრალური ფერები და მინიმალიზმი კასიას სტილის მთავარი ხელწერაა, რომელშიც არაჩვეულებრივად იკვეთება მისი ბუნებრივი სილამაზე. მსახიობის გამოჩენა ნებისმიერ ღონისძიებაზე, თუ წითელ ხალიჩაზე საზოგადოების დიდ მოწონებას იმსახურებს და მიუხედავად იმისა, რომ წითელი ხალიჩა ხშირად ასოცირდება უფრო გადატვირთულ სტილთან, კასია აქაც მუდმივად ინარჩუნებს მინიმალიზმს. მაგალითად 2024 წლის Filming Italy Venice Award-ზე კასია, გუჩის შავი სადა და ელეგანტური კაბით წარსდგა.

Photo: Kasia Smutniak (Instagram)

მსახიობი ასევე შავი დახვეწილი ლუქით დაესწრო ფილმი “Diamati”-ის პრემიერას იტალიაში.

Photo: Kasia Smutniak (Instagram)

ეკრანებზე გამოჩენიდან დღემდე კასია სმუტნიაკის პერსონა და სტილი მუდმივად ყურადღების ცენტრშია, როგორც მედიის ასევე საზოგადოების მხრიდან, ამიტომ კასია ნამდვილად შეგვიძლია მივიჩნიოთ თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალურობას.

Photo: Kasia Smutniak (Instagram)

ტექსტი: მარიამ ბექაური

Tags: From Paris with LoveNargis Magazineკასია სმუტნიაკიპიეტრო ტარიკონე
წინა პოსტი

ნეთფლიქსის ახალი სერიალი “BLACK DOVES” და კირა ნაითლის დაბრუნება ტრილერის სამყაროში

შემდეგი პოსტი

ბლეიკ ლაივლი ჯასტინ ბალდონს სასამართლოში უჩივის

შემდეგი პოსტი
ბლეიკ ლაივლი ჯასტინ ბალდონს სასამართლოში უჩივის

ბლეიკ ლაივლი ჯასტინ ბალდონს სასამართლოში უჩივის

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN