„ნარგისი“ უკვე წლებია სილამაზესთან, დახვეწილობასთან, გამორჩეულ ესთეტიკასთან ასოცირდება.
ხომ ყველა ვთანხმდებით, რომ ყოველ დღე უნდა ვიბრწყინოთ?! მაგრამ ამასთან, არის დღეები, როცა ყველაფერს განსაკუთრებული და გამორჩეული, უფრო ბრჭყვიალა სხივები ახლავს.
სწორედ ასეთი, ზაფხულის განსაკუთრებული, შთამბეჭდავი დღის შესახებ გიამბობთ და გიყვებით ემოციებზე, რომელიც ამ დღის სტუმრებს და ჩვენს მკითხველს მთელი სეზონის განმავლობაში გაჰყვებათ და სასიამოვნო განწყობით დამუხტავთ.
TOTAL CHARM GEORGIA-მ „ნარგისთან“ ერთად, „გარდენიაში“ ცნობილ ადამიანებს, მეგობრებს უმასპინძლა. საზაფხულო ვახშამს კლინიკის წამყვანი სპეციალისტებიც ესწრებოდნენ.
„ნარგისისა“ და „ტოტალ შარმის“ კოლაბორაცია განსაკუთრებულია, ეს კლინიკა ხომ სილამაზისა და ესთეტიკის ინდუსტრიაში წარმატების გზაა. უკვე 18 წელია ბაზარზეა, ამკვიდრებს ახალ სტანდარტებსა და მეთოდებს პლასტიკურ ქირურგიაში.
სტუმრებს ჟურნალ „ნარგისის“ რედაქტორმა თაკო ჩხეიძემ და TOTAL CHARM GEORGIA-ს დირექტორმა კოტე სულამანიძემ უმასპინძლეს.
ყვავილები, განათება, შთამბეჭდავი დეკორაცია მეგობრულ ატმოსფეროს ქმნიდა, სადაც ყველაფერი სილამაზით ბრწყინავდა, განსაკუთრებულ როლს კი ამ ატმოსფეროს შექმნაში სასიამოვნო მუსიკა ქმნიდა. ვახშამს მუსიკალურად საბა მიქელაძე აფორმებდა.
საღამოს არაერთი ცნობილი ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ბასა ფოცხიშვილი, თეონა თავართქილაძე, ფუფა გოგლიძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, მანიკა ასათიანი და სხვები.
ვახშამს ასევე ესწრებოდა კოტე სულამანიძის მამა, ცნობილი ექიმი პლასტიკური ქირურგიის მიმართულებით – მარლენ სულამანიძე.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ გასაუბრებოდნენ წამყვან პლასტიკურ ქირურგს კოტე სულამანიძეს, დაესვათ მათთვის აქტუალური კითხვები რაზეც ძალიან კომპეტენტური და ამომწურავი პასუხები მიიღეს.
გალა ვახშამზე გაიმართა გათამაშებაც, რომლის ფარგლებშიც TOTAL CHARM GEORGIA-ში სილამაზის სხვადასხვა პროცედურა გათამაშდა.
ბოლოს კი, საღამოს კულმინაცია – საზეიმო გარემოში ტორტის გაჭრა და ფეიერვერკი იყო.
ზაფხულის საღამო NARGIS-სთან და TOTAL CHARM GEORGIA-სთან ერთად უფრო სასიამოვნოა. გიზიარებთ ემოციებს და ფოტოებს ვახშამიდან, რომლის გამართვაზეც CLICK EVENTS-მა, სასმელზე კი PREMIERE ALCO-მ იზრუნა.