N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი ცხოვრების სტილი

Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ

სექტემბერი 14, 2026
A A
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
325
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

4 სექტემბრის დილას თბილისიდან ყაზბეგის მიმართულებით შთამბეჭდავი კოლონა დაიძრა – 350 მონაწილე და 150 DEFENDER-ი. ექსპედიციამ გეზი თრუსოს ხეობისკენ აიღო, სადაც კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა ავტომობილის მთავარი ხასიათი. DEFENDER-ი იქცა მედიუმად, რომელიც ადამიანებს ნებისმიერი სირთულის მიუხედავად ახალი ადგილებისა და თავგადასავლების აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს.


„ჯი-თი მოტორსის“ მარკეტინგის გუნდის გადაწყვეტილებით, წლევანდელი ღონისძიება მემკვიდრეობის დაცვის იდეით დაიტვირთა და DEFENDER-ი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლების პროცესში ჩართო. ღონისძიების კონცეფციაზე კრეატიულმა სააგენტო Mozaika-მ იმუშავა. პროექტი ითვალისწინებდა არა მხოლოდ რთული ლანდშაფტების ათვისებას, არამედ ამ ადგილების ისტორიულ შრეებში ჩასვლასაც.


ამ თავგადასავლის მთავარ ლაიტმოტივად 1877 წელს სტეფანწმინდასთან აღმოჩენილი ცნობილი „ყაზბეგის განძი“ იქცა. ეს არის დაახლოებით 200 უძველესი არტეფაქტი, რომელთა ნაწილიც დროთა განმავლობაში დაიკარგა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიფანტა. სწორედ კულტურული მეხსიერების ეს ფრაგმენტები გახდა „ჯი-თი მოტორსის“ ინიციატივის მთავარი შთაგონების წყარო.


მოგზაურობის პირველი დღე თრუსოს ხეობაში, ექსტრემალურ ოფროუდთან ერთად, ეთნოგრაფიულ თავგადასავალს და გასტრონომიულ ტრადიციებს მოიცავდა. მონაწილეებმა ტრადიციული მთიულური ლუდი მოხარშეს და მოხევური ხინკალი მოამზადეს. მთის ჰაერით დამუხტული დღის შემდეგ, საღამოს სტუმრები Rooms Hotel Kazbegi-ს ეზოში შეიკრიბნენ და ყაზბეგური ლეგენდების შესახებ ისტორიები გაცვალეს.


მეორე დღე უფრო ჰარმონიული ენერგიით წარიმართა და ყურადღება ბუნებასთან კავშირზე გამახვილდა. ღია ცის ქვეშ გამართულმა იოგამ, ბგერითმა თერაპიამ და ასტროლოგიურმა ვორქშოპმა სრულიად ახალი გამოცდილება შექმნა DEFENDER Community-ს ღონისძიებების ხშირი სტუმრებისთვის. ტურის მონაწილეთა ნაწილმა ელიას მთაზე ცხენებით ისეირნა, საღამო კი გალა ვახშმით დაგვირგვინდა.


2008 წლიდან „ჯი-თი მოტორსი“ საქართველოში JLR-ის (Jaguar, Land Rover) ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია. Defender Experience 2026 SOLO-სა და სადაზღვეო კომპანია „ალდაგის“ პარტნიორობით შედგა. მასში კომპანიის მიერ შექმნილი DEFENDER Community-ს წევრებთან ერთად Jaguar Land Rover-ის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

დიდი მოთხოვნისა და მომხმარებელთა დადებითი გამოხმაურების გათვალისწინებით, აღნიშნული ღონისძიება უკვე მეოთხედ ჩატარდა. წლევანდელი ტური კი იქცა თვალსაჩინო მაგალითად იმისა, თუ როგორ იყენებს „ჯი-თი მოტორსი“ კრეატიულ მიდგომებსა და ბრენდის ფილოსოფიას ბევრად უფრო დიდი მიზნებისთვის – ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გასაცოცხლებლად და დასაცავად.

Tags: დეფენდერების ტურიდეფენდერიყაზბეგის განძიჯი-თი მოტორსი
წინა პოსტი

2027 წლის გაზაფხული/ზაფხული და ნიუ-იორკის მოდის კვირეულის გამორჩეული ჩვენებები

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN