Blooms-მა ახალი თავი დაწერა ქართულ მოდის ინდუსტრიაში – ბრენდის პლუს საიზ კაფსულა კოლექცია ევროპაში იწარმოება და გამორჩეული ხარისხითა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა.
ბრენდის დამფუძნებლისა და კრეატიული დირექტორის, თაკო ჩხეიძის, თქმით, ეს კოლექცია მხოლოდ ტანსაცმლის ხაზი არ არის – ეს არის პასუხი ყველა ქალბატონის საჭიროებაზე, რომ სტილი, კომფორტი და თავდაჯერებულობა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
Model: Elene Guraspauli Photo: Shota Gotoshia
Style: Data Alekseev MUA: Ekaterine Chanchibadze
„ეს იყო ჩემი ოცნება, რომელიც 5 წლის შემდეგ ახდა. Blooms-ის ტანსაცმელი ახლა ევროპაში იწარმოება და ამით ვამაყობ. ამ კოლექცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პირველად გადავიღეთ პლუს საიზ მოდელი – ნაბიჯი, რომელიც საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს,“ – ამბობს თაკო ჩხეიძე.
ახალი კოლექცია გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის მასალებით და დახვეწილი ფურნიტურით, რაც ხაზს უსვამს ბრენდის მუდმივ სწრაფვას სრულყოფილებისკენ. Blooms-ის სამოსი არა მხოლოდ მოდური, არამედ პრაქტიკული და კომფორტული არჩევანიცაა, რომელიც თითოეულ ქალბატონს თავდაჯერებულობას მიანიჭებს.
„იმ ქალბატონებისთვის, რომლებიც ხშირად გვკითხულობდნენ, ‘რატომ არ ქმნით ჩვენთვისაც სამოსს?’ – ჩვენი პასუხია: Blooms-ის ტანსაცმელი ყველასთვისაა შექმნილი,“ – აღნიშნავს თაკო ჩხეიძე.
View this post on Instagram
Blooms-ის პლუს საიზ კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია და კამპანიის შთამბეჭდავი ფოტოები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოდას საზღვრები არ აქვს – ის ყველასთვის არის.