Afflelou Paris-ის ორგანიზებით Dior-ის სათვალეების ახალი კოლექციის დახურული პრეზენტაცია გაიმართა. სალონური ფორმატის ღონისძიებას Paragraph Spa Tabori Golf Resort-ის Mulligan Lounge-მა უმასპინძლა.

კოლექცია Dior-ის ახალი შემოქმედებითი ეტაპის ნაწილია, რომელსაც Jonathan Anderson-ის ხედვა განსაზღვრავს. დიზაინერი მოდის სახლის ისტორიულ კოდებს თანამედროვე ინტერპრეტაციით უბრუნდება, რაც სათვალეების ახალ კოლექციაშიც მკაფიოდ იკითხება.

ერთ-ერთი ასეთი დეტალია სამყურას მოტივი — Dior-ის ისტორიასთან დაკავშირებული იღბლის სიმბოლო, რომელსაც Anderson ახალ ინტერპრეტაციას სძენს. Dior Clover-ის მოდელებში სამყურა დახვეწილი აქცენტის სახით გვხვდება და კოლექციის ერთ-ერთ ამოსაცნობ ელემენტად იქცევა.

ღონისძიება მშვიდ, სალონურ და ესთეტიკურ გარემოში მიმდინარეობდა. სტუმრებმა დაათვალიერეს და მოირგეს ახალი მოდელები, ისაუბრეს Jonathan Anderson-ის ესთეტიკაზე, Dior-ის ახალ შემოქმედებით მიმართულებასა და კოლექციისთვის დამახასიათებელ დეტალებზე. შეხვედრის განმავლობაში ახალი სათვალეებით სტუმრების სპეციალური ფოტოპორტრეტებიც შეიქმნა.

დახურულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქეთი ჟღენტი, ანა შელია, ელენე შელია, ელენე ასათიანი, სალომე სალაყაია, ანა დოლიძე და კესო ლელუაშვილი.

Mulligan Lounge-ის ინტერიერი ღონისძიებისთვის სპეციალურად შექმნილმა ფლორისტულმა დიზაინმა შეავსო. სივრცის გაფორმებაზე Amelie Flower Shop-მა იმუშავა — ბუნებრივ ფორმებსა და ბოტანიკურ დეტალებზე აგებული კომპოზიციები კოლექციაში წარმოდგენილ სამყურას მოტივს ეხმიანებოდა და სივრცის მშვიდ, ინტიმურ ხასიათს ბუნებრივად აგრძელებდა.

დახურული პრეზენტაციის ფორმატმა ყურადღება თავად კოლექციაზე, მის დეტალებსა და Jonathan Anderson-ის ახალ დიზაინერულ ხედვაზე გადაიტანა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირველებს გაცნობოდნენ Dior-ის ახალ სათვალეებს და ახლოდან ენახათ, როგორ იკითხება მოდის სახლის ახალი შემოქმედებითი მიმართულება მის აქსესუარებში.

Afflelou Paris-ის მაღაზიები:
Galleria Tbilisi
City Mall Saburtalo — ვაჟა-ფშაველას გამზირი 70
Grand Mall Batumi — შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა 29
ფოტო: შოთა გოთოშია
